Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საახალწლო სურვილი 3 - მეტი ქალი საუნივერსიტეტო სპორტში!

მე­გი მი­ქა­ბე­რი­ძე, თსუ-ის სტუ­დენ­ტი:

 

– ძა­ლი­ან მინ­და, უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში დი­დი და­ხუ­რუ­ლი სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზი რომ იყ­ოს ხელ­მი­საწ­ვდო­მი და სტუ­დენ­ტს ნე­ბის­მი­ერ დროს შე­ეძ­ლოს შეს­ვლა, ვარ­ჯი­ში, თა­მა­ში, დრო­ის სა­სი­ამ­ოვ­ნოდ და­ხარ­ჯვა (ვგუ­ლის­ხმობ სარ­ბენ ბი­ლი­კებს და სხვა აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა­საც). მითხრეს, რომ მე­ორე კორ­პუს­ში არ­ის პა­ტა­რა დარ­ბა­ზი, მაგ­რამ, რო­გორც ვი­ცი, იქ მხო­ლოდ კა­ლათ­ბურ­თის ან ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში შე­იძ­ლე­ბა. კარ­გი იქ­ნე­ბო­და გო­გო­ნე­ბის კა­ლათ­ბურ­თის ან სპორ­ტის სხვა სა­ხე­ობ­ის გუნ­დე­ბის შექ­მნა. კარ­გი იქ­ნე­ბა უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში იყ­ოს ქალ­თა ნაკ­რე­ბე­ბი.

 

ლა­შა სა­ღი­ნა­ძე, თსუ-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი:

 

– იც­ით, რომ ჩვენ­თან მუ­შა­ობს სპორ­ტის და კულ­ტუ­რის დე­პარ­ტა­მენ­ტი და გვყავს მას­თან არ­სე­ბუ­ლი სპორ­ტუ­ლი გუნ­დე­ბი. თუ არ ვცდე­ბი, მშვილ­დოს­ნო­ბა­სა და ფრენ­ბურ­თში ქალ­თა გუნ­დი გვყავს. ცო­ტა ხნის წინ გვქონ­და სა­უბ­არი დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­თან და მითხრა, რომ სტუ­დენ­ტთა გარ­კვე­ულ­მა ჯგუფ­მა გა­მოთ­ქვა სურ­ვი­ლი, რომ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ქალ­თა ფეხ­ბურ­თის გუნ­დი შექ­მნი­ლი­ყო. თვი­თო­ნაც გა­ხა­რე­ბუ­ლი იყო ამ ფაქ­ტით და მეც, რა თქმა უნ­და, მზა­ობა და­ვუ­დას­ტუ­რე და ჩვენ ამ­ას გან­ვა­ხორ­ცი­ელ­ებთ. თუ­კი რა­იმე მი­მარ­თუ­ლე­ბით იქ­ნე­ბა სტუ­დენ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სურ­ვი­ლი, ცალ­სა­ხად მხარს და­ვუ­ჭერთ, რომ მათ ხე­ლი შე­ვუწყოთ კონ­კრე­ტუ­ლი გუნ­დის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში.

 

რაც შე­ეხ­ება შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რის შექ­მნას, ეს იქ­ნე­ბა სატ­რე­ნა­ჟო­რო დარ­ბა­ზი თუ სხვა, მე­ორე კორ­პუს­ში რე­მონ­ტის შე­დე­გად გა­კეთ­და ორი დარ­ბა­ზი. ას­ევე, მაღ­ლივ კორ­პუს­ში გვაქ­ვს შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რა, რო­მე­ლიც ეხ­ლა გა­ვა­რე­მონ­ტეთ და იქ­აც მო­ეწყო­ბა შე­სა­ბა­მი­სი გა­რე­მო სა­იმ­ის­ოდ, რომ სტუ­დენ­ტებს ჰქონ­დეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა სპორ­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბით და­კავ­დნენ.

 

გვაქ­ვს სურ­ვი­ლი იმ­ისა, რომ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ტე­რი­ტო­რი­აზე ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო ფიტ­ნეს–დარ­ბა­ზი გა­ვა­კე­თოთ. ჩვენ ეს ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი გვქონ­და ახ­ალ სტუ­დენ­ტურ საცხოვ­რე­ბელ­ში, რო­მე­ლიც მაღ­ლივ კორ­პუს­თან უნ­და აშ­ენ­ებ­ულ­იყო. ჯერ-ჯე­რო­ბით ეს პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ვნა­ხოთ, სა­ბო­ლოო ჯამ­ში რა გა­მო­ვა.