Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროექტის SQUARE კონსორციუმის შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა "ერაზმუს+"-ის პროექტის "საქართველოს უნივერსიტეტებში მე-3 მისიის ხარისხის და აქტუალურობის გაძლიერება"  ("Strengthenining the QUAlity and RElevance of the 3rd mission in Georgian Universities" /SQUARE) ფარგლებში პროექტის კონსორციუმის შეხვედრას უმასპინძლა. 

 

შეხვედრა გახსნეს აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, აჭარის ა.რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ კაიკაციშვილმა, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ირმა გრძელიძემ და ბსუ-ს რექტორის მოადგილემ თამარ სირაძემ. სამი დღის განმავლობაში ქართველმა და უცხოელმა დარგის ექსპერტებმა უნივერსიტეტის როლზე საზოგადოების განვითარებაში, ინსტიტუციების გაძლიერებაზე, ხარისხის უზრუნველყოფასა და გამოწვევებზე იმსჯელეს. 

 

პროექტის კოორდინატორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო განხორციელებაში ჩართულია 8 ქართული და 3 ევროპული უნივერსიტეტი, საერთაშორისო სააკრედიტაციო სააგენტო EFMD, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. 


დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.