2021 წლის გაზაფხულის სემესტრიდან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის ამოქმედდა არჩევითი კურსი უნგრულ ენაში.
უნგრული ენა A1.1 (რუსული ფილოლოგიის ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში, 5 კრედიტი. ლექტორი: არპად ელეში).
აღნიშნული სასწავლო კურსის არჩევა შეუძლია ნებისმიერი სპეციალობის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტს თავისუფალი კრედიტების ფარგლებში.
დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს:
ტელ.: 25 04 84. ელექტრონული ფოსტა: arpad.eles@gmail.com
Date:
23/02/2021