geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2  ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3  ნაწილების, 63-ე  მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტებისს, მე-9 და მე-11 პუნქტებისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2026 წლის 22 ივნისის წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების  განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2025 წლის 21 ივლისის N148/01-01 ბრძანების „1.1.“ პუნქტში და „გ.ვ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ზ“ ქვეპუნქტი:

„გ.ზ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის „ეკონომიკა“ იმ  სტუდენტებისთვის, რომლებიც დამატებითი გამოცდების შემდეგ აითვისებენ გამოყენებითი კვლევითი პროექტის დაცვისთვის  საჭირო  სასწავლო კურსებს, ნაშრომის  დაცვის ვადა განისაზღვროს 2026 წლის პირველ აგვისტომდე.”

2. შევიდეს ცვლილება „სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების  განსაზღვრის შესახებ“ 2025 წლის 21 ივლისის N148/01-01 ბრძანების „1.2.“ პუნქტში  და  „გ.ვ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ზ“ ქვეპუნქტი:

„გ.ზ)  ეკონომიკისა  და  ბიზნესის  ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო  პროგრამის “ეკონომიკა” იმ  სტუდენტებისთვის, რომლებიც დამატებითი  გამოცდების  შემდეგ  აითვისებენ   სამაგისტრო  ნაშრომის დაცვისთვის  საჭირო სასწავლო კურსებს,   დაცვის  ვადა  განესასზღვროთ  2026 წლის პირველ აგვისტომდე.”

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
6. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის  ვადაში  ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე