Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2021 წლის 22 თებერვლის №2478/10, №2479/10 და №2480/10 წერილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 22 თებერვლის №4 სხდომის ოქმის საფუძველზე, 


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


ა) I ნაწილის „ა“ პუნქტის პირველი ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „კომპიუტერული მეცნიერება“ (დანართი 1);
ბ) I ნაწილის „ა“ პუნქტის 87 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა  „კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისურენოვანი)“ (დანართი 293);
გ) I ნაწილის „ა“ პუნქტის 88 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა  „ქიმია (ინგლისურენოვანი)“ (დანართი 294);
დ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-18  ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  „ბიოლოგია“ (დანართი 18);
ე) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 160-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  „ლიტერატურათმცოდნეობა, ტექსტოლოგია  და სარედაქციო-საგამომცემლო საქმე“ (დანართი 160);
ვ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 164-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  „რუსეთისმცოდნეობა“ (დანართი 164);
ზ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 173-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  „კულტურის კვლევები“ (დანართი 173);
თ) VII  ნაწილის „ა“ პუნქტის 191-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ფსიქოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 225);
ი) VII  ნაწილის „ა“ პუნქტის 1931 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ოკუპაციური თერაპია“ (დანართი 292);
კ) VII  ნაწილის „ბ“ პუნქტის 196-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „განათლების ფსიქოლოგია და კვლევა“ (დანართი 230);

ლ) VII  ნაწილის „ბ“ პუნქტის 203-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია“ (დანართი 237);
მ) VII  ნაწილის „ბ“ პუნქტის 205-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „განათლების მეცნიერებები“ (დანართი 239);
ნ) VII  ნაწილის „დ“ პუნქტის 216-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული დამატებითი სპეციალობის პროგრამა „პედაგოგიკა“ (დანართი 250).
ო) VII  ნაწილის „ვ“ პუნქტის 218-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა „მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა „მასწავლებელი““ (დანართი 270).
პ) VII  ნაწილის „ბ“ პუნქტის 2061 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „იურიდიული ფსიქოლოგია“ (დანართი 278);
ჟ) VII  ნაწილის „გ“ პუნქტის 2151 ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „განათლების ფსიქოლოგია“ (დანართი 260);
რ) VII  ნაწილის „ზ“ პუნქტის 220-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა „დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა“ (დანართი 288);
ს) VII  ნაწილის „ზ“ პუნქტის 221-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა „მულტილინგვური განათლება - დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო  პროგრამა“ (დანართი 299).


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე