სახელმძღვანელოში განხილულია მინერალთა და ქანთა შესწავლისა და დიაგნოსტიკის კრისტალოოპტიკური და მიკროსკოპიული მეთოდები; ვრცლად არის წარმოდგენილი მაგმური ქანების კლასიფიკაციის, ნომენკლატურის, აგებულების, შედგენილობის, წარმოშობის პირობების, სტრუქტურულ-ტექსტურული თავისებურებების, წოლის ფორმების, გავრცელების კანონზომიერებისა და პრაქტიკული გამოყენების საკითხები; დეტალურად არის აღწერილი ქანთა ცალკეული პეტროქიმიური ჯგუფები; მოცემულია მაგმიდან მინერალთა კრისტალიზაციის თანამიმდევრობის ამსახველი დიაგრამები; გაანალიზებულია პირველადი და მეორეული მაგმების წარმოშობისა და ბუნებაში მაგმურ ქანთა მრავალსახეობის არსებობის მიზეზები; ვრცლად არის დახასიათებული განსხვავებულ გეოდინამიკურ ვითარებაში გამოვლენილი მაგმატიზმის პეტროლოგიური თავისებურებანი. სახელმძღვანელოს შინაარსი და სტრუქტურა შეესაბამება გეოლოგიის სპეციალობის ბაკალავრიატის – „მაგმური ქანების პეტროლოგიის“ – კურსის სილაბუსს. სახელმძღვანელო განკუთვნილია უნივერსიტეტის გეოლოგიური სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის; მას გამოიყენებენ მაგისტრანტები, დოქტორანტები, პრაქტიკოსი გეოლოგები და მაგმური ქანების შესწავლით დაინტერესებული პერსონები.