Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ხარისხის უზრუნველყოფის თემატური ჯგუფის მეოთხე სამუშაო შეხვედრა

რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის მიერ დაარსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფის თემატური ჯგუფის მეოთხე სამუშაო შეხვედრა 2020 წლის 19 მაისს ელექრონული პორტალი zoom-ის მეშვეობით გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო თემატური ჯგუფის 65 წევრმა როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, ბატონმა ლაშა მარგიშვილმა, ესტონეთის პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენელმა, ქალბატონმა ლია ლაურიმ და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტმა, ბაბეშ-ბოიოის უნივერსიტეტის პროფესორმა, ქალბატონმა ანკა გრისმა.

შეხვედრის მიზანი იყო კლასტერული აკრედიტაციის თემის განხილვა. ბატონმა ლაშა მარგიშვილმა წარმოადგინა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხედვა კლასტერული აკრედიტაციის შესახებ, უცხოელმა კოლეგებმა კი გაგვაცნეს თუ რა გამოცდილება არსებობს ევროპულ ქვეყნებში ამ მხრივ, რა გზა გაიარეს პროგრამების შეფასების მხრივ ENQA-ს წევრმა ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოებმა და რა დადებითი და ნაკლოვანი მხარეები შეიძლება ქონდეს კლასტერული აკრედიტაციის ცალკეულ ფორმას. (იხ. პრეზენტაციები).

შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ თემატური ჯგუფი შეაფასებს აკრედიტაციის პროცესს და ასევე, შეისწავლის საერთაშორისო გამოცდილებას კლასტერული აკრედიტაციის თემაზე.  მიღებული შედეგების საფუძველზე, მოამზადებს რეკომედნაციებს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის კლასტერული აკრედიტაციის შემუშავებისა და დანერგვის შესახებ.