Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სემინარი „სადოქტორო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფა“

2020 წლის 2 - 4 ნოემბერს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF)  ფინანსური მხარდაჭერით ტარდება სემინარი თემაზე: „სადოქტორო პროგრამების  ხარისხის  უზრუნველყოფა“.

 

ტრენინგს უძღვებოდა რუმინეთის ბაბეშ ბოლეს უნივერსიტეტის პროფესორი, გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს  (QAA) დირექტორის მოადგილე  2012-2019 წლებში, გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენელი ბოლონიის სამეთვალყურეო ჯგუფის (BFUG) მეორე სამეთვალყურეო შეხვედრაზე, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტი ანკა გრისი. სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს დირექტორმა, ბატონმა მოჰამედ კეტატამ და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ქალბატონმა ირმა გრძელიძემ.

 

სემინარი მოიცავდა შემდეგ საკითხებს: სადოქტორო პროგრამების დიზაინი, სწავლა-სწავლება სადოქტორო სწავლების საფეხურზე, სადოქტორო სწავლება და აკადემიური და ადმინისტრაციული რესურსები  და ა.შ. სემინარის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა: თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის, სამეცნიერო და სასწავლო დეპარტამენტების თანამშრომლები, პროფესორ-მასწავლებლები, დოქტორანტები, სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელები, სამეცნიერო ხელმძღვანელები  და სხვა დაინტერესებული პირები.

 

სემინარი ჩატარდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით  თსუ-სა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ერთობლივი პროექტის „ხარისხის უზრუნველყოფა და საუნივერსიტეტო მმართველობა“  ფარგლებში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2020 წლის 28-30 სექტემბერს უკვე  ჩატარდა პირველი სემინარი თემაზე: „ხარისხის შიდა უზრუნველყოფა“. მიმდინარე წლის ბოლომდე გათვალისწინებულია კიდევ ერთი სემინარის ჩატარება ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებზე.