Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

როგორ ხვდება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ახალ სასწავლო წელს

გვე­სა­უბ­რე­ბა თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის

დე­კა­ნი ნანა გაფრინდაშვილი

 

სექ­ტემ­ბე­რი ის თვეა, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ქვეყ­ნის ყვე­ლა თა­ობ­ის ად­ამი­ან­ის ცნო­ბი­ერ­ებ­აში ტრა­დი­ცი­ულ­ად სწავ­ლის დაწყე­ბას, ე.ი. ახ­ლის ძი­ებ­ას უკ­ავ­შირ­დე­ბა. სწავ­ლის დაწყე­ბა ყვე­ლა დღე­სას­წა­ულ­ის­აგ­ან გა­მორ­ჩე­ული დღე­სას­წა­ულია. იგი ერ­თნა­ირ­ად ძვირ­ფა­სია ყვე­ლა­სათ­ვის, ვი­საც ოდ­ეს­მე უს­წავ­ლია ან უს­წავ­ლე­ბია, ვინც ახ­ლა სწავ­ლობს ან ას­წავ­ლის.

 

პრო­ფე­სო­რე­ბი­სათ­ვის ეს თა­ვი­ან­თი მოღ­ვა­წე­ობ­ის ახ­ალი ეტ­აპ­ის და­საწყი­სია, სტუ­დენ­ტებ­თან შეხ­ვედ­რის ახ­ალი სი­ხა­რუ­ლია, ბედ­ნი­ერი შან­სი და შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, რა­თა ცოდ­ნის სა­ოც­არი სამ­ყა­როს კა­რი გა­უღ­ონ ახ­ალ­გაზ­რდებს.

 

სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის კი პი­როვ­ნუ­ლი და პრო­ფე­სი­ული ზრდის ახ­ალი ეტ­აპია, ახ­ალი ცოდ­ნის მი­ღე­ბი­სა და სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო ცხოვ­რე­ბა­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბის ახ­ალი სა­შუ­ალ­ებაა.

 

ახ­ალ სას­წავ­ლო წელს ნა­ყო­ფი­ერი და სა­ინ­ტე­რე­სო სა­მუ­შაო გვე­ლის, რა­თა გა­დავ­ჭრათ ჩვენ წი­ნა­შე მდგა­რი აკ­ად­ემი­ური, სა­მეც­ნი­ერო თუ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ული ამ­ოც­ან­ები.

 

ყვე­ლა ჩვენ­განს ვუ­სურ­ვებ დიდ შე­მოქ­მე­დე­ბით წარ­მა­ტე­ბებს, ახ­ალ გა­მარ­ჯვე­ბებ­სა და და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბას.

 

ბუ­ნებ­რი­ვია, ტრა­დი­ცი­ულ­ად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სით­ბო­თი ვუ­ლო­ცავ ახ­ალ სას­წავ­ლო წელს ჩვენს პირ­ველ­კურ­სე­ლებს. წელს ჩვე­ნი ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი 1426 პირ­ველ­კურ­სე­ლი გახ­და, რაც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს. მათ და­ემ­ატ­ება 300-მდე მა­გის­ტრან­ტი და დოქ­ტო­რან­ტი. და­მე­თან­ხმე­ბით, სტუ­დენ­ტთა საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი რა­ოდ­ენ­ობაა ერ­თი ფა­კულ­ტე­ტის მხო­ლოდ პირ­ველ­სე­მეს­ტრე­ლე­ბი­სათ­ვის. იმ­ედი მაქ­ვს, ჩვე­ნი პირ­ველ­კურ­სე­ლე­ბი ჩვე­ნი­ვე დახ­მა­რე­ბით მა­ლე „გა­ში­ნა­ურ­დე­ბი­ან“ და უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი მა­თი ცხოვ­რე­ბის ორ­გა­ნუ­ლი და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­წი­ლი გახ­დე­ბა.

 

ას­ევე დი­დი იმ­ედი მაქ­ვს, ჩვე­ნი ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი, პრო­ფე­სო­რე­ბი და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გა­უფ­რთხილ­დე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს, ყვე­ლა აიც­რე­ბა და გა­ნუხ­რე­ლად და­იც­ავს კო­ვიდ­რე­გუ­ლა­ცი­ებს.

 

სამ­წუ­ხა­როდ, კო­ვი­დი კვლავ სა­ყო­ველ­თაო პრობ­ლე­მა და გა­მოწ­ვე­ვაა. იგი ჩვენს ფა­კულ­ტეტ­საც ის­ევე სტკი­ვა, რო­გორც მთელ სამ­ყა­როს. ჩვენც გვაქ­ვს კო­ვიდ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჩვე­ნი უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დი­ები და ის­ტო­რი­ები, ტკი­ვი­ლი და ცრემ­ლი...

 

თუმ­ცა, გვმარ­თებს, ვი­ყოთ ოპ­ტი­მის­ტე­ბი და ეს მა­გა­ლი­თი მივ­ცეთ მო­მა­ვალ თა­ობ­ას­აც. იმ­ედი მაქ­ვს, მა­ლე და­ვა­მარ­ცხებთ პან­დე­მი­ას და და­ვუბ­რუნ­დე­ბით ერ­თმა­ნეთს, აუდ­იტ­ორი­ებს, ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ებს, სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბა­ზებს, თე­ატ­რებს...

 

გლო­ბა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გარ­და, გვაქ­ვს ჩვე­ნი ლო­კა­ლუ­რი, თუმ­ცა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გა­მოწ­ვე­ვე­ბიც. მო­მა­ვა­ლი წე­ლი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი პრო­ფი­ლის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის სა­აკ­რე­დი­ტა­ციო წე­ლია და მთე­ლი ფა­კულ­ტე­ტი ჩარ­თუ­ლია, რა­თა მომ­ზა­დე­ბუ­ლი შევ­ხვდეთ აკ­რე­დი­ტა­ცი­ას.

 

თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტი, მი­სი პრო­ფე­სუ­რა და ად­მი­ნის­ტრა­ცია მზად არი­ან სას­წავ­ლო წლის და­საწყე­ბად.