Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტური პროექტი „კამპანია პლაგიატის წინააღმდეგ“

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მხარდაჭერით თსუ-ს სტუდენტურმა თვითმართველობამ 2019 წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმა და განახორციელა სტუდენტური პროექტი „კამპანია პლაგიატის წინააღმდეგ“. პროექტი მოიცავდა ისეთ აქტივობებს როგორიცაა:  თსუ-ს შვიდივე კორპუსში სტუდენტური აქციისა და  პლაგიატის საწინააღმდეგო საინფორმაციო კამპანიის გამართვა, პლაგიატის საწინააღმდეგო ფლაერების, საინფორმაციო მასალებისა და სასაჩუქრე ბრენდირებული ატრიბუტიკის (მაისური, ჩანთა, კალამი, ბროშები) დარიგება, პლაგიატის თემაზე სტუდენტური ვიქტორინის ჩატარება, ანიმაციური კლიპის მომზადება.