Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ახალი გარემო

გვე­სა­უბ­რე­ბა თსუ-ის ეკ­ონ­იმ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის

ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი გი­ორ­გი ღა­ღა­ნი­ძე

 

2021-2022 სას­წავ­ლო წელს ეკ­ონ­იმ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის ბა­კა­ლავ­რი­ატ­ის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­ზე 1350 აბ­იტ­ური­ენ­ტი ჩა­ირ­იცხა (ეკ­ონ­ომ­იკა — 400; ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა — 500, ტუ­რიზ­მი — 300, ეკ­ონ­ომ­იკა (ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი) – 150)). პირ­ველ­სე­მეს­ტრელ­თა დიდ ნა­წილს ერ­ოვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე მა­ღა­ლი აკ­ად­ემი­ური შე­ფა­სე­ბა აქ­ვს მი­ღე­ბუ­ლი. და­ახ­ლო­ებ­ით 47%-მა მო­იპ­ოვა სა­ხელ­მწი­ფო გრან­ტი.

 

თსუ-ის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყო­ველ­წლი­ურ­ად მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი. მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო წელ­საც გა­ნახ­ლდა ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მა და და­ემ­ატა ახ­ალი მო­დუ­ლი — „გლო­ბა­ლურ გა­რე­მო­ში მე­ნეჯ­მენ­ტი“. ცვლი­ლე­ბე­ბია შე­სუ­ლი სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მებ­შიც, კერ­ძოდ, და­ემ­ატა ორი მო­დუ­ლი „ციფ­რუ­ლი ეკ­ონ­ომ­იკა“ (ეკ­ონ­ომ­იკ­ის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა) და „ად­ამი­ან­ური რე­სურ­სე­ბის მარ­თვა“ (ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა).

 

ფა­კულ­ტე­ტი წარ­მა­ტე­ბით ახ­ორ­ცი­ელ­ებს დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო პრო­ცესს, სას­წავ­ლო გან­რი­გი მორ­გე­ბუ­ლია და ად­აპ­ტი­რე­ბუ­ლია რო­გორც დის­ტან­ცი­ურ, ას­ევე ჰიბ­რი­დუ­ლი სწავ­ლე­ბის რე­ჟიმ­ზე. ფა­კულ­ტე­ტის ვებ გვერ­დზე შექ­მნი­ლია ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი სწავ­ლე­ბის პორ­ტა­ლი, სა­დაც ყვე­ლა სტუ­დენ­ტი­სათ­ვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია სას­წავ­ლო კურ­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი ბიბ­ლი­ოთ­ეკა. წარ­მა­ტე­ბით ფუნ­ცი­ონ­ირ­ებს LMS ბა­ზა­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი ელ­ექ­ტრო ჟურ­ნა­ლი, რო­მელ­შიც აის­ახ­ება სტუ­დენ­ტის ყო­ველ­კვი­რე­ული შე­ფა­სე­ბე­ბი. ამ­ავე ბა­ზის სა­შუ­ალ­ებ­ით შე­საძ­ლე­ბე­ლია უკ­უკ­ავ­ში­რი სტუ­დენ­ტს და პე­და­გო­გებს შო­რის, ას­ევე ფა­კულ­ტე­ტის სხვა სტრუქ­ტუ­რულ ერ­თე­ულ­ებ­თან. ყო­ველ­წლი­ურ­ად იზ­რდე­ბა ფა­კულ­ტე­ტის სა­ბიბ­ლი­ოთ­ეკო რე­სურ­სი, რო­გორც ქარ­თუ­ლი, ას­ევე, უცხო­ური სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ერო ლი­ტე­რა­ტუ­რით. მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო წელ­საც ფა­კულ­ტე­ტის ბიბ­ლი­ოთ­ეკა შე­ივ­სო ახ­ალი წიგ­ნა­დი ფონ­დით, ლი­ტე­რა­ტუ­რის დი­დი ნა­წი­ლი გა­ციფ­რე­ბუ­ლია და ხელ­მი­საწ­ვდო­მია ნე­ბის­მი­ერი სტუ­დენ­ტის­თვის. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვი­თი საქ­მი­ან­ობ­ის გა­აქ­ტი­ურ­ება და გან­ვი­თა­რე­ბა. სტუ­დენ­ტე­ბი და პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი აქ­ტი­ურ­ად არი­ან ჩაბ­მულ­ნი სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბის ად­გი­ლობ­რივ, სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო, სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვით პრო­ექ­ტებ­ში, სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცი­ებ­სა და ფო­რუ­მებ­ში. ფა­კულ­ტე­ტი ყო­ველ­წლი­ურ­ად გა­მოს­ცემს სტუ­დენ­ტთა სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცი­ის მოხ­სე­ნე­ბა­თა კრე­ბულს, რო­მე­ლიც ხელს უწყობს სტუ­დენ­ტებ­ში სა­მეც­ნი­ერო მუ­შა­ობ­ის მო­ტი­ვა­ცი­ის გაზ­რდას. აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობა მიმ­დი­ნა­რე წელ­საც გაგ­რძელ­დე­ბა.

 

2021 წლის 25 მარ­ტს მოწ­ვე­ულ ლექ­ტორ­თან მა­იკლ ლუ­კან­თან და­იწყო მუ­შა­ობა საგ­რან­ტო პრო­ექ­ტზე — ISET, რომ­ლის ფარ­გლებ­ში, გერ­მა­ნუ­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით, მოხ­დე­ბა ახ­ალი სას­წავ­ლო კურ­სის ინ­იც­ირ­ება ბიზ­ნე­სის მი­მარ­თუ­ლე­ბის პროგ­რა­მა­ში. ურ­თი­ერ­თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი გა­ფორ­მდა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­სა და რი­ეკ­ის უნ­ივ­ერ­სი­ტეტს შო­რის (University of Rijeka), რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს სტუ­დენ­ტე­ბის გაც­ვლას, ერ­თობ­ლივ პრო­ექ­ტებს, სე­მი­ნა­რებს. აქ­ვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ მომ­ზად­და ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­სა და მონ­ტე­ნეგ­როს უნ­ივ­ერ­სი­ტეტს (University of Montenegro) შო­რის. ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტი ჩარ­თუ­ლია Vitadum Academic და­ნერ­გვის პრო­ექ­ტში (HERD).

 

2021 წლის 5-6 ნო­ემ­ბერს ტარ­დე­ბა VI სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცია: „გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის გა­მოწ­ვე­ვე­ბი ეკ­ონ­ომ­იკ­ასა და ბიზ­ნეს­ში“. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მე­ათე (მაღ­ლივ) კორ­პუს­ში სტუ­დენ­ტე­ბის­თვის სო­ცი­ალ­ური სივ­რცე მო­ეწყო. მაღ­ლი­ვი კორ­პუ­სის ფოიე თა­ნა­მედ­რო­ვე დი­ზა­ინ­ის ავ­ეჯ­ითა და ტექ­ნი­კით აღ­იჭ­ურ­ვა. ახ­ალი გა­რე­მო სტუ­დენ­ტებს კითხვის, დას­ვე­ნე­ბის, სო­ცი­ალ­ური ინ­ტე­რაქ­ცი­ის სა­შუ­ალ­ებ­ას მის­ცემს.

 

თსუ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­შეწყო­ბით ყვე­ლა ძი­რი­თა­დი სას­წავ­ლო და კვლე­ვი­თი სივ­რცე რე­აბ­ილ­იტ­ირ­ებ­ულია. 2022 წე­ლი ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტი­სათ­ვის საიუბილეოა, 2022 წლის 30 ივ­ლისს ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტეტს და­არ­სე­ბი­დან 100 წე­ლი უს­რულ­დე­ბა.