"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,პ” ქვეპუნქტების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსის ი. ხარჯავანიძის 2026 წლის 10 ნოემბრის N26161/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ;
1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის - პოდკასტის წამყვანის შტატგარეშე პოზიციაზე (სამი თვით).
2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 1275 (ათას ორას სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით), კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე.
3. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) უნდა ჰქონდეს თსუ-ის აქტიური სტუდენტის სტატუსი;
ბ) იცოდეს სახელმწიფო ენა (წერა, კითხვა, მეტყველება);
გ) ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს;
4. სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის;
5. აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
ა) გუნდურობა;
ბ) მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; გ) კრეატიულობა;
დ) გამართული კომუნიკაციის უნარი;
7. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის - პოდკასტის წამყვანის შტატგარეშე პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შემდეგი ფუნქციების შესრულება:
ა) პოდკასტის 4 ეპიზოდის ჩაწერა;
ბ) პოდკასტის თემატიკისა და თითოეული ეპიზოდის შინაარსის განსაზღვრაში მონაწილეობა;
გ) პოდკასტის სტუმრების შერჩევა, მოწვევა და მათთან კომუნიკაცია;
დ) თითოეული ეპიზოდისთვის კითხვების, სადისკუსიო საკითხებისა და შესაბამისის სცენარების მომზადება;
ე) პოდკასტის ჩაწერის პროცესის წარმართვა და დისკუსიის მოდერირება;
ვ) პოდკასტის ხარისხისა და შინაარსობრივი თანმიმდევრულობის დაცვა;
8. კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის - პოდკასტის წამყვანის შტატგარეშე პოზიციაზე კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
დ) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“;
9. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა საკონკურსო კომისიის მიერ განხორციელდება წარმოდგენილი საბუთებისა და საკონკურსო დავალების განხილვისა და შეფასების საფუძველზე (დანართი 1). არასრულყოფილად გამოგზავნის შემთხვევაში, აპლიკანტის საბუთები და საკონკურსო დავალება არ განიხილება. აპლიკანტი, რომელიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
10. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2026 წლის 13 ნოემბრიდან - 2026 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით - 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე - culture.sports@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს „კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის პოდკასტის წამყვანი“.
11. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის - პოდკასტის წამყვანის შტატგარეშე პოზიციაზე შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 2);
12. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2026 წლის პირველი დეკემბრისა.
13. ინფორმაცია სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის - პოდკასტის წამყვანის შტატგარეშე პოზიციაზე შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზე.
14. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
15. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური).
16. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე