Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თეიმურაზ შენგელიას ახალი წელი

წი­ნა­სა­ახ­ალ­წლოდ ძვირ­ფა­სი ჯილ­დო მი­იღო თსუ-ის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა, ეკ­ონ­ომ­იკ­ის მეც­ნი­ერ­ებ­ათა დოქ­ტორ­მა თე­იმ­ურ­აზ შენ­გე­ლი­ამ, რო­მე­ლიც ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მედ­ლით ხელ­დამ­შვე­ნე­ბუ­ლი ხვდე­ბა 2021 წელს.

 

* * *

გაგ­ვიმ­ხი­ლეთ იმ­ედ­ები, რი­თაც ხვდე­ბით ახ­ალ 2021 წელს...

 

ვფიქ­რობ, რომ 2021 წელს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა სა­ბო­ლო­ოდ და­ამ­არ­ცხებს „Covid-19“-ის პან­დე­მი­ას, რა­საც უნ­და მოჰ­ყვეს სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ონ­ომ­იკ­ური აღ­ორ­ძი­ნე­ბა. მი­მაჩ­ნია, რომ 2021 წელს სა­ქარ­თვე­ლომ უნ­და მი­აღ­წი­ოს ეკ­ონ­ომ­იკ­ურ და პო­ლი­ტი­კურ სტა­ბი­ლუ­რო­ბას. ქარ­თველ ხალ­ხს ყოფ­ნის იმ­დე­ნი სიბ­რძნე და გო­ნი­ერ­ება, რომ თა­ვი­სი ფას­და­უდ­ებ­ელი დრო და ენ­ერ­გია მო­ახ­მა­როს ქვეყ­ნის წინ­სვლა­სა და აღ­ორ­ძი­ნე­ბას.

 

ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი ახ­ალ 2021 წელ­საც გა­ნაგ­რძობს დი­ნა­მი­ურ წინ­სვლა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას, ჩვე­ნი პრო­ფე­სუ­რა კი­დევ ერ­თხელ მო­ახ­დენს იმ­ის დე­მონ­სტრი­რე­ბას, რომ ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ერ­ები ყო­ველ­თვის მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან და მზად არი­ან შე­ეჭ­იდ­ონ მსოფ­ლიო დო­ნის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს სა­მეც­ნი­ერო პრობ­ლე­მებს. თსუ კვლა­ვაც გა­აგ­რძე­ლებს მსოფ­ლი­ოს სა­მეც­ნი­ერო სივ­რცე­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცესს. ვფიქ­რობ, რომ თსუ-ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა სა­ბო­ლო­ოდ მი­იღ­ებს გა­დაწყვე­ტი­ლე­ბას მაღ­ლი­ვი კორ­პუ­სის სრუ­ლი რე­აბ­ილ­იტ­აცი­ის შე­სა­ხებ, სა­დაც 2021 პოს­ტპან­დე­მი­ურ წელს ჩვე­ნი ამ­აყი და გუ­ლან­თე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტო­ბა თა­მა­მად შე­აბ­იჯ­ებს.

 

რა პო­ზი­ტი­ვით და­გა­მახ­სოვ­რათ თა­ვი მიმ­დი­ნა­რე წელ­მა?

 

უაღ­რე­სად მძი­მე აღ­მოჩ­ნდა სა­ქარ­თვე­ლო­სა და მსოფ­ლი­ოს­თვის მიმ­დი­ნა­რე წე­ლი. მი­უხ­ედ­ავ­ად ამ­ისა, ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რამ პო­ზი­ტი­ური ხდე­ბო­და. თი­თოეული ჩვენ­თა­გა­ნის­თვის ბუ­ნებ­რი­ვი გახ­და ის ინ­ფორ­მა­ცი­ულ-ვირ­ტუ­ალ­ური გა­რე­მო, რო­მელ­შიც მთე­ლი წე­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ას ვამ­ყა­რებ­დით სტუ­დენ­ტებ­თან. ამ პრო­ცეს­ში საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო და პო­ზი­ტი­ური გა­მოც­დი­ლე­ბა შე­ვი­ძი­ნეთ, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნას პოს­ტპან­დე­მი­ურ პე­რი­ოდ­ში. ჩა­ტარ­და არა­ერ­თი ონ­ლა­ინ კონ­ფე­რენ­ცია, სა­მეც­ნი­ერო ფო­რუ­მი, სა­დაც ქარ­თვე­ლი და უცხო­ელი მეც­ნი­ერ­ები ერ­თმა­ნეთს უზი­არ­ებ­დნენ იმ გა­მოც­დი­ლე­ბას, რო­მე­ლიც და­უგ­როვ­დათ მსოფ­ლიო პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლა­ში. და­დე­ბი­თია ის­იც, რომ მი­უხ­ედ­ავ­ად ამ არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი პი­რო­ბე­ბი­სა, ჩვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე, იჩ­ენ­დნენ მა­ღალ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­სა და თვით­შეგ­ნე­ბას.

 

პო­ზი­ტი­ურ­ად აღ­ვიქ­ვამ იმ­ას­აც, რომ სახ­ლში იძ­ულ­ებ­ითი ყოფ­ნის გა­მო მო­მე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა — ჩემს უცხო­ელ კო­ლე­გებ­თან ერ­თად გა­მო­მე­ცა არა ერ­თი წიგ­ნი თუ სა­მეც­ნი­ერო სტა­ტია. ნი­შან­დობ­ლი­ვია ის­იც, რომ მე და ჩემ­მა კო­ლე­გებ­მა და­ვას­რუ­ლეთ მუ­შა­ობა უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვან და სა­ინ­ტე­რე­სო საგ­რან­ტო პრო­ექ­ტებ­ზე, რომ­ლე­ბიც ეხ­ებ­ოდა სა­ქარ­თვე­ლო­ში ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის, რუ­სე­თის მი­ერ სა­ქარ­თვე­ლოს ოკ­უპ­ირ­ებ­ული ტე­რი­ტო­რი­ებ­ის ეკ­ონ­ომ­იკ­ური ექ­სპან­სი­ის სა­კითხებს. უდ­ავ­ოდ დიდ მოვ­ლე­ნად აღ­ვიქ­ვი ჩე­მი და­ჯილ­დო­ება აკ­ად­ემ­იკ­ოს პა­ატა გუ­გუშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის მედ­ლით, რაც მეტ ენ­თუ­ზი­აზ­მს მა­ტებს ჩემს საქ­მი­ან­ობ­ას. ად­ამი­ან­ის მო­რა­ლუ­რი სტი­მუ­ლი­რე­ბა, მი­სი მრა­ვალ­წლი­ანი შრო­მის და­ფა­სე­ბა უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რაც ახ­ალ ჰო­რი­ზონ­ტებს ხსნის თი­თოეული ჩვენ­თა­გა­ნის სა­მეც­ნი­ერო და შე­მოქ­მე­დე­ბით საქ­მი­ან­ობ­აში.

 

უზ­ომ­ოდ გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მედ­ლით და­ჯილ­დო­ვე­ბის გა­მო. თსუ მე­დალს ან­იჭ­ებს სა­ქარ­თვე­ლოს ან უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს, რო­მელ­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დამ­სა­ხუ­რე­ბა მი­უძ­ღვის ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­მეც­ნი­ერო და სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებს შო­რის სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვი­თი საქ­მი­ან­ობ­ის ხელ­შეწყო­ბა­ში. მინ­და, უღ­რმე­სი მად­ლო­ბა მო­ვახ­სე­ნო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის რექ­ტორს, ბა­ტონ გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძეს, აკ­ად­ემი­ური და ფა­კულ­ტე­ტის საბ­ჭოს წევ­რებს, ფა­კულ­ტე­ტის დე­კანს გი­ორ­გი ღა­ღა­ნი­ძეს ჩე­მი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი შრო­მის და­ფა­სე­ბი­სათ­ვის...

 

რო­გორ და რით გა­ილ­ამ­აზ­ებთ პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში სა­ახ­ალ­წლო ღა­მეს?

 

სა­ახ­ალ­წლო ღა­მე ყო­ველ­თვის მო­ლო­დი­ნე­ბით არ­ის აღ­სავ­სე. ამ­ას ჩვენ ვეჩ­ვე­ვით ბავ­შვო­ბის ას­აკ­იდ­ან, რო­დე­საც სულ­მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბით ახ­ალი წლის დად­გო­მას და თოვ­ლის ბა­ბუ­ის სა­ნატ­რელ სა­ჩუ­ქარს. ყვე­ლა ოჯ­ახს აქ­ვს თა­ვი­სი რი­ტუ­ალ­ური სის­ტე­მა, რო­მელ­საც ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იძ­ენს. ამ მხრივ გა­მო­ნაკ­ლი­სი არც ჩვე­ნი ოჯ­ახია. ტრა­დი­ცი­ულ­ად ძა­ლი­ან მა­ხა­რებს ჩვე­ნი ოჯ­ახ­ის ყვე­ლა წევ­რის ერ­თად შეკ­რე­ბა; გან­სა­კუთ­რე­ბით ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა და ძვირ­ფა­სი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის სტუმ­რო­ბა, რომ­ლე­ბიც სულ­მო­უთ­მენ­ლად ელ­ოდ­ები­ან ჩემ­ში გან­სა­ხი­ერ­ებ­ულ თოვ­ლის ბა­ბუ­ას და სა­ახ­ალ­წლო სა­ჩუქ­რის რი­ტუ­ალს. უყ­ურ­ადღე­ბოდ არ ვტო­ვებ არ­ავ­ის, ვინც მიყ­ვარს და ვი­საც ვა­ფა­სებ. ახ­ლობ­ლის სა­ახ­ალ­წლო სა­ჩუ­ქა­რი, თუნ­დაც უმ­ნიშ­ვნე­ლო, გა­მო­ხა­ტავს ყუ­რადღე­ბა­სა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას. და­ნარ­ჩე­ნი, რო­გორც ყვე­ლა ტრა­დი­ცი­ულ ქარ­თულ ოჯ­ახ­ში, თა­ვი­სი რი­გით მი­დის: სა­ახ­ალ­წლო სუფ­რა, ერ­თმა­ნე­თის და­ლოც­ვა, მაშ­ხა­ლე­ბი, სან­თლე­ბი და შუშ­ხუ­ნე­ბი, ბევ­რი სი­ხა­რუ­ლი და, რაც მთა­ვა­რია, უკ­ეთ­ესი მო­მავ­ლის იმ­ედ­ები. სა­ახ­ალ­წლო ღა­მეს ჩვენს ოჯ­ახ­ში ინ­თე­ბა ტრა­დი­ცი­ული სა­ახ­ალ­წლო ბუ­ხა­რი, რო­მელ­საც საკ­რა­ლუ­რი, მა­გი­ური ძა­ლა გა­აჩ­ნია. ყვე­ლა დღე­სას­წა­ულ­იდ­ან ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­ული და სა­სურ­ვე­ლი მა­ინც ახ­ალი წე­ლია.

 

* * *

მინ­და, ძვირ­ფა­სო სტუ­დენ­ტე­ბო, კო­ლე­გე­ბო, მე­გობ­რე­ბო, მო­გი­ლო­ცოთ დამ­დე­გი შო­ბა-ახ­ალი წე­ლი. ფეხ­ბედ­ნი­ერი ყო­ფი­ლი­ყოს ის თქვენ­თვის და თქვე­ნი ოჯ­ახ­ებ­ის­თვის! მინ­და, გი­სურ­ვოთ ახ­ალი წარ­მა­ტე­ბე­ბი თქვენს შე­მოქ­მე­დე­ბით და სა­მეც­ნი­ერო მოღ­ვა­წე­ობ­აში. მინ­და, მი­ვუ­ლო­ცო ახ­ალი წე­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით, ჩემს მშობ­ლი­ურ ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტეტს, მის შე­სა­ნიშ­ნავ სტუ­დენ­ტო­ბას, თი­თოეულ თა­ნამ­შრო­მელს. მინ­და, მი­ვე­სალ­მო ჩემს კო­ლე­გებს აკ­ად­ემი­ური საბ­ჭო­დან... ფას­და­უდ­ებ­ელია უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­სი­კე­თოდ თვენს მი­ერ გა­წე­ული და­უღ­ალ­ავი შრო­მა. მინ­და, სი­კე­თე და ბედ­ნი­ერ­ება გი­სურ­ვოთ, კო­ლე­გე­ბო!

 

გან­სა­კუთ­რე­ბით ვუ­ლო­ცავ ახ­ალ წელს გა­ზეთ „თბი­ლი­სის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის“ რე­დაქ­ცი­ას, მის შე­სა­ნიშ­ნავ კო­ლექ­ტივს! 2021 წელს ას­ეთ­ივე შე­მარ­თე­ბით გა­გეგ­რძე­ლე­ბი­ნოთ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის­თვის ეს­ოდ­ენ აუც­ილ­ებ­ელი და სა­შუ­რი საქ­მი­ან­ობა!