Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Excel 2007 ეკონომიკასა და ბიზნესში

წინამდებარე დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია როგორც სტუდენტებისთვის, ისე პედაგოგებისთვისაც (სავარჯიშოების თვალსაზრისით). მთავარი ყურადღება მიმართულია ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროს ამოცანათა გადაწყვეტაზე Excel 2007-ის საშუალებით, თუმცა უნდა ითქვას, რომ მასალა საინტერესო იქნება ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც კი დაინტერესებულია Excel-ის შესწავლით. თვალსაჩინოების მიზნით წიგნში უხვადაა ილუსტრირებული პრაქტიკული ამოცანებისა და მაგალითების რეალიზება, რაც მასალის უკეთ გააზრებასა და განმტკიცებაში დაეხმარება მკითხველს.
წიგნი შედგება ორი ნაწილისგან, პირველ ნაწილში (Excel-ის საფუძვლები) ექსელის შესწავლა იწყება ნულოვანი დონიდან, ნაბიჯ-ნაბიჯ, საფუძვლიანად, თუმცა უკვე პირველივე ნაწილში განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა მონაცემთა დახარისხება მრავალი ნიშნის მიხედვით, ფილტრაცია, გაფართოებული ფილტრაცია, ქვეჯამების გამოთვლა, სტატისტიკური თუ ფინანსური ფუნქციები და ა. შ. ექსელის მეორე ნაწილი მოიცავს მონაცემთა ანალიზის საშუალებებს, აღწერით სტატისტიკას, ოპტიმიზაციის ამოცანების გადაწყვეტას, დინამიურ ცხრილებს, მონაცემთა კონსოლიდაციას, სცენარების მენეჯერს და ა.შ.
წიგნი მომზადდა სტუდენტთა მოთხოვნების გათვალისწინებით, აპრობირებულია ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აგრარული უნივერსიტეტის I და III კურსის სტუდენტთა მიერ და იმედია სხვა სტუდენტთა მოლოდინსაც გაამართლებს.

isbn :
ფასი: 0₾



მსგავსი წიგნები