სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჟიული შარტავას და დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადებისა და საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის
დეკანის ბრძანება
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჟიული შარტავას და დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადებისა და საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ემუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2026 წლის 30 იანვრის N2 და N3 დადგენილების საფუძველზე
ვბრძანებ:
1. გამოცხადდეს კონკურსი ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე (გარდა პოლიტიკის მეცნიერებისა) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთათვის;
2. გამოცხადდეს კონკურსი დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთათვის;
3. კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
პროფესორის 1 რეკომენდაცია;
პირადობის მოწმობის ასლი;
სტუდენტის სასწავლო ბარათი;
სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნების და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
სტუდენტის საკონფერენციო ნაშრომი;
სიგელები;
სერტიფიკატები არსებობის შემთხვევაში;
კანდიდატის რეზიუმე (ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ);
4. საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება 2025 წლის 24 ივნისიდან 2026 წლის 20 ივლისამდე თსუ, მეექვსე კორპუსი, 207-ე ოთახი.
5. შეიქმნას საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
მანანა შამილიშვილი - დეკანის მოადგილე, პროფესორი
თამარ ქარაია - პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ასოცირებული პროფესორი
ელენე გელაშვილი - ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი
ნათელა მონიავა - ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე
თეონა თაბუაშვილი-ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური, მთავარი სპეციალისტი
6. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის სამსახურმა უზრუნველყოს ბრძანების განთავსება და დაინტრესებლ პირთათვის გაცნობა.
7. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე