Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ამერიკული ფილოსოფია

ნაშრომი მიზნად ისახავს ამერიკული ფილოსოფიის საფუძვლების შესწავლას. მასში ეტაპობრივად განხილულია ამერიკული ფილოსოფიის ფორმირების რთული გზა, ძირითადი ფილოსოფიური სკოლები, მიმდინარეობები და იმ ამერიკელ ფილოსოფოსთა ნააზრევი, რომელთა შენატანი მსოფლიო ფილოსოფიური აზრის ისტორიაში განსაკუთრებულია. ნაშრომში ამერიკული ფილოსოფიის საკვანძო მომენტები ერთიანი სახითაა წარმოჩენილი.
წიგნი ამერიკით დაინტერესებულ მკითხველს დაეხმარება აშშ-ის რთულ და მრავალწახნაგა ფილოსოფიურ ცხოვრებაში ორიენტირებაში. იგი შეძლებს, მიჰყვეს იდეათა თავგადასავალს ამერიკაში. წიგნი გათვალისწინებულია როგორც პროფესიონალი ამერიკისმცოდნეებისა და ფილოსოფოსებისათვის, ასევე მკითხველთა ფართო წრისათვის, მაგრამ ნაშრომის მთავარი სამიზნე ჯგუფია სტუდენტი-ახალგაზრდობა.
წინამდებარე წიგნის - როგორც სახელმძღვანელოს - გამო ყენება შეუძლიათ თსუ ამერიკისმცოდნეობისა და ფილოსოფიის პროგრამის სტუდენტებს, ასევე ყველა იმ სტუდენტს, ვინც დაინტერესებულია შეერთებული შტატების ფილოსოფიითა და კულტურით და ესწრება სალექციო კურსებს ამერიკულ ფილოსოფიაში და პრაგმატიზმში.
ავტორი მადლობას უხდის კოლეგებს _ ფილოსოფოსებს, ამერიკისმცოდნეებს, სტუდენტებს სასარგებლო რჩევებისა და რეკომენდაციებისთვის; ასევე, უნივერსიტეტის გამომცემლობას მაღალპროფესიული დახმარებისთვის.

isbn : 978-9941-13-779-2
ფასი: 0₾



მსგავსი წიგნები