თსუ პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრირებულ აპლიკანტთა საყურადღებოდ
პროფესიული პრაქტიკა ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში
თსუ პროფესიული სტუდენტები Erasmus+ ტრენინგ კურსზე სომხეთს ეწვივნენ
„საფინანსო სერვისები“-ს სტუდენტები პრაქტიკის ობიექტზე
პროფესიული სტუდენტები ქუთაისის თოჯინების თეატრში
სს „კრედო ბანკმა“ თსუ პროფესიული სტუდენტები დაასაქმა
თსუ პროფესიული სტუდენტები თბილისის „გეზ“-ში
პროფესიული სტუდენტები ეროვნულ არქივს ეწვივნენ
მომავალი მებაჟე-ოფიცრები პრაქტიკულ გამოცდილებას იღებენ
მომავალი ღონისძიების ორგანიზატორები პრაქტიკულ გამოცდილებას იღებენ
ALUMNI
„გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ თსუ პროფესიული განათლების ცენტრში მიღებული თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ძალიან მეხმარება ყოველდღიურ საქმიანობაში“,-ამბობს თამთა ბასილაძე. ის ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის თანამშრომელია. თამთა ბასილაძე თსუ პროფესიული განათლების ცენტრის (ქუთაისი) 2022 წლის კურსდამთავრებულია.
პროფესიული პროგრამაზე „ღონისძიების ორგანიზება“ სწავლისას მიღებული ცოდნა და გამოცდილება თამთას ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია. პროფესიული განათლების მიღების გადაწყვეტილებით დღესაც კმაყოფილია და სხვებსაც ურჩევს - „ამჟამად ვმუშაობ ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილებაში, სადაც რეგულარულად ვახორციელებთ ღონისძიებებს, ვაორგანიზებთ, მხარს ვუჭერთ ან ფინანსურად ვუზრუნევლყოფთ მათ. შესაბამისად, ჩართული ვარ ღონისძიების ორგანიზების სხვადასხვა კომპონენტში. ვინც ამ სფეროთი არის დაინტერესებული, ვურჩევ არ დაკარგოს დრო და მიიღოს პროფესიული განათლება“.
სალომე მუსელიანი თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2022 წლის კურსდამთავრებულია. სალომე ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია „გლოუ (გოგონები მსოფლიოს ლიდერები) საქართველოს“ გუნდის წევრია, სადაც პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით მუშაობს.
სალომემ პროფესიული განათლების მიღება უცებ გადაწყვიტა, რაც ღონისძიებების ორგანიზებაში პრაქტიკული გამოცდილების მიღების და ამ მიმართულებით განვითარების სურვილმა განაპირობა. „მოულოდნელად გამოჩენილი შესაძლებლობა ხელიდან არ გავუშვი. სწორედ ასე, თსუ-ში საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის ბოლო წელს, პარალელურად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცენტრში პროფესიული ცოდნის მიღებაც გადავწყვიტე. ნამდვილად არ შევმცდარვარ არჩევანის გაკეთებისას. აქ დამხვდნენ პროფესიონალი ლექტორები, რომლებიც არც დროს და არც რესურსს იშურებდნენ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი და სასარგებლო ინფორმაცია მოეწოდებინათ. განსაკუთრებით საინტერესო მათი პრაქტიკული ცოდნა-გამოცდილებიდან ისტორიების მოსმენა იყო“, - განაცხადა სალომე მუსელიანმა.
პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა მისთვის სასარგებლო და შედეგიანი აღმოჩნდა. მისივე სიტყვებით, „ღონისძიებების ორგანიზება და ამ მიმართულებით მენეჯმენტი ჩემი პროფესიული საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. პროფესიულ სასწავლებელში მიღებული ცოდნა-გამოცდილება კი ძალიან მეხმარება არამარტო პროფესიულ, არამედ ყოველდღიურ საქმიანობაშიც“.
სალომე მუსელიანი არასამთავრობო ორგანიზაციაში, აშშ საელჩოსთან თანამშრომლობით, გოგონების გაძლიერებისა და ხელშეწყობისთვის ახორციელებს ბანაკებს, კონფერენციებსა და პროექტებს, რათა ისინი გახდნენ საკუთარი თემის უფლებამოსილი და ინფორმირებული ლიდერები. ასევე თითქმის ერთი წელია დასაქმებულია „თიბისი ბანკში“, ბიზნეს მხარდაჭერის გუნდში, სადაც ბიზნესის განვითარების პროგრამის ფარგლებში საგანმანათლებლო ტიპის ღონისძიებებსა და კამპანიებს გეგმავს. ამ საქმიანობასთან ერთად სალომე კვლავ აქტიურად მუშაობს ივენთ/პროექტ მენეჯმენტის მიმართულებით პროფესიულ განვაითარებაზე.
ნანული ოდიკაძე ადიგენის რაიონის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკარია. ნანული თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2020 წლის კურსდამთავრებულია.
პროფესიულ პროგრამაზე „საბიბლიოთეკო საქმე“ სწავლა პროფესიული შესაძლებლობების განვითარებისთვის გადაწყვიტა. „ჩემი მომავალი საქმიანობის განვითარებისთვის ყველაზე კარგი შესაძლებლობები თსუ-ში იყო, ამიტომ გადავწყვიტე პროფესიული განათლების ცენტრისთვის მიმემართა“,-აღნიშნა ნანული ოდიკაძემ.
მისმა მოლოდინმაც გაამართლა. პროფესიულ პროგრამაზე მიღებულ ცოდნას საყვარელ საქმიანობაში იყენებს. „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მირებულ ცოდნას ვიყენებ ჩემს საქმიანობაში, რომელიც ძალიან მომწონს“,-განაცხადა ნანული ოდიკაძემ.
მაია ლეთოდიანი თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2022 წლის კურსდამთავრებულია. პროფესიული პროგრამა „საფინანსო სერვისები“ მისთვის საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა. დღეს მაიას საკუთარ მცირე კომპანიას უძღვება ფარმაციის სფეროში. „ვმუშაობ სხვა ობიექტებზეც. მაქვს უშუალო შეხება როგორც ფარმაციასთან, ასევე ფინანსებთან“-განაცხადა მან.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიაში ბუღალტერიც ყავდათ, გადაწყვიტა რომ თავადაც გარკვეულიყო საფინანსო საკითხებში და პროფესიის შესასწავლად თსუ პროფესიული განათლების ცენტრს მიმართა. ეს კი, მისივე სიტყვებით, თსუ-ს მიმართ დიდი ნდობით და პატივისცემით იყო განპირობებული.
„გავიღრმავე ცოდნა, გადაწყვეტილებებში უფრო თავდაჯერებული გავხდი და სამსახურებრივი შედეგებიც გავიუმჯობესე. სასწავლო პროგრამის ფარგლებში გვყავდა გამოცდილი ლექტორები, ტრენინგებს გვიტარებდნენ გამოცდილი ბანკირები. გარდა ფინანსებისა, საფუძვლიანად გავიარეთ თანამედროვე მომსახურეობის სფეროს სპეციფიკა, სამართალი, უცხო ენა და სხვა“,-აღნიშნა მაია ლეთოდიანმა. მისივე თქმით, სწროედ პროგრამიდან გამომდინარე შეიცვალა მისი მიდგომა საქმისადმი, მომსახურების ხარისხი და, თავისთავად, საქმიანობის შედეგი.
თამარ ბაგრატიონი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელია. მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილების მიუხედავად მან პროფესიული განათლების მიღება გადაწყვიტა. თამარი თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2020 წლის კურსდამთავრებულია.
თამარ ბაგრატიონი თსუ-ში 2002 წლიდან მუშაობს, 2007 წლიდან კი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ბიბლიოთეკას და სამკითხველო დარბაზს უძღვება. „მრავალწლიანი მუშობის დროს მიღებული გამოცდილებისა და ცოდნის მიუხედავად მსურდა კიდევ უფრო ღრმად შემესწავლა ეს პროფესია და მქონოდა ცოდნის დამადასტურებელი შესაბამისი დიპლომი. როდესაც უნივერსიტეტში შეიქმნა პროფესიული განათლების ცენტრი და გამოცხადდა მიღება საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,საბიბლიოთეკო საქმე“, ჩემი ხელმძღვანელის, ბატონ ზურაბ გაიპარაშვილის რჩევით 2018 წელს ჩავაბარე აღნიშნულ პროგრამაზე“,-განაცხადა თამარ ბაგრატიონმა.
საბიბლიოთეკო საქმის პროფესიული პროგრამის ფარგლებში მიღებულ ცოდნას თამარი დღესაც იყენებს ყოველდღიურ საქმიანობაში.
ნათია ტერელაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ორი პროგრამის(ქუთაისი) კურსდამთავრებულია. ამჟამად, ნათია შპს „ნეოლეთში“ მოლარე-ოპერატორად მუშაობს.
ნათია ტერელაძემ 2021 წელს სწავლა წარმატებით დაასრულა პროფესიულ პროგრამაზე „საოფისე საქმე“, რის შემდეგაც კიდევ ერთ პროგრამაზე გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება. „საფინანსო სერვისები“ მისი მეორე არჩევანი იყო.
„ნეოლეთი“, სადაც ვმუშაობ, არის ეროვნულის ბანკის მიერ რეგისტრირებული, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, რომელიც 2018 წლიდან ოპერირებს. თსუ პროფესიული განათლების ცენტრში შეძენილ ცოდნას და პრაქტიკას აქტიურად ვიყენებ ჩემს საქმიანობაში“, -აღნიშნა ნათია ტერელაძემ.
ლელა კიზირია გ.ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის ბიბლიოთეკაში მუშაობს. ლელა თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2018 წლის კურსდამთავრებულია.
„ყოველთვის მინდოდა ბიბლიოთეკარობა, რადგან ახლოსაა ჩემ პირველ პროფესიასთან -ისტორიკოსობასთან. როგორც კი მომეცა ამის შესაძლებლობა, გამოვიყენე“,-განაცხადა მან.
ლელა კიზირიას თქმით, პროფესიული პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა ძალიან გამოადგა დღევანდელ საქმიანობაში. „ჩემთვის ეს ახალი ცოდნა იყო, პრაქტიკული მეცადინეობები თსუ-ს ბიბლიოთეკაში ყველაზე მეტად სასარგებლო აღმოჩნდა, რადგან ასე უფრო მარტივია ცოდნის მიღება“,-აღნიშნა მან.
თეონა მაისურაძე თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2022 წლის კურსდამთავრებულია. პროფესიულ პროგრამაზე „საფინანსო სერვისები“ მიღებული განათლება მისი წარმატებული კარიერის წინაპირობა გახდა.
როგორც ამბობს, სწორედ თსუ პროფესიული განათლების ცენტრში (ქუთაისი) მიღებულმა ცოდნამ შეუწყო ხელი დასაქმებაში. „მიღებული ცოდნა პირდაპირ კავშირშია ჩემს საქმიანობასთან. მადლობა რომ ამის შესაძლებლობა მომეცით“,-განაცხადა თეონა მაისურაძემ.
თეონა დღეს „კრედო ბანკის“ გაყიდვების ოფიცერი, მერჩანტია. ამავდროულად, მუშაობს „NITA HOME“-ში მენეჯერის თანამდებობაზე.
„განათლების მიღების მხრივ ჩემთვის ყველაზე გამორჩეული პერიოდი იყო პროფესიულ პროგრამაზე სწავლა, რადგან აქ შესწავლილმა უფრო მეტად გამისისხლხორცა აღმზრდელობითი საქმიანობის სიყვარული. სიყვარულისა და ჰუმანურობის ენით სწავლება დღეს ჩემი მთავარი კრედოა“,- ნანა ჩადუნელი თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2021 წლის კურსდამთავრებულია. დღეს ნანა თბილისის 56-ე საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელია.
2016 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული მეცნიერებათა ფაკულტეტი. თუმცა, მისი ბავშვობის ოცნება იყო ბავშვებთან მუშაობა, შეესწავლა პედაგოგიკა და თავისი წვლილი შეეტანა მომავალი თაობის აღზრდაში.
„არ შემეძლო ჩემთვის შემენახა დიდი სიყვარული ბავშვებისადმი. ამიტომ, ჩემი ეს მისწრაფება და დაუოკებელი სურვილი განვახორციელე თსუ პროფესიული განათლების ცენტრში ჩაბარებით. უკვე სამი შვილის დედა გახლდით, მაგრამ იმდენად მსურდა კვალიფიციურ დონეზე შემესწავლა ეს პროფესია, ვფიქრობ, ყველაზე სწორი ნაბიჯი გადავდგი ამ პროგრამაზე ჩაბარებით,“-აღნიშნა ნანა ჩადუნელმა.
ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში დასაქმდა კერძო საბავშვო ბაგა-ბაღში, სადაც წარმატებულად გაართვა თავი ახალ პროფესიას. ამჯერად უკვე საჯარო სექტორშია დაკავებული. თვლის, რომ ამ პროფესიამ ბედნიერი გახადა და მისცა შესაძლებლობა თავისი წვლილი შეიტანოს ბედნიერი თაობების აღზრდაში. „დღეს მე ვეღარ წარმომიდგენია ცხოვრება ამ პროფესიის გარეშე. ამაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით იმ ადამიანებს, რომელთა ლექციებიც იყო არა მარტო პროფესიული თვალსაზრისით საუკეთესო, არამედ ყველაზე დიდი მოტივაციის და ძალის მომცემი ჩემთვის. როდესაც პროფესიას გასწავლიან სიყვარულისა და მეგობრობის ენით, ასევე ყალიბდები მომავალში და იგივეს გადასცემ აღსაზრდელებს“,-განაცხადა ნანა ჩადუნელმა.
თამარ ნებიერიძე თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2021 წლის კურსდამთავრებულია. ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგის პროფესიისადმი ინტერესი რეალობად აქცია და უკვე 2 წელია „ათასწლეულის“ საბავშვო ბაღში მუშაობს.
„პროგრამაზე სწავლის პროცესში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ეს სწორედ ჩემი რჩეული პროფესია იყო. სწავლის დასრულებისთანავე დავიწყე ბაღში მუშაობა და უკვე 2 წელია ვმუშაობ ათასწლეულის საბავშვო ბაღში აღმზრდელად. სწავლის პროცესში მიღებული ცოდნა ძალიან დამეხმარა ბავშვებთან ურთიერთობაში, სასწავლო პროცესის მართვასა და დაგეგმვაში.“,-აღნიშნა თამარ ნებიერიძემ.
თამარმა 2017 წელს ბიოლოგიის საბაკალვრო პროგრამა დაასრულა თსუ-ში. პროფესიული განთლების მიღების შემდეგ კი კვლავ უნივერსიტეტში, განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლა. მისი თქმით, ამით კიდევ უფრო გაიღრმავა ცოდნა განათლების მიმართულებით.
„ეს არის მრავალფეროვანი და საინტერესო პროფესია, რომელიც სიყვარულით გავსებს, სულ გიწევს ისწავლო და განვითარდე, ჩემი სურვილია ბავშვებს შევუქმნა მრავალფეროვანი და განმავითარებელი გარემო, რომელშიც თავს ლაღად და ბედნიერად იგრძნობენ“,-განაცხადა თამარ ნებიერიძემ.
List of training programs
Browse Programs