geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე “საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის  11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე -14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა“ და  ,,პ“  ქვეპუნქტების   , მე-9    და  მე-11  პუნქტების,  ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო- კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში  მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების  დაკავების  დამატებითი პირობების  დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2017 წლის  31 მაისის N 63/2017 დადგენილების  დანართი  N 1-ის  მე-4 მუხლის პირველი, მე-2  და  მე-3  პუნქტების,  ალექსანდრე ჯანელიძის  სახელობის  გეოლოგიის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის  პირველი პუნქტის, ინსტიტუტის დირექტორის თამარ წუწუნავას  2026 წლის  3 ივნისის  N12234/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს ოქმი N4, 01.06.2026) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. სსიპ  – ივანე  ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის მთავარი   მეცნიერი თანამშრომლის და  უფროსი   მეცნიერი   თანამშრომლის  შესარჩევად  დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) გურამ ქუთელია – ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ   და    საბუნებისმეტყველო    მეცნიერებათა    ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.
ბ) ზურაბ ლებანიძე – ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ   და    საბუნებისმეტყველო    მეცნიერებათა    ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.
გ) მარიამ ახალკაციშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ - პროფესორი.

2.   დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის  თავმჯდომარედ  გურამ ქუთელია,  საკონკურსო კომისიის   თავმჯდომარის   მოადგილედ  კარლო აქიმიძე,  მდივნად   მარიამ ახალკაციშვილი.
3.   დაევალოს საკონკურსო კომისიას  უზრუნველყოს  კონკურსის  ჩატარება სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4.   დაევალოს საკონკურსო  კომისიას   დასამტკიცებლად   წარუდგინოს   თსუ   რექტორს შემაჯამებელი  ოქმი არაუგვიანეს 2026 წლის 7 ივლისისა.
5.  წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს  (პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  საფინანსო დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი).
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ - გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე