Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2023 წლის 18 ივლისის №19821/10, 2023 წლის 20 ივლისის №20141/10,  2023 წლის 21 ივლისის №20266/10, №20281/10, №20282/10, №20268/10 წერილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 24 ივლისის №12 სხდომის ოქმის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ისინი ჩამოყალიბდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით:


ა) I ნაწილის „ა“ პუნქტის პირველი ქვეპუნქტით №1 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „კომპიუტერული მეცნიერება“ (დანართი №1);
ბ) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-2 ქვეპუნქტით №2 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „მათემატიკა“ (დანართი №2);
გ) I ნაწილის „ა“ პუნქტის 82 ქვეპუნქტით №191 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „კომპიუტერული მეცნიერება (ქართულ–ფრანგული)“ (დანართი №191);
დ) I ნაწილის „ა“ პუნქტის 87 ქვეპუნქტით №293 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისურენოვანი)“ (დანართი №293);
ე) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-9 ქვეპუნქტით №9 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  “კომპიუტერული მეცნიერება“ (დანართი №9);
ვ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-12 ქვეპუნქტით №12 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  “მათემატიკა“ (დანართი №12);
ზ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-13 ქვეპუნქტით №13 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  “გამოყენებითი მათემატიკა“ (დანართი №13);
თ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-16 ქვეპუნქტით №16 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  “ქიმია“ (დანართი №16);
ი) I ნაწილის „გ“ პუნქტის 25-ე ქვეპუნქტით №25 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა  „მათემატიკა“ (დანართი №25);
კ) II ნაწილის „დ“ პუნქტის 7610 ქვეპუნქტით №269 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა  „ორგანიზაციული და პერსონალური განვითარება“ (დანართი №269);
ლ) III ნაწილის „ა“ პუნქტის 77-ე ქვეპუნქტით №77 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ეკონომიკა“ (დანართი №77);
მ) III ნაწილის „ა“ პუნქტის 78-ე ქვეპუნქტით №78 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ბიზნესის ადმინისტრირება“ (დანართი №78);
ნ) III ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-80 ქვეპუნქტით №80 დანართად  დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ეკონომიკა” (დანართი №80);
ო) III ნაწილის „ბ“ პუნქტის 81-ე ქვეპუნქტით №81 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ბიზნესის ადმინისტრირება“ (დანართი №81);
პ) III ნაწილის „ბ“ პუნქტის 833 ქვეპუნქტით №302 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ადამიანური რესურსების მართვა” (დანართი №302);
ჟ) III ნაწილის „ბ“ პუნქტის 834 ქვეპუნქტით №306 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „სამაგისტრო პროგრამა ფინანსებში (ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა)“ (დანართი №306).
რ) III ნაწილის „გ“ პუნქტის 84-ე ქვეპუნქტით №84 დანართად  დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „ეკონომიკა” (დანართი №84).
ს) III ნაწილის „ა“ პუნქტის 791 ქვეპუნქტით №274 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „საბაკალავრო პროგრამა ეკონომიკაში (ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა)“ (დანართი №274);
ტ) III ნაწილის „ბ“ პუნქტის 82-ე  ქვეპუნქტით №82 დანართად  დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „სამაგისტრო პროგრამა ეკონომიკაში (ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა)” (დანართი №82);
უ) IV ნაწილის „ბ“ პუნქტის 911 ქვეპუნქტით №207 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „მიგრაციის მართვა“ (დანართი №207);
ფ) IV ნაწილის „დ“ პუნქტის 922 ქვეპუნქტით №253 დანართად დამტკიცებული ინტერფაკულტეტური პროგრამა „სამაგისტრო პროგრამა ევროპისმცოდნეობა“ (დანართი №253);
ქ) IV ნაწილის „დ“ პუნქტის 923 ქვეპუნქტით №307 დანართად დამტკიცებული ინტერფაკულტეტური პროგრამა „ჟან მონეს საბაკალავრო პროგრამა ევროპისმცოდნეობა“ (დანართი №307);
ღ) V ნაწილის „ბ“ პუნქტის 94-ე ქვეპუნქტით №94 დანართად დამტკიცებული ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა „მედიცინა“  (დანართი №94);
ყ) V ნაწილის „ბ“ პუნქტის 96-ე ქვეპუნქტით №96 დანართად დამტკიცებული ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა „მედიცინა (ინგლისურენოვანი)“  (დანართი №96).


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე   

სრულად

ბრძანების N: 75/2023

მარტინ ჰეგერისათვის  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის 2023 წლის 20 ივლისის №20154/31-05 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 24 ივლისის №12 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისათვის, უნივერსიტეტის სტუდენტების, აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობასა და უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციაში შეტანილი წვლილისათვის პროფესორ დოქტორ მარტინ ჰეგერს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.


2. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე   

სრულად

ბრძანების N: 77/2023

კრისტიან ფონ კოელნისათვის  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის 2023 წლის 20 ივლისის №20154/31-05 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 24 ივლისის №12 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ათწლიანი აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, სამაგისტრო პროგრამა LL.M zu Köln-ის მუდმივი მხარდაჭერის, უნივერსიტეტის სტუდენტების, აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობასა და უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციაში შეტანილი წვლილისათვის პროფესორ დოქტორ კრისტიან ფონ კოელნს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.


2. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე   

სრულად

ბრძანების N: 79/2023

2023-2024 წლის სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები გამოცდის ფორმატი

2023-2024 სასწავლო წელს იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურაზე მისაღები კონტიგენტი

 

სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე - 150 ადგილი;

საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე -  30 ადგილი.

 

2023-2024 სასწავლო წლის  სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები გამოცდის ფორმატი

 

უცხო ენის გამოცდის ხანგრძლივობა 3სთ.

 

კერძო სამართლის მიმართულებით:

 

ორი თეორიული საკითხი მატერიალური სამართლიდან (თითოეული საკითხი შეფასდება 30 ქულით) და ერთი კაზუსი სამოქალაქო საპროცესო სამართლიდან (შეფასდება 40 ქულით).

 

სისხლის სამართლის მიმართულებით:

 

ორი თეორიული საკითხი (ერთი სისხლის სამართლის ზოგადი და ერთი სისხლის სამართლის კერძო ნაწილიდან, თითოეული საკითხი შეფასდება 30 ქულით) და ორი კაზუსი სისხლის სამართლის პროცესიდან (თითოეული კაზუსი შეფასდება 20 ქულით).

 

შენიშვნა: სისხლის სამართლის მიმართულებით ნორმატიული მასალის გამოყენება დაიშვება მხოლოდ კაზუსზე - სისხლის სამართლის კოდექსი არ გამოიყენება თეორიული საკითხების წერისას. ასევე არ გამოიყენება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი კაზუსების ამოსხნისას.

 

საჯარო სამართლის მიმართულებით:

 

ერთი კაზუსი კონსტიტუციური სამართლიდან (შეფასდება 50 ქულით) და ერთი კაზუსი ადმინისტრაციული სამართლიდან (შეფასდება 50 ქულით).

 

საერთაშორისო სამართლის მიმართულებით:

 

ოთხი თეორიულ-ანალიტიკური საკითხი(თითოეული ფასდება 25 ქულით), რომელიც მოითხოვს მის განმარტებასა და ანალიზს. საკითხი უნდა იყოს განხილული მაქსიმალურად ამომწურავად, მაგრამ ლაკონურად. საკითხის განხილვისას საჭიროა საკითხთან დაკავშირებული წყაროების ამომწურავი მითითება და ანალიზი. მსჯელობისას უნდა იყოს განხილული შესაძლო მაგალითები საქართველოს პრაქტიკიდან. შეფასებისას გათვალისწინებული იქნება წერის კულტურა (ნაწერის წაკითხვა სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს კალიგრაფიისა და სხვა მიზეზების გამო) და აკადემიური წერის ნორმების ცოდნა.

 

2023-2024 წლის სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები გამოცდის მოსამზადებელი საკითხები

  1. კერძო სამართალი
  2. სისხლის სამართალი
  3. საჯარო სამართალი
  4. საერთაშორისო  სამართალი
სრულად

ბრძანების N:

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის წარმომადგენლების შეხვედრა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანთან

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ, ა.წ. 13 ივლისს, მიიღო ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის კოორდინატორი, დოქტორი, ქალბატონი ევა ბერტრანი.

 

საუბარი შეეხო ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ფრანგულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით მიმდინარე პროექტებს და თანამშრომლობის პერსპექტივებს.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ თსუ ტურიზმის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი იოსებ ხელაშვილი და ფაკულტეტის სამეცნიერო სამსახურის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი მერაბ ხოხობაია.

 

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი არის საფრანგეთისა და საქართველოს მთავრობების მიერ 2016 წელს ინიცირებული პროექტი, რომლის მიზანია მაღალი დონის სწავლების განვითარება საქართველოში, რომელიც დააკმაყოფილებს საქართველოს ეკონომიკის სტრატეგიული სექტორების (ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, კომპიუტერული მეცნიერებები და ა.შ.) მოთხოვნებს. ეს ყოველივე ემყარება საფრანგეთსა და საქართველოს შორის აღნიშნულ სფეროებში გამოცდილების გაზიარებას.

 

სრულად

ბრძანების N:

ჯაბა სამუშიამ გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს დელეგაციას უმასპინძლა

 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა,  აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანს იენს ბრანდერბურგს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მუდმივ წარმომადგენელს ტანია ჰუტს და  გერმანული სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოების (DFG) წარმომადგენლებს უმასპინძლა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა უმაღლესი განათლების პოლიტიკაზე, საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული საგანმანათლებლო კავშირების განვითარებაზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე, ასევე, უმაღლესი განათლების მენეჯმენტის გამოწვევებზე ისაუბრეს.

 

ჯაბა სამუშიამ დელეგაციის წარმომადგენლებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გერმანულ ინსტიტუციებს შორის ერთობლივად  განხორციელებული პროექტების, ასევე ქართველი მეცნიერების, სტუდენტების მონაწილეობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი ისეთ პროექტებში, როგორიცაა იულიხის კვლევით ცენტრთან თანამშრომლობა,  DAAD-ის პროგრამები, ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი და ა.შ.  „ყველა მიმართულებით გვაქვს ინტენსიური თანამშრომლობა. უნივერსიტეტის ასეთი ლიდერობა გასაგებია, ვინაიდან მის შემადგენლობაშია სტრატეგიული კვლევითი ინსტიტუტები. ეს იქნება მთავარი ხაზი, რომ ჩვენ მოვახდინოთ ახალი, ევროპული, თანამედროვე სისტემების ტრანსფერი, მათ შორის, მაქს პლანკის სისტემის შემოღება“, - აღნიშნა შეხვედრაზე რექტორმა.  

 

დღესდღეობით, არსებობს 113 კვლევითი კოოპერაცია საქართველოსა და გერმანიის ფედერაციას შორის და აქედან, ყველაზე მეტი პროექტი აქვს თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტს.  ეს თანამშრომლობა ეხება ისეთ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის კაშხლების უსაფრთხოება, კლიმატის ცვლილებები და მასთან ბრძოლა, ბიომრავალფეროვნება, პროფესიული განათლების სფერო.

 

გერმანულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა,  კიდევ უფრო გაღრმავდეს სამეცნიერო თანამშრომლობა საქართველოსა და გერმანიას შორის და ქართული სამეცნიერო სივრცე მეტად დაუახლოვდეს ევროპულს.

 

„ჩვენ ქვეყნებს უკვე აკავშირებს თანამშრომლობა და გვინდა, უფრო ინტენსიური გავხადოთ ეს ურთიერთობები საქართველოსა და გერმანიას შორის, და საქართველოსა და ევროპას შორის.  ასევე გვსურს, კიდევ უფრო  გავაღრმავოთ თანამშრომლობა კვლევის მიმართულებით და მივეხმაროთ საქართველოს,  ევროპულ სამეცნიერო სივრცესთან დაახლოებაში. ჩვენ სამინისტროს აქვს ინსტრუმენტები, რომლითაც მხარს დაუჭერს თქვენს ქვეყანას. ეს არის ჩარჩო პროექტები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან, რომლის ერთ-ერთი მთავარი წევრიცაა საქართველო,“-განაცხადა  გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანმა იენს ბრანდერბურგმა.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა საუნივერსიტეტო საზოგადოების დაახლოების ერთობლივი პროექტის განხორციელების სურვილი გამოთქვეს, რაც გულისხმობს პერსონალის გაცლას, გერმანულ უნივერსიტეტებში და პირიქით. ეს  ხელს შეუწყობს ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას, სასწავლო პროგრამების ტრანსფერს და ქართული და გერმანული  საუნივერსიტეტო საზოგადოების ერთმანეთთან დაკავშირებას. 

 

სრულად

ბრძანების N:

ახალგაზრდა მეცნიერთა ინტერდისციპლინური V საერთაშორისო სიმპოზიუმი თსუ-ში

                                                                                   

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, ახალგაზრდა მეცნიერთა ინტერდისციპლინური V საერთაშორისო სიმპოზიუმი გახსნა, რომელშიც 70-მდე ახალგაზრდა მეცნიერი მონაწილეობს, როგორც საქართველოდან, ასევე აშშ-დან, პოლონეთიდან, უნგრეთიდან, თურქეთიდან, ჩინეთიდან.

 

ჯაბა სამუშიამ სიმპოზიუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მსგავს ღონისძიებებში ახალგაზრდა მკვლევრების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.  „სწორედ ასეთ ღონისძიებებზე იბადება ხოლმე ის დიდი იდეები, რომელიც შემდგომ გარდაიქმნება ძალიან მნიშვნელოვან შრომებად და მონოგრაფიებად. ასეთ კონფერენციებზე ვუზიარებთ ხოლმე ერთმანეთს სხვადასხვა მოსაზრებებს, ეს არის მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა. ნებისმიერი მეცნიერი, რომელსაც ჰუმანიტარულ მეცნიერებებში წვლილი აქვს შეტანილი, სწორედ ასეთი შეხვედრების დროს აყალიბებდა თავიანთ უმნიშვნელოვანეს იდეებს“, -აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

 

„თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტრადიცია დაამკვიდრა ჩვენს აკადემიურ სივრცეში, ჩვენ უკვე მეხუთედ ვმასპინძლობთ სიმპოზიუმს, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ჰუმანიტარული მეცნიერებების განვითარებას არა მხოლოდ თსუ-ში, არამედ ჩვენს ქვეყანაში და მის საზღვრებს გარეთაც, ერთმანეთთან დააკავშიროს ახალგაზრდა მეცნიერები, რაც მომავალში პროფესიული ურთიერთობების კარგი საწინდარი იქნება“,- განაცხადა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა. მისი თქმით,  სიმპოზიუმი ხელს შეუწყობს ინტერდისციპლინურ კვლევათა წარმოჩენას, კვლევის თანამედროვე მეთოდებისა და თეორიული მიდგომების ურთიერთგაზიარებას, ქართველოლოგიის პოპულარიზაციას და ინტერნაციონალიზაციას, ახალგაზრდა და გამოცდილ მკვლევართა შორის კონტაქტების დამყარებას.

 

კონფერენცია 9 ივლისამდე გაგრძელდება. სიმპოზიუმის მოწვეული მომხსენებლები არიან ლიუბლიანას უნივერსიტეტის (სლოვენია) კულტურის კვლევების პროფესორი – დოქტორი მიტია ველიკონია,  გოტინგენის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის თანამედროვე ისტორიის  პროფ. სვეტლანა სუვეიკა და ნორდის უნივერსიტეტის  მსოფლიო ისტორიის პროფესორი – ფრენკ ჯეიკობი   (ნორვეგია).

 

ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელის სტივენ ჯონსის თქმით, საქართველო და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის იყო და არის ინტერდისციპლინური ლაბორატორია. როგორც მან აღნიშნა, კონფერენციის მონაწილეების მიერ მიერ წარმოდგენილი ნაშრომები ძალიან საინტერესოა, მისი თქმით, სიმპოზიუმის ფარგლებში დაგეგმილი ლექციებიდან და დისკუსიებიდან ახალგაზრდა მეცნიერები ძალიან ბევრ ახალ და საინტერესო ინფორმაციას მიიღებენ და ბევრს ისწავლიან.        

 

ახალგაზრდა მეცნიერთა V საერთაშორისო სიმპოზიუმის  ძირითადი მიმართულებაა კულტურის კვლევები. ამ შედარებით ახალგაზრდა დარგს, რომელიც  სათავეს გასული საუკუნის შუა ხანებიდან იღებს, თსუ-ში უკვე რამდენიმე ათწლეულის ისტორია აქვს. ისევე, როგორც სხვა საუნივერსიტეტო სივრცეებში, მისი კვლევის მთავარ ობიექტად იქცა ქვეყნისა და რეგიონისთვის განსაკუთრებით აქტუალური პრობლემები. ინტერესი კულტურის კვლევების მიმართ ყოველწლიურად იზრდება; ვითარდება თანამშრომლობა უცხოელ კოლეგებთან, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო სასწავლო თუ კვლევით პროექტებსა და პროგრამებში. არაერთმა მათგანმა სწავლა გააგრძელა უცხოეთის უნივერსიტეტების სხვადასხვა პროგრამაზე, რის საშუალებასაც კულტურის კვლევათა ინტერდისციპლინური ხასიათი იძლევა. თსუ კულტურის კვლევათა ინსტიტუტის  პროფესორებისა და სტუდენტების მუშაობის შედეგები სულ უფრო მეტად იქცევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების ყურადღებას.

 

კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება სიმპოზიუმის ბაზაზე დაფუძნებულ სამეცნიერო, რეფერირებად  ჟურნალში – TSU-ti (www.tsuti.tsu.ge), რომელიც ინდექსირებულია Crossref-ის,  EBSCO-სა და სხვა სამეცნიერო ბაზებში ობიექტის ციფრული იდენტიფიკატორის –  DOI-ს მითითებით.

 

სიმპოზიუმის  ორგანიზატორები არიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ჰარვარდის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამა.

სრულად

ბრძანების N:

საერთაშორისო კონფერენცია თსუ-ში “მიკრობების ვირუსები”  

თსუ რექტორი ჯაბა სამუშია მიესალმა ხუთივე კონტინენტის, 54 ქვეყნის ხუთასზე მეტ მეცნიერს, ამერიკის, ევროპისა და აზიის სხვადასხვა სამეცნიერო აკადემიის წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციაში “მიკრობების ვირუსები”. კონფერენცია 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება თსუ-ში.  

 

 თსუ რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს მასშტაბურ სამეცნიერო ღონისძიებას, მიკრობიოლოგთა მსოფლიო კონგრესს, რომელშიც მონაწილეობენ წამყვანი მეცნიერები და მიკროორგანიზმების ვირუსების შესახებ სხვადასხვა ფუნდამენტურ საკითხს განიხილავენ. „ცხადია, საქართველოში ამ რანგის კონფერენცია სწორედ თსუ-ში უნდა გამართულიყო, რადგან  ჩვენი უნივერსიტეტი იდგა ამ დარგის სამეცნიერო შესწავლის სათავეებთან და დღესაც, თსუ პროფესორები და სტუდენტები წარმატებით არიან ჩართულები მიკრობთა ვირუსების კვლევების საერთაშორისო კოლაბორაციაში და პასუხობენ იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც მთელი კაცობრიობა დგას,“-აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ნოდარ პაპუკაშვილის განცხადებით, დედამიწაზე მიკროორგანიზმების გავრცელების თავისებურებები მსოფლიო ყურადღების ცენტრშია „ამ მიმართულებით ფუნდამენტური კვლევები არის არსებითი მნიშვნელობის. ანტიბიოტიკების რეზისტენტულობის საკითხი დღეს კვლავ რჩება გამოწვევად და შესაბამისად, მათი ჩანაცვლება ბაქტერიოფაგული პრეპარატებით შესაძლებლობას მოგვცემს, რომ უამრავი ახალი მეცნიერული მიმართულება იყოს ათვისებული. ამ საქმეში კი ქართველი მეცნიერების წვლილი დიდია. დღევანდელი კონფერენცია არის სწორედ ამის გამოძახილი“, - განაცხადა ნოდარ პაპუკაშვილმა.

 

პარიზის პასტერის ინსტიტუტის საპატიო პროფესორის დავით ფრანგიშვილის თქმით, საქართველოში ასეთი მასშტაბის კონფერენციის ჩატარების წინაპირობა არის ქართველი მეცნიერების დიდი ავტორიტეტის შედეგი ვირუსების კვლევის სფეროში და საერთაშორისო საზოგადოების ინტერესი საქართველოში მოპოვებული ცოდნისა და გამოცდილების მიმართ ამ დარგში. „კონგრესი ხელსაყრელია ქართველი მეცნიერებისთვის ერთი მხრივ, რომ გაეცნონ დარგის ბოლო მიღწევებს, მიმდინარე კვლევის შედეგებს, ასევე, წარმოაჩინონ საკუთარი კვლევის შედეგები და გაუზიარონ გამოცდილება უცხოელ კოლეგებს, დაამყარონ ახალი სამეცნიერო კონტაქტები და ჩაერთონ საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში. ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ კონფერენციაში მონაწილეობა, მათთვის აღებს კარს საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში. იმედი მაქვს, ყველა თაობის მეცნიერი ისარგებლებს ამ უნიკალური შესაძლებლობით”,- აღნიშნა დავით ფრანგიშვილმა.  

საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც შეეხება მიკრობების ვირუსებს - ვირუსების სამყაროს ყველაზე მრავალრიცხოვან და ყველაზე იდუმალ ნაწილს, განიხილება მიკროორგანიზმების ვირუსების ევოლუცია, მრავალფეროვნება, მათი როლი გარემოსა და ადამიანის ორგანიზმში და სხვა ფუნდამენტური საკითხები. ყურადღება ეთმობა მიკროორგანიზმების ვირუსების გამოყენებით ასპექტებს, როგორიცაა ახალი ნანო-ბიო-ტექნოლოგიების შექმნა და ბაქტერიების ვირუსების (ბაქტერიოფაგების) გამოყენება სამედიცინო პრაქტიკაში.

 

 მიკრობიოლოგიის საზოგადოებების საერთაშორისო კავშირის გამგეობის წევრის, პროფესორ ელიორა რონის (თელ ავივის უნივერსიტეტი) თქმით, მიკრობების ვირუსების კვლევა არის სფერო, რომელიც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, მათი საშუალებით ვეძებთ ახალ გზებს, რომ ვებრძოლოთ ინფექციებს. როგორც მან აღნიშნა, კონფერენციის შესახებ შემაჯამებელი მასალა გამოქვეყნდება ევროპის აკადემიის მიკრობიოლოგიის ჟურნალში.

 

სამედიცინო პრაქტიკაში ბაქტერიოფაგების გამოყენების ერთი-ერთი პიონერი და აღიარებული ლიდერი არის თბილისის გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგის ინსტიტუტი, რომელსაც მიმდინარე წელს დაარსებიდან 100 წელი უსრულდება. ქართველ მეცნიერებს წამყვანი პოზიციები უკავიათ არა მარტო ბაქტერიების ვირუსების (ბაქტერიოფაგების), არამედ მიკროორგანიზმების კიდევ ერთი ტიპის – არქეების ვირუსების კვლევაშიც. სწორედ ამ გარემოებების ამსახველია ის, რომ მიკრობების ვირუსოლოგების მსოფლიო ფორუმი ტარდება თბილისში, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ამ დარგის მნიშვნელობის გამოვლენას ქართულ სამეცნიერო სივრცეში და მის შემდგომ განვითარებას.

          კონფერენციას ერთობლივად ატარებენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს მიკრობიოლოგთა ასოციაცია და ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგის ინსტიტუტი. კონფერენციის ორგანიზატორები არიან პროფესორი ნინა ჭანიშვილი და პარიზის პასტერის ინსტიტუტის საპატიო პროფესორი დავით ფრანგიშვილი, ვისი ინიციატივითაც 2010 წელს პასტერის ინსტიტუტში დაარსდა “მიკრობების ვირუსების” კონფერენციების სერია. თბილისის კონფერენციის წინამორბედი ღონისძიებები ჩატარდა ბელგიაში, შვეიცარიაში, პოლონეთში, ინგლისსა და პორტუგალიაში.          

სრულად

ბრძანების N:

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება ,,პოლიტიკის მეცნიერების’’ საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ გიორგი ბერიძის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისიისა და დაცვის თარიღის  შესახებ

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ,,პოლიტიკის მეცნიერების’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ გიორგი ბერიძის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისიისა და დაცვის თარიღის  შესახებ ვბრძანებ:

1. ,,პოლიტიკის მეცნიერების’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის მე-6 სემესტრის დოქტორანტ გიორგი ბერიძის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაცვა დაინიშნოს 2023 წლის 5 ივლისს, 15:30 საათზე;

2. სამეცნიერო კვლევითი პროექტის დაცვა ჩატარდეს თსუს VI კორპუსში, N103 აუდიტორიაში;

3.დამტკიცდეს სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

  • ალექსანდრე კუხიანიძე- ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების პროფესორი;
  • ვალერიან დოლიძე- ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების  ასოცირებული პროფესორი;
  • ავთანდილ ტუკვაძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების  ასოცირებული პროფესორი;
  • თამარ ქარაია - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების  ასოცირებული პროფესორი;
  • გურამ აბესაძე- საქართველოს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;

4. ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა;

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 27/30

ჯაბა სამუშია AUF-ის ვიცე-პრეზიდენტია

ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო (AUF) ოფიციალურ გვერდზე, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რექტორთა კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტად თსუ რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას არჩევის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

იხილეთ ბმული

სრულად

ბრძანების N:

სამეცნიერო კონფერენცია „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა“

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით პროფესორ რევაზ გაჩეჩილაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი XI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა“ გაიმართა.

 

კონფერენციის მონაწილე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა სფეროში მოღვაწე ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა, მკვლევრებმა დამსწრე საზოგადოებას ინოვაციური სამეცნიერო და მეთოდოლოგიური მიღწევები გაუზიარეს.

 

ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი სალომე დუნდუა, თსუ პროფესორები, კონფერენციის უცხოელი მონაწილეები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

 

„კონფერენცია შინაარსის მრავალფეროვნებით, მონაწილეთა სიმრავლით გამოირჩევა. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ტრადიცია დიდხანს გაგრძელდება და მონაწილეთა რაოდენობაც კიდევ უფრო გაიზრდება,“-განაცხადა თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა სალომე დუნდუამ.

 

კონფერენციის ერთ-ერთმა მთავარმა მომხსენებელმა რევაზ გაჩეჩილაძემ წარადგინა მოხსენება: „სამხრეთ კავკასია და მისი ადგილი მსოფლიოში“, რომელიც შეეხებოდა სამხრეთ კავკასიას, მის მნიშვნელობას მსოფლიოსათვის, მის პრობლემებსა და სხვა.

 

„კონფერენცია მთლიანად ასახავს იმ თემატიკას, რომელიც ჩვენს ფაკულტეტზე არის წარმოდგენილი. სივრცე, ეს არის გეოგრაფია, პოლიტიკა ეს არის პოლიტოლოგია, საზოგადოება ეს არის სოციოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები და სხვა. მეცნიერების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს კონფერენცია. მე შევეცადე მოხსენებაში თეორიული თვალსაზრისით დამესაბუთებინა, რომ სამხრეთ კავკასია არის რეგიონი, მართალია, ეს არის პერცეპტული, წარმოდგენითი რეგიონი, მაგრამ ყველასათვის, ვინც აქ ცხოვრობს, მათთვის, ეს არის ნამდვილად რეგიონი და ჩვენ გვინდა, რომ ის იყოს მშვიდობის ცენტრი, ეკონომიკური ცენტრი, რომ ის მეტ როლს თამაშობდეს მსოფლიოში.“ -განაცხადა თსუ პროფესორმა რევაზ გაჩეჩილაძემ.

 

კონფერენცია პირველად 2013 წელს ჩატარდა და რევაზ გაჩეჩილაძის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა, მას შემდეგ ტრადიცია გრძელდება და წელს მეთერთმეტედ გაიმართა.

 

სრულად

ბრძანების N:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული გადამზადების პროგრამაზე - „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ მსმენელების მიერ ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალის და მათი წარდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ", ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, სსიპ - ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2021 წლის  29 ივლისის  N64/2021 დადგენილებით დამტკიცებული„სსიპ - ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო  პროგრამის  სასწავლო  პროცესის  მარეგულირებელი წესი“-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის და თსუ-ის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2023 წლის 20 ივნისის N 16640/10 წარდგინების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროსსსიპ- ივანე   ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული გადამზადების პროგრამაზე- „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ 2023 წლის პირველი მიღების მსმენელთა ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
ა) განცხადება თსუ-ის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ფოტოსურათის (3X4) ელექტრონული ვერსია CD დისკზე ჩაწერილი;
დ)პროფესიული  გადამზადების  პროგრამით   - „ლაბორატორიული  ჯანმრთელობა  და უსაფრთხოება“ განსაზღვრული  წინარე  განათლების  დამადასტურებელი  დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი(თსუ-ის კურსდამთავრებულის შემთხვევაში უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი თსუ-ს შესაბამისი ფაკულტეტის ბეჭდით დამოწმებული);
2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენის ვადად განისაზღვროს 2023 წლის 23 და 26 ივნისი.
3. ამ ბრძანების მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი დოკუმენტების წარმოუდგენლობა აპლიკანტისთვის არის პროფესიული მომზადების პროგრამაზე ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველი.
4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი   ჯაბა სამუშია                                                                                                                                  
 

სრულად

ბრძანების N: 143/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტთა კონფერენციის ორგანიზების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

 

№05/29 - 01

24.04.2023

ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტთა კონფერენციის ორგანიზების შესახებ      

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ჩატარდეს ბაკალავრიატის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია 2023 წლის 25 მაისს.

კონფერენციაში გამარჯვებულ სტუდენტებს მიეცეთ ფულადი ჯილდო შემდეგი ოდენობით:

ა) I ადგილი - 500 ლარი

ბ) II ადგილი - 300 ლარი

გ) III ადგილი - 200 ლარი

3. 2023 წლის 18 მაისამდე განხორციელდეს სტუდენტთა კონფერეციის I ეტაპის (საკათედრო) ორგანიზება/ჩატარება და I ადგილზე გასული საუკეთესო მომხსენებლის შესახებ სრული ინფორმაციის გადაცემა სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურისთვის.

4. I ეტაპის საუკეთესო მომხსენებელი, 2023 წლის 25 მაისს მონაწილეობას მიიღებს კონფერენციის II ეტაპზე ფინალური პრეზენტაცია;

5. ერთი სტუდენტის მიერ წარმოდგენილი ერთზე მეტი ნაშრომი, ასევე გუნდური ნამუშევრები არ ექვემდებარება განხილვას.

6. სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილე სტუდენტთა ნაშრომების შეფასების მიზნით შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:

პროფესორი გიორგი ღაღანიძე - დეკანი (თავმჯდომარე)

აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე

პროფესორი ეთერ ხარაიშვილი

პროფესორი იური ანანიაშვილი

პროფესორი რევაზ გველესიანი

პროფესორი სიმონ გელაშვილი

პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი

პროფესორი მირიან ტუხაშვილი

პროფესორი ნუგზარ თოდუა

პროფესორი ირაკლი კოვზანაძე

პროფესორი დავით ნარმანია

პროფესორი დემურ სიჭინავა

პროფესორი ლევან საბაური

პროფესორი თეიმურაზ შენგელია.

პროფესორი იოსებ ხელაშვილი

ასოცირებული პროფესორი მანანა ლობჟანიძე - დეკანის მოადგილე (თავმჯდომარის მოადგილე)

ასოცირებული პროფესორი მერაბ ხოხობაია - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი

7. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

8. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

9. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი     პროფესორი          გიორგი ღაღანიძე

სრულად

ბრძანების N: 05/29 - 01

პროფესორ დალი ფანჯიკიძისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

პროფესორ დალი ფანჯიკიძისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნება 28 ივნისს. 13.00 საათზე , თსუ I კორპუსის 202-ე აუდიტორიაში. 

დამატებითი ინფორმაცია იხ. პროგრამაში.

სრულად

ბრძანების N:

დოქტორანტ მანანა ურჯუმელაშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

2023 წლის 5 ივლისს, 16:00  გაიმართება თსუ მედიცინის ფაკულტეტის  სადოქტორო პროგრამის „კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინა“ დოქტორანტის -   მანანა ურჯუმელაშვილის  სადისერტაციო ნაშრომის დაცვა.

სადისერტაციო ნაშრომის სათაური: „ჰიპერჰომოცისტეინემიისა და  MTHFR       პოლიმორფიზმის როლი პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის პათოგენეზში“

სამეცნიერო  ხელმძღვანელები: პროფესორი ჯენარო ქრისტესაშვილი, ასისტენტ პროფესორი ელენე ასანიძე

სხდომა გაიმართება მორფოლოგიის ინსტიტუტში, N201 აუდიტორიაში.

სრულად

ბრძანების N:

დოქტორანტ ნინო ლომთაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

2023 წლის 4  ივლისს, 14:00  გაიმართება თსუ მედიცინის ფაკულტეტის  სადოქტორო პროგრამის „კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინა“ დოქტორანტის -   ნინო ლომთაძის  სადისერტაციო ნაშრომის დაცვა.

სადისერტაციო ნაშრომის სათაური: „ინსულინრეზისტენტობის კორელაცია ფარისებრი ჯირკვლის მოცულობასთან სიმსუქნით დაავადებულ პირებში“

სამეცნიერო  ხელმძღვანელები: პროფესორი ელენე გიორგაძე, ასოცირებული პროფესორი შოთა ჯანჯღავა.

სხდომა გაიმართება მორფოლოგიის ინსტიტუტში, N201 აუდიტორიაში.

სრულად

ბრძანების N:

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შორის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University-სა (თსუ) და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს თსუ-ის რექტორმა - აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ - პროფესორმა მერაბ ტურავამ.

 

მემორანდუმის მიზანია ხელი შეუწყოს თსუ-სა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების მიერ უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენებასა და პრაქტიკული უნარების განვითარებას. ერთობლივი პროექტების განხორციელება ძირითადად მოიაზრებს საგამომცემლო საქმიანობას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი ჟურნალის გამოცემას, ერთობლივი კონფერენციების, საჯარო ლექციების, სემინარებისა და სეზონური სკოლების განხორციელებას. მემორანდუმი გააძლირებს ორ ინსტიტუციას შორის თანამშრომლობას.

სრულად

ბრძანების N:

შეხვედრა ნორსვესტერნის უნივერსიტეტის პროფესორ ჯეისონ დესანტოსთან

თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასისტენტ-პროფესორი გიორგი დგებუაძე, მოწვეული ლექტორი, სამართლის დოქტორანტი მარიკა ტურავა, ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის თანამშრომელი, სამართლის დოქტორანტი ირაკლი ლეონიძე - USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ექსპერტს - გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით, ნორსვესტერნის უნივერსიტეტის პროფესორ ჯეისონ დესანტოს და სამართლის უზენაესობის პროგრამის სასამართლო რეფორმის სპეციალისტს ეკა ონიანს შეხვდნენ.

 

შეხვედრის მონაწილეებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ნორსვესტერნის უნივერსიტეტს შორის საერთო სასწავლო პროგრამების მიმართულებით სამეცნიერო და აკადემიური თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

სრულად

ბრძანების N:

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დღე

9 ივნისს, 15 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, 107-ე აუდიტორიაში (ივანე ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორია) აღინიშნება თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დღე.

 

15.00-15.15

• ღონისძიების გახსნა და მისალმება - პროფ. ლევან გიგინეიშვილი, ინსტიტუტის დირექტორი და მოწვეული სტუმრები

• მაკა ქამუშაძის და ალექსანდრე ალექსიძის სახელობის სტიპენდიანტების დაჯილდოება - პროფ. სოფიო შამანიდი, ახალი ბერძნული ფილოლოგიის კათედრის გამგე, თათია მთვარელიძე, ალექსანდრე ალექსიძის სახელობის ქართულ-ბერძნული ურთიერთობების განვითარების ფონდი

 

15.00 – 15.30

• 2022-2023 სასწავლო წლის ანგარიში - ასოც. პროფ. ირინე დარჩია, ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე

 

15.30 - 16.15

•  დიმიტრის ცეკურასი, "Λογοτεχνία είναι το αντίθετο της Τρέλας (με αφορμή τη νουβέλα του Γκούραμ Ντότσανασβιλι "Ο άνθρωπος που αγαπούσε πολύ τη Λογοτεχνία")" - "ლიტერატურა სიგიჟის საპირისპიროა (გურამ დოჩანაშვილის მოთხრობის "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" შთაგონებით)" (სინქრონული თარგმანი ბერძნულიდან ქართულად: ანინა გოგოხია)

 

16.15-16.45 

• შესვენება

 

16.45 - 18.15

• საგანმანათლებლო სანახაობა „ვარიაციები ანტიკური სამოსელისთვის“ (გერმანიის ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის პროფესორ ანეგრეტ პლონტკე-ლუნინგისა და კლასიკური ფილოლოგიის კათედრის გამგის, პროფ. ნანა ტონიას ხელმძღვანელობით)

 

ღონისძიების დასრულების შემდეგ ინსტიტუტის თანამშრომლები და სტუდენტები პატივს მიაგებენ საქართველოში კლასიკური ფილოლოგიის კათედრის დამაარსებელს, საერთაშორისო აღიარების მქონე ქართველ მეცნიერს, გრიგოლ წერეთელს და მის ბიუსტს შეამკობენ ყვავილებით თსუ პირველი კორპუსის ეზოში. 

 

სრულად

ბრძანების N:

სამუშაო შეხვედრა თსუ ახალი კორპუსის პროექტირების საკითხზე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი და მეორე კორპუსის მიმდებარედ ახალი შენობის პროექტირების კონკურსისთვის ქართულ არქიტექტურულ კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

 

კომპანიების წარმომადგენელმა არქიტექტორებმა ვრცლად ისაუბრეს ახალი შენობის კონცეფციაზე, უნივერსიტეტის პროექტთან დაკავშირებით წინასწარი მოსაზრებები წარმოადგინეს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მოთხოვნებს გაეცნენ.

 

სამუშაო შეხვედრას ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე, უნივერსიტეტის სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები და ქართული არქიტექტურული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სრულად

ბრძანების N: