Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
PERMzqmQ1545210727.svg
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორია 1918 წლიდან იწყება და ქართული უნივერსიტეტის გახსნას უკავშირდება. დღევანდელი სახით ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2005 წელს შეიქმნა ყოფილი ფილოსოფიის, ფილოლოგიის, აღმოსავლეთმცოდნეობის, ისტორიის, დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტების ბაზაზე. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მისიაა ტოლერანტული და კონკურენტუნარიანი სასწავლო და კვლევითი გარემოს შექმნა; ინტელექტუალური, მოქალაქეობრივი, კულტურული და მორალურ-ზნეობრივი ფასეულობების დანერგვა; კვლევის შედეგებისა და სწავლების თანამედროვე მეთოდების ინტეგრირება საუნივერსიტეტო სივრცეში. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამოცანაა ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების მხარდაჭერა, სასწავლო პროცესის მუდმივი სრულყოფა; იდეების თავისუფლების, შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების განვითარების ხელშეწყობა; ერთი მხრივ, ტრადიციების შენარჩუნება და გადაცემა, ხოლო მეორე მხრივ, ინოვაციებისა და თანამედროვე გამოწვევების მიღება და საზოგადოების აქტუალური და ცვალებადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პრიორიტეტია ჰუმანიტარულ დარგებში მეცნიერული კვლევების განვითარება და კვლევაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო საქმიანობა.

ნატო ფერაძის სადისერტაციო ნაშრომის „კონცეპტუალური მეტაფორა 21-ე საუკუნის ბრიტანულ საბავშვო გოთიკურ ლიტერატურაში’’ საჯარო დაცვა.

27/02
2025

ეკატერინე გამრეკელაშვილის სადისერტაციო ნაშრომის „ლუდვიგ ვიტგენშტაინის ეპისტემოლოგია და მნიშვნელობის თეორია“ საჯარო დაცვა.

25/02
2025

ფილოლოგია (თარგმანმცოდნეობა) სამეცნიერო-კვლევითი პროექტი

27/12
2024

ნია ლომოურის სადისერტაციო ნაშრომის „ფილიგრანი XIX-XX საუკუნეების ქართულ ლითონ მქანდაკებლობაში“ საჯარო დაცვა.

06/12
2024

კოტე ლომიძის სადისერტაციო ნაშრომის „ვეფხისტყაოსნის“ რეცეფცია ქართველ მოდერნისტთა პოეზიაში“ საჯარო დაცვა.

05/11
2024

მაგული ღამბაშიძის სადისერტაციო ნაშრომის „მოდალური სემანტიკის გამოხატვა ძველ ქართულ ენაში“ საჯარო დაცვა.

10/12
2024

ფილოლოგია (იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება) კოლოკვიუმი

18/10
2024

 გიორგი ჯღარკავას სადისერტაციო ნაშრომის „ქართველურ ენათა ანდაზების სტრუქტურულ-სემანტიკური ანალიზი“  საჯარო დაცვა.

08/10
2024

 ირაკლი ირემაძის სადისერტაციო ნაშრომის „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სოციალური პოლიტიკა“ საჯარო დაცვა.

15/10
2024

დოქტორანტ ანნა ცანავასსადისერტაციო ნაშრომის  "სივრცის ფენომენი ესქილეს ტრაგედიებში" საჯარო დაცვა

31/07
2024