geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 02 ივლისის №42/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები“ მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-9 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 29 ივლისის N64/2021 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი“-ის მე-5 მუხლის მე-12 პუნქტის და თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2026 წლის 17 ნოემბრის N26708/10 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ 2026 წელს შედგენილი აპლიკანტების რეიტინგული სია საბაზო, საშუალო და უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
1.1 სკოლამდელი აღზრდა - თბილისი (დანართი N1)
1.2 ადმინისტრაციული სერვისები - თბილისი (დანართი N2);
1.3 Front-end დეველოპმენტი - თბილისი (დანართი N3);
1.4 ღონისძიების ორგანიზება - თბილისი (დანართი N4);
1.5 საფინანსო სერვისები - თბილისი (დანართი N5);
1.6 ბუღალტრული აღრიცხვა - ქუთაისი (დანართი N6);
1.7 სკოლამდელი აღზრდა - ქუთაისი (დანართი N7)
1.8 საბიბლიოთეკო საქმე - ქუთაისი (დანართი N8);
1.9 Front-end დეველოპმენტი - ქუთაისი (დანართი N9);
1.10 საწყობის ოპერირება - ქუთაისი (დანართი N10);
1.11 ტვირთბის ექსპედირება - ქუთაისი (დანართი N11);
1.12 ღონისძიების ორგანიზება - ქუთაისი (დანართი N12);
1.13 ადმინისტრაციული სერვისები - ქუთაისი (დანართი N13)
1.14 საფინანსო სერვისები - ქუთაისი (დანართი N14). 

2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს, დაინტერსებული პირის მიერ, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან,ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).


რექტორი ჯაბა სამუშია