geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 21 აპრილის N8/04 ერთობლივი ბრძანების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსის ი. ხარჯავანიძის  2026 წლის 15 სექტემბრის N20207/10 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ;


1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ კულტურის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე.
2.   პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 1180 (ათასასოთხმოცი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით), სამუშაო საათები - 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, შაბათ-კვირის გარდა (ყოველი სამუშაო კვირის პარასკევ დღეს ან საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული უქმე დღეების წინა სამუშაო დღეს - 09:00  სთ-დან 17:00  სთ-მდე).
3. აპლიკანტს მოეთხოვება:
ა) მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
ბ)  სახელმწიფო ენის ცოდნა (წერა, კითხვა, მეტყველება);
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
4. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ბაკალავრს/დამამთავრებელი კურსის სტუდენტს;
5. აპლიკანტს მოეთხოვება საქართველოს კანონის „უმაღლესი განათლების შესახებ“, თსუ-ში მოქმედი რეგულაციების ცოდნა;
6.  აპლიკანტს უნდა ახასიათებდეს:
ა) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; 
ბ) ოპერატიულობა;
გ) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
დ) დასაბუთების უნარი;
ე) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;
ვ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
ზ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის უნარი და სიახლეების სწრაფად ათვისების შესაძლებლობა.
7. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ კულტურის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი  ფუნქციების შესრულება:
ა) ქვეყნის მასშტაბით სტუდენტურ და საუნივერსიტეტო ღონისძიებებში ანსამბლების თსუ-ს სახელით მონაწილეობის დაგეგმვა და განხორციელება;
ბ) უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან კონტაქტი, ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ვებ-გვერდზე განსათავსებლად;
გ) კულტურულ/შემოქმდებითი ანსამბლების ღონისძიებების შესახებ ანონსისა და პრესრელიზის მომზადება და სოციალურ ქსელში განთავსება;
დ) კულტურულ/შემოქმდებითი ანსამბლების პოპულარიზაცია ტელეგადაცემებში და სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართვის მიმართულებით
ე)  კულტურულ-შემოქმედებითი ჯგუფების საერთაშორისო და ქვეყნის შიგნით გამართულ სტუდენტურ ღონისძიებებში და ფესტივალებში მონაწილეობა და საორგანიზაციო საკითხების  ორგანიზება.
ვ) განყოფილების ხელმძღვანელის მიმდინარე დავალებების შესრულება;
ზ) დეპარტამენტის ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში.
8. კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ კულტურის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ)  განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“;
9. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ).  გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება  პირადად;
10. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2026 წლის 21 სექტემბრიდან 2026 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: 
vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს „კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის კულტურის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი“.
11. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ კულტურის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1;  დანართი 2);
12. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ კულტურის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზე და ინტერნეტ სივრცეში.
13. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
14. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2026 წლის  9  ოქტომბრისა.
15. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შესყიდვების განყოფილება, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური).
16. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე