სახელმძღვანელო „ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის შესავალი“ განკუთვნილია საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის. მისი მიზანია, სტუდენტი აზიაროს ჟურნალისტიკის თეორიისა და პრაქტიკის საფუძვლებს, განსაზღვროს ამ დისციპლინის მიზანდასახულობა, ფუნქციები და პრინციპები; მისი ადგილი მასობრივი კომუნიკაციის სისტემაში; წარმოაჩინოს თავად მასობრივი კომუნიკაციის არსი და მნიშვნელობა თანამედროვე გლობალიზებულ სამყაროში, მისი განვითარების თავისებურებები და პერსპექტივა; განიხილოს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის სხვა არხების ურთიერთმიმართების ცალკეული ასპექტი და მათი ფუნქციონირების მედიური გამოვლინების სპეციფიკა.