geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ და „პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 3 სექტემბრის N260/02-01 ბრძანების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 16 მაისის N80/02-01 ბრძანებით დამტკიცებული „სტაჟირების გავლის წესის“ და დეპარტამენტის უფროსის ნ. უგრეხელიძის 2026 წლის 22 ოქტომბრის N24344/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში ანაზღაურებად სტაჟირებაზე სტაჟიორის შერჩევის მიზნით - 1 (ერთი) ერთეული.
2.კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს უმაღლესი/პროფესიური განათლების მქონე პირს ან სტუდენტს.
3.კონკურსში მონაწილე პირისთვის სასურველია:
ა) სამონტაჟო პროგრამა Adobe Premiere Pro-ს ცოდნა;
ბ) ფოტო/ვიდეოკამერით მუშაობის უნარი.

4.აპლიკანტი უნდა ფლობდეს:
ა) სახელმწიფო ენას (წერა, კითხვა, მეტყველება);
ბ) ინგლისურ ენას (სასურველია);
გ) საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს (Microsoft Office Word, Excel, PowerPoint, Internet).

5. სტაჟიორის შერჩევისას ყურადღება მიექცევა შემდეგ პიროვნულ მახასიათებლებსა და უნარებს:
ა) პუნქტუალობა და ორგანიზებულობა;
ბ) დავალების დადგენილ ვადაში შესრულება;
გ) დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
დ) გუნდური მუშაობის კულტურა;
ე) პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულობა;
ვ) ტექნიკური უნარ-ჩვევები;
ზ) ინიციატივის გამოვლენა;
თ) კრიტიკული აზროვნება და ანალიზის უნარი;
ი) კომუნიკაბელურობა;
კ) ცვლილებების სწრაფად აღქმის უნარი.

6. სტაჟიორის ფუნქცია-ვალდებულებებია:
ა) მედიამონიტორინგის განხორციელება;
ბ) საჭიროების შემთხვევაში ვებგვერდზე შესაბამისი სამუშაოების განხორციელება (ინფორმაციის ატვირთვა, კორექტირება);
გ) რესპონდენტებთან შეხვედრა, ინტერვიუს აღება და მომზადება;
დ) უნივერსიტეტის ღონისძიებების გაშუქება;
ე) პრესრელიზების მომზადება;
ვ) ფოტოგადაღება.

7. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟიორობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (დანართი N2 და დანართი N2.1 „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“);
ბ) ავტობიოგრაფია (CV);
გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) განათლების დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი ან ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
ე) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
ვ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“ (სტაჟიორის პოზიციის დაკავების შემთხვევაში). 
8. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტების მიერ საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება განხორციელდეს 2026 წლის 28 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, 17:00 საათამდე, ელექტრონულ ფოსტაზე: stajireba@tsu.ge (სათაურის ველში უნდა მიეთითოს:
„ანაზღაურებადი სტაჟირება - საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი“).
9. კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: სააპლიკაციო პაკეტის განხილვა და შესარჩევი ზეპირი გასაუბრება. არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, საკონკურსო კომისია აპლიკანტის განაცხადს არ განიხილავს.
10. შერჩეული კანდიდატები, რომელთა დოკუმენტაციაც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე გაივლიან შესარჩევ ზეპირ გასაუბრებას საკონკურსო კომისიასთან (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად.
11. ანაზღაურებადი სტაჟირების ყოველთვიური გასამრჯელო განისაზღვროს 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო შენატანის ჩათვლით). სამუშაო დრო განისაზღვროს კვირაში არანაკლებ 30 საათისა (შაბათ-კვირის გარდა). სტაჟირების გავლის პერიოდია 3 (სამი) თვე.
12. ინფორმაცია „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში სტაჟიორის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდსა და ინტერნეტსივრცეში.
13. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2026 წლის ნოემბრის თვისა.
14. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტს, პერსონალის მართვის დეპარტამენტს, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს, შიდა აუდიტის სამსახურსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს).
15. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე