Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სამეცნიერო კონფერენცია „ინოვაციები XXI საუკუნის ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში“ (VII)

2023 წლის 22 დეკემბერს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტი ჩაატარებს კონფერენციას: „ინოვაციები XXI საუკუნის ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში“(VII).

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართული ლიტერატურის პრობლემატიკით დაინტერესებულ ყველა მსურველს.

მონაწილეობის მსურველებმა მოხსენების სათაური მცირე ანოტაციასთან ერთად განსახილველად უნდა წარმოადგინონ ა. წ. 10 დეკემბრამდე.

კონფერენციის სამეცნიერო კონსულტანტი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტის ხელმძღვანელი აკადემიკოსი ელგუჯა ხინთიბიძე.

კონფერენციის კოორდინატორები:

თსუ მეცნიერ-მკვლევარი ირმა მაკარაძე. მობ.: 577 252518

თსუ ქართველოლოგიური სკოლის ცენტრის უფროსი სპეციალისტი თამარ მელიქიძე. მობ.: 558 483828

თსუ ქართველოლოგიური სკოლის ცენტრის სპეციალისტი კოტე ლომიძე. მობ.: 579 136011.

საკონტაქტო ინფორმაცია:

თსუ, ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი, ი. ჭავჭავაძის გამზირი #13;

ელ. ფოსტა: lomidze.kote1@gmail.com.

 

სრულად

ბრძანების N:

ინგლისურენოვანი წიგნის "ქართული ენის სრული (ყოვლისმომცველი) გრამატიკა" პრეზენტაცია

ცნობილმა გამომცემლობამ „რაუტლიჯმა“ გამოსცა თსუ-ს პროფესორის თინათინ ბოლქვაძისა და ინდიანის უნივერსიტეტის (აშშ) ემერიტუსი პროფესორის დოდონა კიზირიას  ერთობლივი, 550-გვერდიანი ინგლისურენოვანი წიგნი – ქართული ენის სრული (ყოვლისმომცველი) გრამატიკა, 2023 (Georgian: A Comprehensive Grammar by Tinatin Bolkvadze and Dodona Kiziria, Routledge, London and New Your, 2023, 530 pages). ეს წიგნი რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგია. თინათინ ბოლქვაძე და დოდონა კიზირია სხვადასხვა თაობას ეკუთვნიან და სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ. როგორც ავტორები წიგნის წინასიტყვაობაში წერენ, ისინი გააერთიანა  ქართული ენის სწავლების მრავალწლიანმა გამოცდილებამ და საერთო ინტერესმა – დაეწერათ ქართული ენის გრამატიკა, რომელიც გამოადგებოდათ როგორც ქართული ენის პრაქტიკულად შესწავლის მსურველებს, ისე თეორიული ენათმეცნიერული ინტერესის მქონე სპეციალისტებს.

 

თინათინ ბოლქვაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თეორიული ენათმეცნიერების, სოციოლინგვისტიკის, ენათმეცნიერების ისტორიისა და სხვა სალექციო კურსებს უძღვება. გარდა ამისა, იგი ასწავლის ქართულს ევროპისა და აშშ-ის სხვადასხვა უნივერსიტეტში. დოდონა კიზირიას აქვს ჩიკაგოს, დიუკის და ინადიანის უნივერსიტეტებში ქართული ენის სწავლების 30 წლიანი გამოცდილება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ამ წიგნში ქართული ენის გრამატიკის რთული საკითხების გასაგებად წარმოდგენისათვის. დოდონა კიზირია თანამშრომლობდა პროფესორ ჰოვარდ არონსონთან, რომელმაც შექმნა ქართული ენის ცნობილი სახელმძღვანელო Georgian: A Reading Grammar (1982, Slavica Publishers, Bloomington). მოგვიანებით პროფესორმა დოდონა კიზირიამ და ჰოვარდ არონსონმა ერთობლივად გამოსცეს წიგნი ქართული ენისა და კულტურის შესახებ – Georgian Language and Culture: A Continuing Course (English and Georgian Edition) (1999, Slavica Publishers, Bloomington). ჰოვარდ არონსონი თავისი პირველი წიგნის შესავალში წერდა: „თანამედროვე ქართულ ენაზე არსებობს ვრცელი და მნიშვნელოვანი სამეცნიერო ლიტერატურა, რომელიც მოიცავს ცოდნის ყველა სფეროს ანატომიიდან ზოოლოგიამდე. ვერავინ ვერ გახდება ექსპერტი კავკასიის ისეთ სფეროებში, როგორიცაა ანტიკური და ახალი ისტორია, ეთნოლოგია, ხელოვნება, მუსიკა, ენათმეცნიერება, ფოლკლორი და ა.შ. ამ სფეროებში ქართულ ენაზე დაწერილი ვრცელი სამეცნიერო ლიტერატურის ათვისების გარეშე“.

 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სულ უფრო მეტი უცხოელი სწავლობს ქართულს; ასევე გაიზარდა უცხოელ მეცნიერთა რიცხვი, რომლებიც იკვლევენ კავკასიას. დიდი ხანია იქმნება  მრავალი უცხოენოვანი სამეცნიერო ნაშრომი ამ სფეროში. ამის მიუხედავად,  ქართულენოვანი ისტორიული და საარქივო დოკუმენტებისა და ქართულ ენაზე გამოცემული სამეცნიერო ნაშრომების მნიშვნელობა სულაც არ მცირდება. ამიტომ თინათინ ბოლქვაძისა და დოდონა კიზირიას წიგნს, იმედია, ქართული ენის მრავალი შემსწავლელი და მკვლევარი გამოიყენებს.

სრულად

ბრძანების N:

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2023 წლის 5 სექტემბრის №24941/10 და №25014/10, 2023 წლის 6 სექტემბრის №25154/10, 2023 წლის 7 სექტემბრის №25200/10 წერილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 11 სექტემბრის №13 სხდომის ოქმის  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ისინი ჩამოყალიბდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით:


ა) I ნაწილის „ა“ პუნქტის პირველი ქვეპუნქტით №1 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „კომპიუტერული მეცნიერება“ (დანართი №1);
ბ) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-4 ქვეპუნქტით №4 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ქიმია“ (დანართი №4);
გ) I ნაწილის „ა“ პუნქტის 82 ქვეპუნქტით №191 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „კომპიუტერული მეცნიერება (ქართულ–ფრანგული)“ (დანართი №191);
დ) I ნაწილის „ა“ პუნქტის 87 ქვეპუნქტით №293 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისურენოვანი)“ (დანართი №293);
ე) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-18 ქვეპუნქტით №18 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  “ბიოლოგია “ (დანართი №18);

ვ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 34-ე ქვეპუნქტით №34 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ჟურნალისტიკა” (დანართი №34);
ზ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 35-ე ქვეპუნქტით №35 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია (ქართულ–რუსულენოვანი)” (დანართი №35);
თ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 36-ე ქვეპუნქტით №36 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „პოლიტიკის მეცნიერება” (დანართი №36);
ი) II ნაწილის „ა“ პუნქტის 37-ე ქვეპუნქტით №37 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა “სოციოლოგია” (დანართი №37);
კ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 38-ე ქვეპუნქტით №38 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „სოციალური მუშაობა” (დანართი №38);
ლ) II ნაწილის „ა“ პუნქტის მე-40 ქვეპუნქტით №40 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „მსოფლიოს სოციალურ-პოლიტიკური და ტურიზმის გეოგრაფია” (დანართი №40);
მ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 41-ე ქვეპუნქტით №41 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა “საერთაშორისო ურთიერთობები” (დანართი №41);
ნ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 43-ე ქვეპუნქტით №43 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა “გენდერის კვლევა“ (დანართი №43);
ო) II ნაწილის „გ“ პუნქტის 45-ე ქვეპუნქტით №45 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა “მედიის კვლევები“ (დანართი №45);
პ) II ნაწილის „გ“ პუნქტის მე-60 ქვეპუნქტით №60 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა “სოციოლოგია“ (დანართი №60);
ჟ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 63-ე ქვეპუნქტით №63 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „პოლიტიკის მეცნიერება“ (დანართი №63);
რ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 65-ე ქვეპუნქტით №65 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა“ (დანართი №65);
ს) II ნაწილის „გ“ პუნქტის 667 ქვეპუნქტით №258 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ორგანიზაციის განვითარება და კონსულტირება“ (დანართი №258);
ტ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 6610 ქვეპუნქტით №295 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „მედიაფსიქოლოგია და კომუნიკაციები (ინგლისურენოვანი)“ (დანართი №295);

უ) IV ნაწილის „ა“ პუნქტის 87-ე ქვეპუნქტით №87 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „სამართალი“ (დანართი №87);
ფ) IV ნაწილის „ა“ პუნქტის 88-ე ქვეპუნქტით №88 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „საერთაშორისო სამართალი“ (დანართი №88);
ქ) IV ნაწილის „ბ“ პუნქტის 89-ე ქვეპუნქტით №89 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „სამართალი“ (დანართი №89);
ღ) IV ნაწილის „ბ“ პუნქტის 91-ე ქვეპუნქტით №91 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „საერთაშორისო სამართალი“ (დანართი №91);   

