geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"უმაღლესი განათლების   შესახებ"   საქართველოს   კანონის   23-ე   მუხლის   პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15  მუხლის  პირველი  პუნქტის,  მე-16  მუხლის  პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების,  ,,სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  საშტატო   განრიგის   დამტკიცების   შესახებ“ რექტორისა და   ადმინისტრაციის   ხელმძღვანელის     2026 წლის     21 აპრილის     N8/04 ერთობლივი ბრძანების, სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის  მორის შალიკაშვილის  2026 წლის
16 ივნისის  N13249/31-01   მოხსენებითი  ბარათის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. გამოცხადდეს შიდასაუნივერსიტეტო კონკურსი სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო     უნივერსიტეტის     საშტატო     განრიგით     განსაზღვრულ ინტერნაციონალიზაციისა და      სამეცნიერო      კვლევების      სამსახურის      უფროსის თანამდებობაზე კანდიდატის შესარჩევად.
2. პირველი     პუნქტით     განსაზღვრული     ვაკანსიისათვის     შრომის     ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 1600 (ათასექვსასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით. სამუშაო საათები კვირაში არანაკლებ 40 საათისა 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.
3.    კონკურსში   მონაწილეობა   უნდა   მიიღოს      თსუ-ს   იურიდიული   ფაკულტეტის აკადემიურმა პერსონალმა.
4.კონკურსანტი    უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი   განათლება      - სამართლის   დოქტორის   ან   მასთან   გათანაბრებული სამცეცნიერო ხარისხი;
ბ) უცხოურ სამეცნიერო ცენტრებთან თანამშრომლობის გამოცდილება.
გ) სახელმწიფო ენაზე და ინგლისურ ენაზე გამართული წერის, კითხვის და მეტყველების უნარი;
დ) მაღალ დონეზე ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს  (Microsoft Office, Internet Browser ).
5.    აპლიკანტი უნდა იცნობდეს:

ა) თსუ-ს წესდება;
ბ) საქართველოს კანონს “უმაღლესი განათლების შესახებ”;
გ) თსუ  “იურიდიული ფაკულტეტის დებულება”;
დ) თსუ-ში მოქმედ რეგულაციებს.

6.     აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
ა) კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
გ) ოპერატიულობა;
დ) ერთდროულად   სხვადასხვა   ამოცანაზე   დამოუკიდებლად   და   ეფექტურად მუშაობის უნარი;
ე) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
ვ) დასაბუთების უნარი;
ზ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;
თ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
ი) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

7.    იურიდიული  ფაკულტეტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსის პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების (ძირითადი მოვალეობები) შესრულება:
•    სამსახურის საქმიანობის ხელმძღვანელობა, დაგეგმვა და თანამშრომელთა შორის ფუნქციების განაწილება;
•    იურიდიული ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა ინოვაციურ ცოდნაზე, ხარისხსა და სასწავლო პროცესის შედეგზე ორიენტირებული. სამეცნიერო–კვლევითი და სასწავლო პროცესის ინტეგრაციის ხელშეწყობა; ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიული ზრდისა და მეცნიერ– მკვლევართა მხარდაჭერის პროგრამების განხორციელება;
•    საგანმანათლებლო    პროგრამების    რეალიზების    ხელშესაწყობად    ახალი სახელმძღვანელოების შექმნის წახალისება, დაგეგმილი საქმიანობების მონიტორინგი;
•    ფაკულტეტზე  სამეცნიერო  მუშაობის  კოორდინირება,  ხარისხის  გაზრდის მიზნით სასემინარო და სადისკუსიო შეხვედრებისა და საჯარო ლექციების ორგანიზება (მომხსენებელთა შერჩევა და ღონისძიების მენეჯმენტი);
•    სამეცნიერო და სასწავლო გრანტების მოძიება და მიღება;
•    საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ინფორმირება და კონსულტირება;
•    პროფესორ–მასწავლებელთა  და  სტუდენტთა  სამეცნიერო  კონფერენციების ორგანიზება, სტუდენტთა სამეცნიერო წრის მუშაობის ხელშეწყობა და მონიტორინგი;
•    ფაკულტეტის    საერთაშორისო    კავშირების    გაფართოვება,    ერთობლივი სასწავლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო მიმართულებების ფარგლებში; 
•    უცხოელ მეცნიერთა მოწვევისა და ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის სამეცნიერო სტაჟირების ორგანიზების ხელშეწყობა;
•    ყოველი სემესტრის ბოლოს შემდგომის სემესტრისათვის დაგეგმილი ღონისძიებების (კონფერენციები, სემინარები და სხვ.) ჩამონათვალის ფაკულტეტის დეკანისთვის წარდგენა.

8. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
ა)  განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ)  CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ)  უმაღლესი განათლების დამადასტურებელო დიპლომის ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;

9. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
10. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2026 წლის 6 ივლისიდან 2026 წლის 9 ივლისის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს - “იურიდიული ფაკულტეტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსის პოზიცია”.
11. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);
12. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსის პოზიციაზე შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge -ზე და ინტერნეტ სივრცეში.
13. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
14. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს  არაუგვიანეს 2026 წლის 20 ივლისისა.
15. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შესყიდვების განყოფილება, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, იურიდიული ფაკულტეტი).
16.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე