Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
ჯაბა სამუშიამ სახელმწიფო უნივერსიტეტის ქალი მეცნიერები დააჯილდოვა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე აღინიშნა. თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისათვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქალი მეცნიერები დააჯილდოვეს.

 

უნივერსიტეტის მედლით დაჯილდოვდა თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი ნათია სორდია, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი თამარ ქარაია, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ქეთევან ხუციშვილი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი მაია სვანაძე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი თამარ კბილაძე, იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორი მაკა ხოდელი და მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნატო ფიცხელაური.

 

მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის 2015 წლის დეკემბერში მიღებული რეზოლუციის თანახმად აღინიშნება. ამ დღეს გაერო მსოფლიო სახელმწიფოებს, ყველა ორგანიზაციას და ადამიანს მოუწოდებს, მეცნიერებასა და განათლებაში ხელი შეუწყონ ქალების თანასწორ განვითარებას. გაერო იმედოვნებს, რომ მეცნიერებაში სქესთა შორის განსხვავება აღმოიფხვრება და იგი ქალებისათვის მეტად ხელმისაწვდომი გახდება.

სრულად

ბრძანების N:

პროფესორ დალი ფანჯიკიძისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების ს/ს ინსტიტუტი, დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტის თარგმანმცოდნეობის კათედრა და გერმანული ფილოლოგიის კათედრა 2023 წლის 22-23 ივნისს გამართავენ პროფესორ დალი ფანჯიკიძისადმი მიძღვნილ სტუდენტურ კონფერენციას.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა 2023 წლის 30 მაისამდე ხელმძღვანელის რეკომენდაცია და თეზისები უნდა გამოგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: translation@tsu.ge (საკონტაქტო პირი: ეკატერინე ნავროზაშვილი).

 

კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება – 15 წუთი.
მსჯელობა – 5 წუთი.
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.
თეზისების გაფორმების წესი იხ. დანართში.

სრულად

ბრძანების N:

საუნივერსიტეტო სტარტაპების პროგრამა (CAREC University Startup Generator)

ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანაშრომლობის ორგანიზაციის (CAREC) მიერ შემუშავებული ციფრული სტრატეგიის თანახმად (CAREC Digital Strategy 2030) დაგეგმილია საუნივერსიტეტო სტარტაპების პროგრამის (CAREC University Startup Generator) განხორციელება 2023 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში.

აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს რეგიონში არსებული უნივერსიტეტების სტუდენტებს შორის თანამშრომლობისა და ჩართულობის წახალისებას და სტარტაპების ეკოსისტემის გაუმჯობესებას და განვითარებას. პროგრამა აგრეთვე გულისხმობს სამეწარმოეო მიდგომებისა და ინოვაციური აზროვნების ხელშეწყობას, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს ექნებათ საშუალება წარმოადგინონ სტარტაპ იდეები რეგიონში საუნივერსისტეტო დონეზე არსებული კონკურენციის პირობებში.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დანართში და ბმულზე: https://challenges.adb.org/en/challenges/carec-university-startup-generator-2 

სრულად

ბრძანების N:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების დასაფინანსებლად კონკურსის გამოცხადების და საბუთების მიღების ვადების დამტკიცების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

                                                      

N21/29 – 01

27.12.2022

ქ. თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების დასაფინანსებლად კონკურსის გამოცხადების და საბუთების მიღების ვადების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე–5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების დასაფინანსებლად კონკურსის პირობები და ჩატარების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების დასაფინანსებლად;

საკონკურსო დოკუმენტაციად განისაზღვროს:

ა) განცხადება  (დანართი №1)

ბ) სამეცნიერო კვლევითი პროექტის აღწერილობა;

გ) კვლევითი პროექტის ხარჯთაღრიცხვა;

დ)პროექტში მონაწილეთა CV;

ე) პროექტში მონაწილე სტუდენტთა ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ და სასწავლო ბარათი.

ვ) სტუდენტთა წერილობითი თანხმობა პროექტში მონაწილეობის შესახებ (დანართი №2)

საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენა განხორციელდეს 2023 წლის 18 იანვრიდან 2023 წლის 20 იანვრის ჩათვლით (მისამართი: თბილისი 0186, უნივერსიტეტის ქუჩა №2 (კორპუსი X) ოთახი № 307, ლალი  ჩიკვილაძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური).

წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

                       

ფაკულტეტის დეკანი,       პროფესორი  გიორგი ღაღანიძე

სრულად

ბრძანების N: 21/29 – 01

„ადამიანის უფლებათა დაცვა: საერთაშორისო და ეროვნული გამოცდილება“ - წიგნის პრეზენტაცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ეგიდით გამოცემული რიგით მეჩვიდმეტე ყოველწლიური კრებულის „ადამიანის უფლებათა დაცვა: საერთაშორისო და ეროვნული გამოცდილება“ პრეზენტაცია გაიმართა. კრებულის გამოცემის ინიციატორი და სამეცნიერო რედაქტორია თსუ-ს პროფესორი კონსტანტინე კორკელია. კრებულის პრეზენტაციას  აკადემიური წრეების, ასევე საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ. 
 

ადამიანის უფლებათა სფეროში სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარება ძალიან საინტერესოა, სწორედ ამ მიმართულებით წიგნის გამოცემა საკმაოდ მნიშვნელოვანია, განაცხადა კონსტანტინე კორკელიამ. მისი თქმით, ასეთი ცოდნის დაგროვება ხელს შეუწყობს საკანონმდებლო ბაზისა და სასამართლო და ადმინისტრაციული პრაქტიკის გაუმჯობესებას საქართველოში. წიგნში ასახულია საყურადღებო მოსაზრებები − როგორ უნდა გაუმჯობესდეს საქართველოს კანონმდებლობა და დაიხვეწოს პრაქტიკა. 


კრებულში თავმოყრილი სტატიები ეძღვნება ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა ნაფიც მსაჯულთა საქმეების წინასწარი გაშუქება მედიაში, სიცოცხლის ხელყოფისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევათა გამოძიება, ინფორმირებული თანხმობის გაცემის წესები; დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის გამოძიება; ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სამართალდამცავი ორგანოების მიერ; საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის გამოყენება აფხაზეთში; რელიგიური მოტივებით განპირობებული რწმენის გაცხადების თავისუფლება; ნაკლებად ლეტალური იარაღის გამოყენება სამართალდამცავ ორგანოებში; წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე ხელმისაწვდომობა, როგორც ადამიანის ძირითადი უფლება; სქესობრივი დანაშაულის საკანონმდებლო დეფინიციების ჰარმონიზება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან; არასრულწლოვანთა ქორწინების პრევენცია და სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების კონსტიტუციური უფლებით სარგებლობა.
 

თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თამარ ზარანდიამ და აღნიშნა, რომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სტუდენტებისა და დარგის სპეციალისტების ჩართულობა ამ მიმართულებით. 
 

თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, პროფესორ ირინე ქურდაძის თქმით, კრებული განკუთვნილია როგორც იურიდიული პროფესიების წარმომადგენლებისათვის, მათ შორის: მოსამართლეებისათვის, ადვოკატებისათვის, პროკურორებისა და ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომელთათვის, ისე ადამიანის უფლებათა საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის. 
 

კრებულის გამოცემა მხარდაჭერილია საქართველოში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ევროპის საბჭოს თბილისის ოფისის მიერ. 

 

სრულად

ბრძანების N:

უნივერსიტეტის ახალი რექტორი არჩეულია

მედიცინის ფაკულტეტი ულოცავს ბატონ ჯაბა სამუშიას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად არჩევას და წარმატებულ მოღვაწეობას უსურვებს!

სრულად

ბრძანების N:

საბაკალავრო ნაშრომის ჩაბარების, პლაგიატზე შემოწმების და დაცვის ვადები!
  •  საბაკალავრო ნაშრომის ჩაბარების ბოლო ვადად განისაზღვრა - 01 თებერვალი
  •  საბაკალავრო ნაშრომების დაცვა - 9-14 თებერვალი
  •  პლაგიატის პროგრამაზე ნაშრომები უნდა შემოწმდეს ჩაბარებამდე (1 თებერვლამდე).

საბაკალავრო პროგრამების დამამთავრებელი კურსის სტუდენტები მიმდინარე სემესტრში ვალდებულნი არიან პროგრამა Turnitin-ის გამოყენებით შეამოწმონ საკუთარი საბაკალავრო ნაშრომები პლაგიატზე.

Turnitin-ის პროგრამით ნაშრომის პლაგიატზე შემოწმების დეტალური ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ  აქ .
 
საბაკალავრო ნაშრომების ატვირთვის თარიღი 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის:
2023 წლის 31 იანვარი, 23.59 სთ.-მდე

სრულად

ბრძანების N:

მესიჯების კონკურსი (შედეგები)

ძვირფასო მეგობრებო,
მესიჯების ავტორებო, პედაგოგებო და მშობლებო,
დასრულდა ჩვენს მიერ შემოთავაზებული, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის დღისადმი მიძღვნილი პროექტი, რომელიც გულისხმობდა მოსწავლის მიერ მოკლე ტექსტური შეტყობინების შედგენას ადამიანის უფლებათა დასაცავად.
ძალიან გაგვახარა იმან, რომ ამ წინადადებას 120-ზე მეტი სხვადასხვა ასაკის მოსწავლე გამოეხმაურა. ჩვენ შევარჩიეთ 10 საუკეთესო, რომლებსაც, დაპირებისამებრ, ვაქვეყნებთ.
1. კესო ჭიჭინაძე | რუსთავი-ს  N:5 საჯარო სკოლა |
 "მოდი ყველამ ჩვენს გვერდით მდგომი ადამიანის უფლება დავიცვათ".
2. მარიამ შარაშენიძე | სსიპ ზესტაფონის სოფელ კვალითის საჯარო სკოლა | XI კლასი 
"დედამიწაზე მცხოვრებო ადამიანებო! განურჩევლად ეროვნებისა ,აღმსარებლობისა  დავიცვათ ადამიანის უფლებები. თითოეული ადამიანის   წვლილი უფლებების დაცვაში მნიშვნელოვანია მსოფლიო მშვიდობისათვის .მდგრადი მიზნების განხორციელებისათვის".
3. მარიამ ბაკურაძე | პატარა მეჯვრისხევის საჯარო სკოლა |  IX კლასი
"ჩვენ,ბავშვებს,გვაქვს უფლებები,ჩვენ გვიცავს სახელმწიფო!არავინ  გაბედოს ჩვენი უფლებების დარღვევა,ხელები შორს ბავშვზე ძალადობისგან"!
4. ბარბარე უგრეხელიძე |ქ.ფოთის N2 საჯარო სკოლა | XI კლასი
"ჩვენმა წინაპრებმა შეძლეს მთავარი: დასძლიეს შიში, შეგვიქმნეს, სრულყოფილად გაწერილი, უფლებები. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია გავაგრძელოთ მათი საქმიანობა: “დავიცვათ ჩვენი უფლებები!”.
5. ელენე ხურციძე | სსიპ ქალაქ ფოთის N8 საჯარო სკოლა | IX კლასი
"ადამიანს გააჩნია თავისი უფლებები, მოგმართავთ უფლებათა დამცველებს რომ დაეხმაროთ ადამიანებს თავისი ღირსებისა და თავისუფლების შენარჩუნებაში. ეს თქვენი მოვალეობაა".
6. თიკო დანელია | სსიპ ქალაქ ფოთის N8 საჯარო სკოლა | IX კლასი
"ადამიანის სიცოცხლის, თავისუფლების, პატივისა და ღირსების ხელშეუხლებლობა უპირველესი მოვალეობაა. უფლებათა დამცველებო,  შეასრულეთ  თქვენი უპირველესი მოვალეობა, დაიცავით თითოეული   ჩვენთაგანის უფლება"!               
7. შენგელია თამარი | ქალაქ ფოთის ილია ჭავჭავიძის სახელობის  N5 საჯარო სკოლა | VII კლასი

"მე გოგო ვარ! მაქვს უფლება ავარჩიო პროფესია ჩემი სურვილით.არავინ დამიდგინოს ,რომ ,,არ უხდება ქალს“ და არ შემეფერება ეს პროფესია"!
8. ანი ავეტისოვა | ტყიბულის მუნიციპალიტეტი, გელათის საჯარო სკოლა | 8 წლის
"მე მინდა, რომ ბავშვები არ იღუპებოდნენ ომში. მინდა ადამიანებმა დაიცვან ერთმანეთის უფლებები და დაცული ვიქნებით ჩვენც". 
9. ნიკოლოზ გიორგაძე | სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლა | VIII კლასი
"არ შევეგუოთ ძალადობას 
როგორ მინდა მოვიფიქრო ისეთი კანონზომიერება მშვიდობისმყოფელობასა და ჰუმანიზმზე, რომ დამკვიდრდეს საყოველთაო თავისუფლებასა  და პატივისცემაზე აგებული ურთიერთობები".

10. ნინი უბირია | ფოთის ნიკო ნიკოლაძის სახელობის N2 საჯარო სკოლა | XI კლასი
"დუმილი ვერასდროს ვერ დაგიცავს. ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ თუნდაც ერთი ადამიანის უფლებების დაცვით შეგიძლია სამყარო შეცვალო".

დაგეგმილი გვაქვს შერჩეული მესიჯების ბროშურის სახით გამოცემა. რაც შეეხება კონფერენციას, ეპიდემიის გამო, თსუ-ში მოსწავლეების მოწვევა შეუძლებელი გახდა.
შეხვედრა ჩატარდება 2023 წლის 20-25 იანვრის პერიოდში. მონაწილეებს მეტად დაზუსტებული ინფორმაცია გეცნობებათ მოგვიანებით.
იმედი გვაქვს, რომ ამ პროექტის ყველა მონაწილემ უკეთ გაიაზრა ადამიანის უფლებათა დაცვის უდიდესი ჰუმანური მნიშვნელობა და სათანადოდ დააფასა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ცივილიზაციური მნიშვნელობა.
მადლობას გიხდით მონაწილეობისათვის, განსაკუთრებული მადლობა იმ მასწავლებლებს, რომლებიც მესიჯების მოწოდებში თავიანთ მოსწავლეებს დაეხმარნენ.

თსუ საბავშვო უნივერსიტეტი

სრულად

ბრძანების N:

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2022 წლის 7 დეკემბრის №32291/10,  №32308/10 და №32330/10 წერილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 12 დეკემბრის №21 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ისინი ჩამოყალიბდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით:


ა) III ნაწილის „ა“ პუნქტის 79-ე ქვეპუნქტით №79 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ტურიზმი“ (დანართი №79);
ბ) III ნაწილის „ბ“ პუნქტის 832 ქვეპუნქტით №289 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლუმიერის უნივერსიტეტის  - ლიონ 2 (საფრანგეთი) ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა „ტურიზმი““ (დანართი №289);
გ) III ნაწილის „გ“ პუნქტის 86-ე ქვეპუნქტით №86 დანართად  დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი” (დანართი №86).


2. შევიდეს ცვლილება „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში და დადგენილების 835 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„835.  ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა საჯარო მმართველობაში (დანართი 311);“.


3. შევიდეს ცვლილებები აკრედიტაციის მიზნით „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ისინი ჩამოყალიბდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით:


ა) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 126-ე ქვეპუნქტით №126 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „რუსული ფილოლოგია“ (დანართი №126);   
ბ) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 135-ე ქვეპუნქტით №135 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „რუსული ფილოლოგია (რუსულენოვანი)“ (დანართი №135);   
გ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 158-ე ქვეპუნქტით №158 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „სლავური ფილოლოგია“ (დანართი №158);   
დ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 159-ე ქვეპუნქტით №159 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „თარგმანის თეორია და მთარგმნელობითი პრაქტიკა“ (დანართი №159);   
ე) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 178-ე ქვეპუნქტით №178 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „სლავური ფილოლოგია (რუსულენოვანი)“ (დანართი №178).


4. შევიდეს ცვლილება „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების VII ნაწილის „ზ“ პუნქტით №299 დანართად დამტკიცებულ პროგრამაში  „მულტილინგვური განათლება - დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო  პროგრამა“ და იგი ჩამოყალიბდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით (დანართი №299).


5. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
6. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
7. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


 
პროფესორი ჯაბა სამუშია
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე   

სრულად

ბრძანების N: 116/2022

სამეცნიერო კონფერენცია "ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა აქტუალური პრობლემები 2022"

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა აქტუალური პრობლემები განიხილეს დარგის სპეციალისტებმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე. 
 

ღონისძიების მიზანი ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა სფეროში განხორციელებული კვლევების შედეგების თავმოყრა და გაზიარება, ქართველ მეცნიერებს შორის მჭიდრო სამეცნიერო კავშირების სტიმულირება და ინტერდისციპლინური კვლევების ხელშეწყობა იყო.


კონფერენცია, რომელიც ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა, ფსიქოლოგ ნანა სუმბაძის ხსოვნას მიეძღვნა. 

 

ღონისძიებაზე იმუშავეს სხვადასხვა სექციებში: ფსიქოლოგია, თეორია და მეთოდოლოგიური პრობლემები, ემპირიული კვლევები ფსიქოლოგიაში, განათლების მეცნიერებები, თეორია  და მეთოდოლოგიური პრობლემები, ემპირიული კვლევები განათლების მეცნიერებებში.

სრულად

ბრძანების N:

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება 2022–2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საბაკალავრო ნაშრომების დაცვის ვადებისა და კომისიების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 21–ე მუხლის მე–6 პუნქტისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2020 წლის 13 თებერვლის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საბაკალავრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“ საფუძველზე ვბრძანებ:

  1. დამტკიცდეს  2022–2023  სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრში საბაკალავრო ნაშრომების  დაცვის   განრიგი და დაცვის კომისიების შემადგენლობა:

        

  1. შეიქმნას 2022–2023  სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრში საბაკალავრო   ნაშრომების დაცვის კომისიები  შემდეგი შემადგენლობით:

საბაკალავრო  პროგრამა ,,სოციალური მუშაობა“-  14 თებერვალი, 10:00 სთ

  • სალომე ნამიჭეიშვილი - ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე’
  • ნათელა ფარცხალაძე - მდივანი, ასოც. პროფესორი;
  • თამარ მახარაძე-ასოცირებული პროფესორი;
  • ნინო შატბერაშვილი-ასოცირებული პროფესორი;
  • ზურაბ ტატანაშვილი-მოწვეული პედაგოგი.

საბაკალავრო პროგრამა „მსოფლიოს სოციალურ-პოლიტიკური და ტურიზმის გეოგრაფია’’-   13 თებერვალი, თებერვალი, 11:00 სთ

  • გიორგი გოგსაძე-კომისიის თავმჯდომარე, პროფესორი;
  • ნინო პავლიაშვილი- ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი;
  • იოსებ სალუქვაძე-პროფესორი;
  • თამარ დოლბაია - ასოცირებული პროფესორი;
  • გიორგი კვინიკაძე-ასოცირებული პროფესორი;

საბაკალავრო პროგრამა „ჟურნალისტიკა“ და ,, ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია“ (რუსულენოვანი კომპონენტებით) - 10 თებერვალი, 11:00 სთ

  • მანანა შამილიშვილი-  პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
  • მარი წერეთელი-მდივანი, ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი;
  • ხათუნა მაისაშვილი-ასოცირებული პროფესორი;
  • ნინო ჭალაგანიძე- ასოცირებული პროფესორი;
  • ნათია კუპრაშვილი-ასოცირებული პროფესორი;

საბაკალავრო პროგრამა ,,სოციოლოგია “-  9 თებერვალი, 11:00 სთ

  • ამირან ბერძენიშვილი- პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
  • შორენა თურქიაშვილი - ასისტენტ პროფესორი, მდივანი;
  • კახა ქეცბაია -ასოცირებული პროფესორი;
  • ნინო დურგლიშვილი-ასოცირებული პროფესორი;
  • ლელა გაფრინდაშვილი-ასოცირებული პროფესორი;

საბაკალავრო პროგრამა ,,პოლიტიკის მეცნიერება’’- 10 თებერვალი, 11:00 სთ

  • ზვიად აბაშიძე -ასოცირებული პროფესორი; კომისიის თავმჯდომარე
  • გიორგი მელიქიძე - ასისტენტ პროფესორი; კომისიის მდივანი;     
  • სალომე დუნდუა -ასოცირებული პროფესორი;
  • ვალერიან დოლიძე - ასოცირებული პროფესორი;
  • ვლადიმერ ნაფეტვარიძე - ასისტენტ პროფესორი;

საბაკალავრო პროგრამა „საერთაშორისო ურთიერთობები“ – 9 თებერვალი, 11 სთ.

  • ზურაბ დავითაშვილი - პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
  • ფიქრია ასანიშვილი - ასოცირებული პროფესორი, მდივანი;
  • კონსტანტინე შუბითიძე -ასოცირებული პროფესორი;

3. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ  პირთათვის ბრძანების გაცნობა .

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

 

დეკანი ასოცირებული პროფესორი, სალომე დუნდუა

სრულად

ბრძანების N: 68/30

დასაქმების ფორუმი 2022

21 დეკემბერს, 13:00-დან 17:00 საათამდე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში, სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმი. დასწრება შეუძლია თსუ-ს ნებისმიერ სტუდენტს. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.

 

შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ფეისბუკ გვერდზე - TSU Career Development Center/თსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრი                                   

 

 

 

სრულად

ბრძანების N:

სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული სტუდენტების/მსმენელების სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ 

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ”, ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტების, ,,პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონის“ 23-ე მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე¬16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,ო“ და ,,პ” ქვეპუნქტების პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2022 წლის 13 დეკემბრის N32898/10 წერილის საფუძველზე, , 


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 

1. დამტკიცდეს ,,სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული სტუდენტების/მსმენელების სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესი“ (დანართი N1), ,,სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული სტუდენტების/მსმენელების სტუდენტური პროექტის პროფესიული/საგანმანათლებლო/სპორტული/კულტურული განაცხადის წარმოდგენის ფორმა“ (დანართი N2), ,,სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული სტუდენტების/მსმენელების სტუდენტური პროექტის სამოქმედო გეგმის ფორმა“ (დანართი N3), ,,სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული სტუდენტების/მსმენელების სტუდენტური პროექტის ბიუჯეტის ფორმა“ (დანართი N4), ,,სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული სტუდენტების/მსმენელების სტუდენტური პროექტის განაცხადის შეფასების ფორმა“ (დანართი N 5). 
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერისტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 

3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას. 

4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე. 

5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე -ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64. 


 ადმინისტრაციის ხელმძღვანელი      ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 263/02-01

ვახტანგ

1966 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1968 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ  მოღვაწეობას ამავე უნივერსიტეტის ახალი ქართული ენის  კათედრაზე, 2006 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი. 2006 წლიდან – სა­ქართველოს გა­ნათ­ლე­ბისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსე­ბუ­ლი ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა საექსპერტო კომისიის წევრი; მისი კვლე­ვის სფერო იყო ძველი და ახალი ქართული ენა, უცხოეთის სამეცნიერო ცენტრებში და­ცუ­ლი უძველესი ქართული ხელნაწერებისა და გამოჩენილ ­ქართველ საზოგადო მოღვაწეთა ეპის­ტო­ლუ­რი მემკვიდრეობა; ამ მიზნით შეისწავლა ავსტრიაში, გრაცის უნივერსიტეტისა და ვენის ნაციონალური ბლიოთეკების ძველი ქართული ხელნაწერები და ავსტრიის მეცნიერის, ჰუგო შუხარდტის არქივის ქართული მასალები. გრაცში დამუშავებული მასალები საფუძვლად დაედო ნაშრომს "უძველესი ქართული ხელნაწერები ავსტრიაში",  რომელშიც იმავე წელს მი­ე­ნი­ჭა ივ. ჯა­ვა­ხი­შვი­ლის სახელობის საუნივერსიტეტო პრემია; ნაშრომს "ზმნა ძველ ქართულში" (ტ. 1–2, მაინის ფრანკფურტი, 1996)   შვეიცარიაში იოლანდა მარშევთან ერთად გამოსაცემად მოამზადა ვრცელი "გერმანულ-ქართული ლექსიკონი", რომელიც გერმანიაში დაიბეჭდა (1999); მისი შრომები იბეჭ­დე­ბო­და საზღვარგარეთ (ავსტრია, ნიდერლანდი, გერმანია, ბელგია); კითხულობდა ლექციებს ქართული ენისა და ლიტერატურის შე­სა­ხებ ვენის, მაინის ფრანკფურტის, ბერნისა და სხვ. უნივერსიტეტებში.

ბიბლიოგრაფია

სრულად

ბრძანების N: 1939

ლევან

1971 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. მისი საკანდიდატო დისერტაციის თემა იყო „ კავკასიური თემატიკა გაზეთ „კაუკაზიშე პოსტის“ ფურცლებზე (1906-1914)’’, რომელიც 2005 წელს დაიცვა.

1978-1986 წლებში ის  იყო ჟურნალ "კრიტიკის" პასუხისმგებელი მდივანი; 1990-1991წწ კი იმავე  ჟურნალის რედაქტორის მოადგილე; 1989-1990წწ. გაზეთ "მამულის" რედაქტორის მოადგილე; 1998-2000წწ. კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის "კავკასიური სახლის" უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 2000 წლიდან არის ამავე ინსტიტუტის განყოფილების გამგე;  2003 წლიდან "გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალის" სწავლული მდივანი; 2006 წლიდან ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.

ბიბლიოგრაფია

სრულად

ბრძანების N: 1947

ნათია

1988-1993 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტზე, 2004-2006 წლებში კი გახდა ამავე უნივერსიტეტის სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრი. 2003-2006 ბავშვთა (-16 წლის) აღმზრდელი, ფსიქოლოგი; თბილისის N1 ბავშვთა სახლი;  2008-2010წწ.  კლინიკური ასისტენტი ქიმიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულ პირთა ღია დაწესებულების ფსიქიატრიული განყოფილებაში,  ბელვიუ ჰოსპიტალი; 2010-2017წწ. მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი „მენტალვიტა“ს ფსიქოთერაპევტი, 2010წ. ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის „კამარას“ დამფუძნებელი და თერაპიის პროგრამის ხელმძღვანელი. 2018წ.  მიწვეული ლექტორი „ემორის“ სამედიცინო სკოლის დიპლომირებულ მედიკოსთა ამერიკული პროგრამისთვის. 2019წ.  კავკასიის უნივერსიტეტთან ასოცირებული პროფესორი.

ნათია ფანჯიკიძე აქტიურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებში, გამოქვეყნებული აქვს ასევე არაერთი პუბლიკაცია.

2014 – 2019 წლების განმავლობაში ნათია ფანჯიკიძემ ჩაატარა 30-მდე საჯარო ლექცია სხვადასხვა ორგანიზაციის მიწვევით.

ბიბლიოგრაფია

სრულად

ბრძანების N: 1971

რევაზ

1947 წელს სწავლა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1956 წელს. 1960 წელს მუშაობა დაიწყო საბავშვო გამომცემლობა “ნაკადულში”.

1966 წელს გადავიდა კინოსტუდია “ქართულ ფილმში” სასცენარო განყოფილებაში, 1985-1988 წლებში მუშაობდა მწერალთა კავშირის მდივნად. 1989 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე (1991) მუშაობდა ჟურნალ “დილის” რედაქტორად.

რევაზ ინანიშვილის პირველი მოთხრობა დაიბეჭდა 1950 წელს. პირველი წიგნი გამოვიდა 1953 წელს. 1977 წელს წიგნისათვის “შორი თეთრი მწვერვალი” მიენიჭა რუსთაველის სახეობის პრემია. 1980 წელს კინოფილმმა – “ქვიშანი დარჩებიან” სცენარისთვის, მინისტრთა საბჭოს პრემია “ხუთწლედის მატიანე” მიენიჭა.

გამოცემული აქვს მრავალი წიგნი. მისი სცენარების მიხედვით, გადაღებულია ფილმები: “ნატვრის ხე” ლეონიძის მოთხრობის მოხედვით, “ქვიშანი დაერჩებიან”, “არდადეგები”, “დედუნა” “ჩირიკი და ჩიკოტელა” “კაცები“ ;

მისი ნოველები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, გერმანულ, ბულგარულ, სომხურ ენებზე.

ბიბლიოგრაფია

სრულად

ბრძანების N: 1926

აკადემიკოს შალვა ნუცუბიძის დაბადებიდან 134-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ღონისძიება

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის ს/ს ინსტიტუტი ა.წ. 14 დეკემბერს, 11:00 საათზე  აწყობს აკადემიკოს შალვა  ნუცუბიძის მონოგრაფიის  −   „შუა საუკენეების  ფილოსოფიის’’ პრეზენტაცია-განხილვას, რომელიც ეძღვნება თსუ-ს ერთ-ერთი დამფუძნებლის, გამოჩენილი ფილოსოფოსისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს შალვა ნუცუბიძის დაბადებიდან 134-ე  წლისთავს. 

იხ. მოსაწვევი.

 

სრულად

ბრძანების N:

საბაკალავრო ნაშრომის ჩაბარებისა და დაცვის ვადები

   საბაკალავრო ნაშრომის ჩაბარების ბოლო ვადად განისაზღვრა - 13 იანვარი.

 

    საბაკალავრო ნაშრომების დაცვა - 7-11 თებერვალი.

 

   პლაგიატის პროგრამაზე ნაშრომები უნდა შემოწმდეს ჩაბარებამდე (13 იანვრამდე).

 

სრულად

ბრძანების N: