Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
19.02.2018, №56/2018 და 12.11.2018, №220/2018
 დადგენილებებით

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის “უ“ და „ღ“  ქვეპუნქტების, მე–11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ და „ხ“ ქვეპუნქტების და იურიდიული ფაკულტეტის № 17565/02, 05.06.2014 წერილის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შეიქმნას „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეული - ესპანური სამართლის შესწავლის ინსტიტუტი“. (19.02.2018, №56/2018)


2. დამტკიცდეს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულის - ესპანური სამართლის შესწავლის  ინსტიტუტის“ დებულება (დანართი №1). (19.02.2018, №56/2018) (12.11.2018, №220/2018)


3. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
4.   დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
5.   დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                  აკადემიკოსი ვლადიმერ  პაპავა
რექტორი, პროფესორი