ყ) VII ნაწილის „ა“ პუნქტის 191-ე ქვეპუნქტით №225 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ფსიქოლოგია“ (დანართი №225);
შ) VII ნაწილის „ა“ პუნქტის 1931  ქვეპუნქტით №292 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ოკუპაციური თერაპია“ (დანართი №292);
ჩ) VII  ნაწილის „ბ“ პუნქტის 195-ე ქვეპუნქტით №229 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია“ (დანართი №229);
ც) VII  ნაწილის „ბ“ პუნქტის 196-ე ქვეპუნქტით №230 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „განათლების ფსიქოლოგია“ (დანართი №230);
ძ) VII  ნაწილის „ბ“ პუნქტის 202-ე ქვეპუნქტით №236 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ფსიქოლოგიური შეფასება/დიაგნოსტირება და კონსულტირება“ (დანართი №236);
წ) VII  ნაწილის „ბ“ პუნქტის 203-ე ქვეპუნქტით №237 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია“ (დანართი №237);
ჭ) VII  ნაწილის „ბ“ პუნქტის 204-ე ქვეპუნქტით №238 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია (ინტერდისციპლინური)“ (დანართი №238);
ხ) VII  ნაწილის „ბ“ პუნქტის 2061 ქვეპუნქტით №278 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა “იურიდიული ფსიქოლოგია“ (დანართი №278);
ჯ) VII  ნაწილის „გ“ პუნქტის 2152 ქვეპუნქტით №279 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „პოზიტიური ფსიქოლოგია - ემპირიული კვლევები“ (დანართი №279).
ჰ) VII  ნაწილის „ვ“ პუნქტის 218-ე ქვეპუნქტით №270 დანართად დამტკიცებული მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა „მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა „მასწავლებელი“ (დანართი №270);
1) VII  ნაწილის „ზ“ პუნქტის 220-ე ქვეპუნქტით №288 დანართად დამტკიცებული მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა „დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა“  (დანართი №288).


2. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სავალდებულო სასწავლო  კურსი „სტატისტიკა“ სავალდებულო საგნების კატეგორიიდან გადავიდეს არჩევით საფაკულტეტო საგანთა კატეგორიაში გარდა, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულებისა, სადაც მოცემული საგანი დარჩეს სავალდებულო საგანთა კატეგორიაში.
3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე, გარდა პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით განხორციელებული ცვლილებებისა, რაც ძალაში შევიდეს 2024-2025 სასწავლო წლიდან.

 


აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 91/2023

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წელს ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მხოლოდ ზოგადი  უნარების  აზერბაიჯანულენოვანი ან სომხურენოვანი ტესტების ან ოსური ენის ტესტის შედეგების საფუძველზე  სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის   N135/ნ  ბრძანებით დამტკიცებული  საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანებით დამტკიცებული ერთიანი ეროვნულიგამოცდების ჩატარების  დებულებისა და  სახელმწიფო  სასწავლო გრანტის განაწილების წესის 39-ე მუხლის  პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების“  მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა, „რანჟირების დოკუმენტის დამტკიცების შესახებ, იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც 2023 წელს მოიპოვეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში  ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე  სწავლის უფლება, მხოლოდ ზოგადი უნარების  აზერბაიჯანულენოვანი ან სომხურენოვანი  ტესტების ან ოსური ენის  ტესტის შედეგების საფუძველზე“  სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2023 წლის  01 სექტემბრის N143/23 ბრძანების,  „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს  რექტორის    2010 წლის 13 სექტემბრის N83/01-   01 ბრძანებისა   და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან  მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1.ჩაირიცხონ  სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წელს ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე  მხოლოდ ზოგადი  უნარების აზერბაიჯანულენოვანი ან სომხურენოვანი ტესტების ან ოსური ენის ტესტის შედეგების საფუძველზე შემდეგი სტუდენტები წინამდებარე ბრძანების N1 დანართის შესაბამისად (დანართი №1);
2.   ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს  პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
3.   დაევალოს კანცელარიას ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.   ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია 

სრულად

ბრძანების N: 847/01-04    

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში  -  უფროსი მეცნიერი თანამშრომლების  და მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში  მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის   11 სექტემბრის  N135/ნ    ბრძანებით  დამტკიცებული  სსიპ   - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-5 და   მე-6   პუნქტების,   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში  მიღების  ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების   დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი  N03; 23.06.2017წ), "სსიპ    - ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო    უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო  განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 12 ივლისის  N18/04  ერთობლივი  ბრძანების და პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული  ქიმიის  ინსტიტუტის  დირექტორის  ქეთევან  ებრალიძის    2023 წლის    27 სექტემბრის N28073/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2023 წლის 22 სექტემბრის   სხდომის ოქმი) საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   პეტრე    მელიქიშვილის  სახელობის  ფიზიკური  და  ორგანული  ქიმიის ინსტიტუტში    უფროსი   მეცნიერი   თანამშრომლების      და   მეცნიერი   თანამშრომლების სამსახურში მისაღებად;
2. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 7 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი , სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო     ან     სხვა     პროფილურ     დაწესებულებაში     სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას  , არამედ   გამოქვეყნებულ   სამეცნიერო   პუბლიკაციებსაც  ) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები , მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
4. კონკურსი გამოცხადდეს 2023 წლის 2 ოქტომბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 6 ნოემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2023 წლის 30 ნოემბრისა.
5. კონკურსი გამოცხადდეს პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომლების   სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

ა) ქიმიური ეკოლოგიის  ლაბორატორია:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (7 წლის ვადით) - 1 საშტატო ერთეული
ბ) აგრარული ქიმიის  ლაბორატორია:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (7 წლის ვადით)  - 1 საშტატო ერთეული

6. კონკურსი გამოცხადდეს პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

ა)  აგრარული ქიმიის  ლაბორატორია:
მეცნიერი  თანამშრომელი (4 წლის ვადით) – 1  საშტატო ერთეული
ბ)  მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის ლაბორატორია:
მეცნიერი  თანამშრომელი (4 წლის ვადით) – 1  საშტატო ერთეული

7. სამეცნიერო თანამდებობებზე (უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი)    გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით  (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2 );
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ)  ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო- კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.); 
ზ) ცნობა - სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ   მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ.
8.საკონკურსო   დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2023   წლის 6 ნოემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით   1000-დან 1700  საათამდე,   თსუ პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის   მისამართზე:   თბილისი,   ა. პოლიტკოვსკაიას N31, მე-2 სართული, კანცელარია;
9. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში ,,თბილისის უნივერსიტეტი’’.
10.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
11.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,   პუბლიცისტიკასა და ელექტრონული მედია ცენტრი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი).
12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 225/01-01  

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ფინანსური დავალიანების ჩამოწერის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის   პირველი პუნქტის და  24-ე მუხლის   პირველი პუნქტის „ზ“  ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული   სსიპ - ივანე    ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16  მუხლის   პირველი  პუნქტის  ,,ე’’  და  „ნ“  ქვეპუნქტების,   2023 წლის   18 სექტემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსშეჩერებულ    საქართველოს    მოქალაქეობის    ან     პირადობის ნეიტრალური მოწმობის   ან/და   ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის,    დოქტორანტურის, მასწავლებლის    მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტო,  დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის პროგრამის  იმ   სტუდენტებს,  რომლებსაც 2023 წლის  1 აგვისტოს მდგომარეობით შეჩერებული  ჰქონდათ სტუდენტის სტატუსი (იმ შემთხვევაში თუ  სტატუსის შეჩერებიდან გასული  არ არის 5 წელი) და ამ ბრძანების ძალაში შესვლის მომენტისათვის უნივერსიტეტის   წინაშე   გააჩნიათ  ფინანსური   დავალიანება  სწავლის საფასურის სახით,  ჩამოეწეროთ აღნიშნული   დავალიანება  და  მიეცეთ   შესაძლებლობა კანონმდებლობითა და   უნივერისტეტის  შიდასამართლებრივი   აქტებით   დადგენილი წესით 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემეტრიდან გაიარონ ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია.
2.შესაბამისი  სტუდენტების მიერ ამ ბრძანების პირველ პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული    და    აკადემიური   რეგისტრაციის     გავლის უზრუნველსაყოფად, 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრის ადმინისტრაციული და აკადმიური რეგისტრაციის ვადები განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 25-29 სექტემბერი;
ბ) აკადემიური  რეგისტრაცია - 25-29 სექტემბერი.

3.  ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება,  წინამდებარე ბრძანების და შესაბამისი ინფორმაცის სტუდენტებისთვის მიწოდება (ელ. ფოსტით, მოკლე ტექსტური  შეტყობინებით,  სასწავლო პროცესის  მართვის  ელექტრონული  სისტემით) დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.  ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5.  წინამდებარე ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
6.  წინამდებარე  ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს  მისი  ძალაში შესვლიდან  1 თვის ვადაში   ქ.  თბილისის   საქალაქო სასამართლოში,  მისამართზე  ქ.  თბილისის,   დავით აღმაშენებლის ხეივანი N64.


რექტორი ჯაბა სამუშია

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 21/04  

დოქტორანტურაში მისაღები სპეციალობის  გამოცდის შედეგები 2023–2024  ს/წ

ინფორმაცია სპეციალობის გამოცდის აპელაციის შესახებ!

დოქტორანტურაში მისაღები სპეციალობის  გამოცდის შედეგების გასაჩივრება –15 სექტემბერი

აპელაციის შედეგების - 18  სექტემბერი  (tsu-ge-ზე სიახლეებში)

სპეციალობის გამოცდის აპელიაციაზე განცხადება უნდა გააგზავნოთ ელექტრონულად,  თსუ კანცელარიაში - chancellary.tsu.ge ან წარმოადგინოთ თსუ-ს I კორპუსის კანცელარიაში (ჭავჭავაძის  ქ. #1, ოთახი114 )  9.00 სთ-დან 18.00 სთ-მდე.

 

სპეციალობის  აპელაციის განცხადების ფორმა.

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამა -  პოლიტიკის მეცნიერება გამოცდის შედეგი 

სრულად

ბრძანების N:

სტუდენტთა საყურადღებოდ!

19 სექტემბერს, 10 საათზე,  №318  აუდიტორიაში, “მსოფლიოს სოციალურ-პოლიტიკური და ტურიზმის გეოგრაფიის“ საბაკალავრო პროგრამის პირველსემესტრელ სტუდენტებთან  შეხვედრას გამართავს საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ დოლბაია, მიმართულების აკადემიურ პერსონალთან ერთად.

 

გთხოვთ მობრძანდეთ!

 

ფაკულტეტის ადმინისტრაცია

სრულად

ბრძანების N:

ძვირფასო პირველკურსელებო!

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაციის სახელით გილოცავთ უნივერსიტეტის სტუდენტის საპატიო წოდებას და გისურვებთ წარმატებას სწავლაში.

გაცნობებთ, რომ 18 სექტემბერს, ორშაბათს, 14:00 საათზე, თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსის ფოიეში გაიმართება უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას, ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ გიორგი ღაღანიძის და ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლების შეხვედრა ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტურიზმის პროგრამების პირველკურსელ სტუდენტებთან.

სრულად

ბრძანების N:

თსუ სტუდენტების საყურადღებოდ!

თსუ-ს სტუდენტი ხარ და გერმანულად ლაპარაკობ?გინდა რომ გაიღრმაო ცოდნა ქვეყნის შესახებ და დაეუფლო პროფესიულ ენას შემდგომი საქმიანობისთვის?  ან გინდა რომ მოემზადო გერმანიაში სწავლისთვის ?თსუ და ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი გთავაზობენ, თსუ-ში სწავლის პარალელურად, თბილისში, უფასოდ გაიარო ერთწლიანი სასწავლო პროგრამა და მიიღო ორი უნივერსიტეტის ერთობლივი სერტიფიკატი. საუკეთესო სამი სტუდენტი კი დამატებით მოიპოვებს სტიპენდიას,  ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში ერთი სემესტრით სწავლისათვის. საბუთების მიღების ვადა გაგრძელდა და განაცხადის გაკეთება სექტემბრის ბოლომდეა შესაძლებელი. დეტალები იხილეთლინკზე: https://www.oei.fu-berlin.de/internationales/TSU/index.html

პროგრამის ტუტორებს დაუკავშირდით მეილზე: andreaweiss@zedat.fu-berlin.deergemlidze01@zedat.fu-berlin.de

 

სრულად

ბრძანების N:

კონკურსი პირველი ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე მედიატორის სასერტიფიკატო პროგრამაზე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან“ თანამშრომლობით აცხადებს მედიატორის პროფესიის მსურველ პირთა შესარჩევ კონკურსს პირველი ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე მედიატორის სასერტიფიკატო პროგრამაზე.

 

სასწავლო პროგრამა მოიცავს 60-საათიან სწავლებას სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მიერ დამტკიცებული მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის სასწავლო მოდულის სავალდებულო მოთხოვნათა შესაბამისად. წარმატებულ კურსდამთავრებულებს მიეცემათ უფლება გაიარონ მედიატორის სერტიფიცირების მომდევნო ორი ეტაპი და მოიპოვონ მედიატორის სტატუსი.

 

მედიატორთა რეესტრში ჩარიცხვის შემდეგ, პროგრამის კურსდამთავრებულებს შეეძლებათ თბილისისა და რეგიონების მასშტაბით მედიატორების სტატუსით ჩაერთონ სასამართლო და კერძო სამედიაციო პრაქტიკაში. მედიაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია (ა) ქართული ენის მცოდნე (ბ) საქართველოში მცხოვრებ და (გ) მისი მოქალაქეობის მქონე (დ) ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელს, რომელსაც (ე) შეუსრულდა 18 წელი და (ვ) არ არის ნასამართლევი.

 

კონკურსში მონაწილეობის მიზნით დაინტერესებულმა პირებმა 2023 წლის 30 სექტემბრამდე ელექტრონულ მისამართზე apply.ncadr@tsu.ge უნდა წარმოადგინონ:

პირადობის მოწმობის ასლი;

პროფესიული რეზიუმე/CV;

უმაღლეს სასწავლებელში სწავლის ან მისი დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი (მიუხედავად სასწავლო პროგრამის ან პროფესიული კუთვნილებისა);

სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 400 სიტყვა);

პროფესიული საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა სამუშაო ადგილიდან (არსებობის შემთხვევაში).

 

კონკურსის ეტაპები:

წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები 2023 წლის 17 ოქტომბრამდე მოწვეულნი იქნებიან გასაუბრებაზე, რომელიც ჩატარდება ონლაინ, ZOOM პლატფორმის გამოყენებით.

 

პროგრამაში მონაწილეობის პირობები:

60-საათიანი სასერტიფიკატო პროგრამა (ტრენინგი) ჩატარდება 2023 წლის 3-5, 10-13 ნოემბერს (7 სრული დღე) 10:00 საათიდან 19:00 საათამდე. პროგრამაზე სრული დასწრება სავალდებულოა.

 

დოკუმენტაციის გამოგზავნისას ელექტრონული წერილის საგნის ველში (subject line) უნდა მიეთითოს ,,მედიატორის სასერტიფიკატო პროგრამა“.

დაინტერესებულმა პირებმა კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებით არსებული შეკითხვები 2023 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით შეიძლება გააგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: apply.ncadr@tsu.ge.

 

პროგრამაში მონაწილეობის საფასური სრულად ფინანსდება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მიერ.

 

მედიატორის სასერტიფიკატო პროგრამა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში.

სრულად

ბრძანების N:

მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადრებოდ! (2023-09-12)

2023-2024 სასწავლო წელს იურიდიული ფაკულტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე მიღებულია 432 განაცხადი.

 

კერძო სამართლის მიმართულება - 250 განაცხადი;

სისხლის სამართლის მიმართულება - 134 განაცხადი;

საჯარო სამართლის მიმართულება - 47 განაცხადი.

 

მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა მიმართულებების მიხედვით შემოსული განცხადებების რაოდენობიდან გამომდინარე გადანაწილდა პროპორციულად შემდეგი სახით:

 

კერძო სამართალი - 86 ვაკანტური ადგილი;

სისხლის სამართალი - 46 ვაკანტური ადგილი;გის

საჯარო სამართალი - 18 ვაკანტური ადგილი;

სრულად

ბრძანების N:

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი

სრულად

ბრძანების N:

პირველსემესტრელ სტუდენტთა საყურადღებოდ!

პირველსემესტრელ სტუდენტთათვის სავალდებულოა:

  • დოკუმენტაციის წარმოდგენა  ფაკულტეტზე პირადი საქმის გასახსნელად;  
  • ხელშეკრულების გაფორმება;
  • ანკეტის ელექტრონული ვერსიის  შევსება (ანკეტა გააქტიურდება 4 სექტემბერს)
  • ადმინისტრაციული რეგისტრაცია;
  • აკადემიური რეგისტრაცია.

 

ანკეტის ელექტრონული ვერსიის  შესავსებად გთხოვთ, გაეცნოთ ინსტრუქციას!

ანკეტის ელექტრონული ვერსიის საშუალებით გადახვალთ lms.tsu.ge-ზე, სადაც შესასვლელად დაგჭირდებათ მომხმარებლის სახელისა და პაროლის მითითება. პირველ ეტაპზე მომხმარებლის სახელიც და პაროლიც არის თქვენი პირადი ნომერი. პორტალზე შესვლისთანავე მოგეთხოვებათ პაროლის შეცვლა, რადგან დასახელებული პაროლი არის ერთჯერადი.

აღნიშნული საფეხურის გავლის შემდეგ გაგეხსნებათ შესავსები ანკეტა, სადაც მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია შეიყვანოთ სწორად.

 

 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის რეგისტრაციის ვადები:

ადმინისტრაციული რეგისტრაცია (სწავლის საფასურის გადახდა) და ხელშეკრულების გაფორმება -  4-12 სექტემბერი; 

აუცილებელია ხელშეკრულება და სხვა დოკუმენტაცია  წარმოადგინოთ არაუგვიანეს  12 სექტემბრის 18:00 საათისა;

აკადემიური რეგისტრაცია (სასწავლო კურსების არჩევა) - 14-18 სექტემბერი.

 

პირველსემესტრელთა მიერ ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა:

პირველი სემესტრის სტუდენტმა სწავლის სემესტრული საფასური უნდა გადაიხადოს სრულად  ადმინისტრაციული რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში (4-12 სექტემბერი).

პირველსემესტრელმა სტუდენტმა, რომელსაც არ აქვს მოპოვებული სასწავლო გრანტი, უნდა გადაიხადოს სასწავლო წლის სრული საფასურის ნახევარი 1125 ლარი, 70%-იანი გრანტის შემთხვევაში - 337.50 ლარი, ხოლო 50%-იანი გრანტის შემთხვევაში - 562.50 ლარი.

 

სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია პირველსემესტრელის პირადი ნომრით, "საქართველოს ბანკში", "თიბისი ბანკსა" და "ლიბერთი ბანკში" (ოპერატორთან, Pay Box-ის ან მობაილბანკის მეშვეობით). ადმინისტრაციული რეგისტრაცია წარმოადგენს აკადემიური რეგისტრაციის გავლის წინაპირობას.

 

სწავლის სემესტრული საფასურის გადაუხდელობა სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია.

არასრულწლოვანი სტუდენტობის კანდიდატის ნაცვლად, თსუ-სთან ხელშეკრულების გაფორმებაზე უფლებამოსილია მისი კანონიერი წარმომადგენელი (მშობელი), სტუდენტობის კანდიდატის დაბადების მოწმობის და მშობლის პირადობის მოწმობის წარმოდგენის შემთხვევაში.

 

ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შეძლებთ სასწავლო კურსების არჩევას (აკადემიური რეგისტრაციის გავლას). აკადემიური რეგისტრაციის ვადაა 14-18 სექტემბერი.

2023-2024 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები (ბრძანება N163/01-01; 20.07.2023)

 

პირადი საქმის გახსნისთვის წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

(რექტორის ბრძანება N190/01-01, 11.08.2023)

  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი (დედნის წარმოდგენით);
  • ორი ცალი ფოტოსურათი (3x4), ელექტრონული ვერსია CD-ზე;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

პირადი საქმის გასახსნელად და ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა მიმართოთ ფაკულტეტს მითითებულ მისამართზე:

 

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №8, თსუ, VI კორპუსი, ოთახი №201. ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა  6222;  6223; 6226; 6234; 6237)

 

გისურვებთ წარმატებებს!

სრულად

ბრძანების N:

მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე .

 

კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები

თსუ-ს მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ ბაკალავრის ან მასთან  გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს.

მიღების წინაპირობები განსაზღვრულია შესაბამისი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამით (ინფორმაცია მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე იხილეთ შესაბამისი ფაკულტეტის ვებგვერდზე).

 

2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მაგისტრატურაში მიღების ვადები:

(ბრძ. №174/01-01, 31.07.2023)

  • მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (რეგისტრაცია) – 21-30 აგვისტო;
  • გამოცდა ქართულ ენაში (მოეთხოვება მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელსაც ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და მისი მშობლიური ენა არ არის ქართული) – 4 სექტემბერი;
  • გამოცდის შედეგების გამოცხადება - 4 სექტემბერი;
  • გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 5 სექტემბერი;
  • აპელაციის შედეგების გამოცხადება - 6 სექტემბერი;
  • გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება) – 5 სექტემბერი;
  • გამოცდის შედეგების გამოცხადება – 9 სექტემბერი;
  • გამოცდის შედეგების გასაჩივრება –  11 სექტემბერი;
  • აპელაციის შედეგების გამოცხადება – 12 სექტემბერი;
  • გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 13 -14 სექტემბერი;
  • გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 15 სექტემბერი;
  • გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გასაჩივრება – 18 სექტემბერი;
  • აპელაციის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 19 სექტემბერი;
  • გამოცდა სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება) – 18 სექტემბერი;
  • ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან  -  20-22 სექტემბერი;
  • საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 25 სექტემბერი.

 

თსუ-ს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

აღნიშნული დოკუმენტები ელექტრონულად უნდა ატვირთოთ 21-30 აგვისტოს, შესაბამისი ფაკულტეტის ელექტრონულ მისამართზე. 

20-22 სექტემბერს (ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში),  იგივე დოკუმენტები (შესაბამისი წესით დამოწმებული), მატერიალურად უნდა წარმოადგინოთ ფაკულტეტზე.

 

  • განცხადება თსუ რექტორის სახელზე;
  • ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად  დამოწმებული ასლი; 2023 წლის კურსდამთავრებულთათვის  - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის  ასლი;
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი/ სამხედრო ბილეთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.

2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში  მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე დოკუმენტაციის მიღება მოხდება ელექტრონულად,  ფაკულტეტების მიხედვით,  შემდეგ მისამართებზე: (მისამართები გააქტიურდება 21 აგვისტოს).

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი  

ფორმის შესავსებად გაიარეთ ავტორიზაცია Gmail-ის მეშვეობით.

რეგისტრაციის პროცესში წარმოშობილი დაბრკოლების/სირთულის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამის ფაკულტეტს.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - საკონტაქტო პირი: ტელ.:  2 25 04 84 (შიდა 1734 ).

სრულად

ბრძანების N:

დოქტორ ბენიამინ ლიმბახის საჯარო ლექცია

2023 წლის 23 აგვისტოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის იუსტიციის მინისტრის, დოქტორ ბენიამინ ლიმბახის საჯარო ლექცია თემაზე: „ევროპული ღირებულებები და ევროპული სამართლის მნიშვნელობა წევრი ქვეყნების ინტეგრაციისთვის და მართლმსაჯულების პრაქტიკა“

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ნინო გვენეტაძემ და თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ გიორგი დგებუაძემ.

საჯარო ლექციას ესწრებოდნენ თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები, აკადემიური პერსონალი, გერმანული დელეგაციის წევრები და გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდის (IRZ) წარმომადგენლები.

საჯარო ლექცია გაიმართა გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდის (IRZ) მხარდაჭერით.

სრულად

ბრძანების N:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების „კლინიკური ნეიროფსიქოლოგია“ და „შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია“დოქტორანტებისათვის 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,ფსიქოლოგია“ რიგგარეშე შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადებისა და ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის“ N1 დანართის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის N77/2011 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ მე-7 მუხლის, რექტორის 2019 წლის 31 ოქტომბრის N274/01-01 ბრძანების, 2021 წლის 21 იანვრის N2/01-01 ბრძანებისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 08 აგვისტოს N22420/26 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს რიგგარეშე შიდა მობილობისათვის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,ფსიქოლოგია“ - 37 ვაკანტური ადგილი;

2. რიგგარეშე მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთა საბუთების (დანართი 1, დანართი 2) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ელექტრონულ ფოსტაზე - chancellery.pes@tsu.ge მიღების ვადა – 04 - 08 სექტემბერი;

3. გასაუბრება დარგობრივ კომისიასთან - 11-14 სექტემბერი;

4. რიგგარეშე შიდა მობილობის შედეგების გამოქვეყნება/გამოცხადება - 15 სექტემბერი;

5. საგანმანათლებლო ერთეულის მიერ კრედიტების აღიარება - 18 სექტემბერი;

6. ხელშეკრულების გაფორმება საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველებთან − 19 – 22 სექტემბერი;

7. საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის შიდა მობილობის წესით გადასული დოქტორანტების სიის წარდგენა - 25 სექტემბერი;

8. შიდა მობილობის წესით დოქტორანტების გადასვლის შესახებ რექტორის ბრძანების პროექტის მომზადება - 25 სექტემბერი;

9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

10. ბრძანების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;

11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: N 189/01-01

2023-2024 სასწავლო წლისათვის მაგისტრატურაში მიღების ვადები

 2023-2024 სასწავლო წლისათვის მაგისტრატურაში მიღების ვადები:

ა) მაგისტრანტობის კანდიდატთა დოკუმენტაციის მიღება (რეგისტრაცია) – 21-30 აგვისტო;

ბ) გამოცდა ქართულ ენაში (მოეთხოვება მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელსაც ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და მისი მშობლიური ენა არ არის ქართული) - 4 სექტემბერი;

გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 4 სექტემბერი;

დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 5 სექტემბერი;

ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 6 სექტემბერი;

ვ) გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება) – 5 სექტემბერი;

ზ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 9 სექტემბერი;

თ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 11 სექტემბერი;

ი) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 12 სექტემბერი;

კ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 13-14 სექტემბერი;

ლ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 15 სექტემბერი;

მ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გასაჩივრება – 18 სექტემბერი;

ნ) აპელაციის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 19 სექტემბერი;

ო) გამოცდა სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება) – 18 სექტემბერი;

პ) ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან - 20-22 სექტემბერი;

ჟ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 25 სექტემბერი.

 

3.განისაზღვროს თსუ-ს ფაკულტეტების მიმღებ კომისიებში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ა) განცხადება თსუ რექტორის სახელზე;

ბ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;

გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

2023 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);

დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი; ე) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ი) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა

სრულად

ბრძანების N:

სტუდენტური კონფერენციის შედეგები 2023

პროფესორ ნოდარ ხადურის ხსოვნისადმი მიძღვნილი სტუდენტური კონფერენციის შედეგები 2023

 

2023 წლის 31 ივლისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დღესთან დაკავშირებით, ჩატარდა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა პროფესორ ნოდარ ხადურის ხსოვნას.

 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტურისა და მაგისტრატურის სტუდენტებმა.

 

კონფერენციაში გამარჯვებულები:

 
I ადგილი - ლევან დგებუაძე

თემა: „ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნების სისტემის რეფორმირება საქართველოს მაგალითზე და მისი გავლენა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე“

ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნაზირა კაკულია


II ადგილი - მიშიკო კილასონია

თემა: „ონლაინ შოპინგისადმი ქართველი მომხმარებლების დამოკიდებულება“

ხელმძღვანელი:  პროფესორი ნუგზარ თოდუა 


III ადგილი - ნინო კულატამიშვილი

თემა: „საქართველოში ეკონომიკურ ზრდასა და საგარეო ვაჭრობას შორის არსებული ურთიერთკავშირის ეკონომეტრიკული ანალიზი“

ხელმძღვანელი: პროფესორი იური ანანიაშვილი


კონფერენციაში მონაწილე ყველა სტუდენტს გადაეცათ სამახსოვრო სერტიფიკატები, ხოლო გამარჯვებულ  სტუდენტებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო.

 

სრულად

ბრძანების N: