Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Stimulated Processes in Micro and Nanoelectronics

წინამდებარე სახელმძღვანელო წარმოადგენს ლექციების კურსს, რომელსაც ავტორი კითხულობს წლების განმავლობაში ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე - მაგისტრატურაში „გამოყენებითი ფიზიკის“ მიმართულებით. ბუნებაში და, შესაბამისად, როგორც კერძო შემთხვევაשი მყარ სხეულებში, ხშირადაა არაწონასწორული მოვლენები, რომელთა რელაქსაციისთვის განსაზღვრული დროა საჭირო. შესაძლებელია გარეგანი მოქმედებით ამ მოვლენების დაჩქარება, ანუ სტიმულიაცია ისე, რომ არ დაირღვეს თერმოდინამიკის კანონები, ანუ ფიზიკური პირობების სრული დაცვით. ამიტომ საჭიროა იმ მოვლენების არსის ცოდნა, როცა შესაძლებელია სტიმულაციის განხორციელება. ამიტომ, პროცესების
უკეთ გაგების მიზნით, სახელმძღვანელოשი ჯერ განხილულია, ზოგადად, მოვლენის არსი და შემდეგ - მისი სტიმულაციის პირობები.

 

სახელმძღვანელოשი განხილულია დიფუზიური მოვლენების მიმდინარე პროცესები და მათი მექანიზმები მყარ სხეულებში, კერძოდ, ნახევარგამტარებში და მათ ზედაპირებზე. განხილულია მათი ტემპერატურით, სინათლით დასხივებით და გარე ელექტრული ველით სტიმულიაციის პროცესების მიმდინარეობები; წარმოდგენილია რადიაციის გავლენით არაწონასწორული დეფექტების და სხვადასხვა სახის კომპლექსების შექმნისა და დაშლის თერმული და ათერმული მოვლენები; გამოკვეთილია მინარევი ატომების წვლილი რადიაციით სტიმულირებული პროცესების მიმდინარეობაში; განხილულია სინათლის მოქმედებისას ფოტოელექტრული, კომპტონისა და რამანის ეფექტების არსი; მოცემულია, ფოტონური დამუშავებით სტიმულირებული დიფუზიური პროცესებით, მზის ენერგიის გარდამქმნელის
მიღების ტექნოლოგიური პროცესები; წარმოდგენილია მეტალთა და ნახევარგამტართა ოქსიდების ფორმირების პლაზმური ანოდირების პროცესი, იშვიათმიწათა მეტალებით და ულტრაიისფერი სხივების სტიმულირებით ტექნოლოგია და შესაბამისი მექანიზმები. ბოლოს მოცემულია სხვადასხვა ნივთიერებათა ორ- და სამკომპონენტიანი მინარევებით შეერთების დამახასიათებელი ფაზური დიაგრამები,
რომლითაც ხასიათდება ნებისმიერ აგრეგატულ მდგომარეობაשი მყოფი მასალა სტაციონარულ მდგომარეობაში.
 

სახელმძღვანელო განკუთვნილია შესაბამისი მიმართულების სტუდენტებისა და დოქტორანტებისთვის; სასარგებლო იქნება მიკრო- და ნანოელექტრონიკით დაინტერესებული ყველა მკითხველისთვისაც.

isbn : 978-9941-13-967-3
Price: 0₾



Related Books