,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე- 2 და მე-3 პუნქტების, პაატა გუგუშვილი სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და პაატა გუგუშვილი სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორის თეა ლაზარაშვილის 2026 წლის პირველი ივნისის N11864/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2026 წლის 28 მაისის სხდომის ოქმი N3) საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულის - პაატა გუგუშვილი სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ლალი ჩაგელიშვილი - აგლაძე – ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი.
ბ) რუსუდან დალაქიშვილი - ჭიჭინაძე – ეკონომიკის დოქტორი, დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემიის ასოცირებული პროფესორი.
გ) თამარ დუდაური - ეკონომიკის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
2.დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ ლალი ჩაგელიშვილი-აგლაძე, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ თამარ დუდაური და საკონკურსო კომისიის მდივნად რუსუდან დალაქიშვილი - ჭიჭინაძე.
3.დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4.დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2026 წლის 13 ივლისისა.
5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პაატა გუგუშვილი სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი).
6.წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე