Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

N                                                                       
15.05.2026
„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის და 24-ე  მუხლის   პირველი  პუნქტის "ზ"   ქვეპუნქტის,  საქართველოს განათლებისა  და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული სსიპ– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის  პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,პ” ქვეპუნქტების, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის   დეკანის  მზია  წერეთლის 2026 წლის 13 მაისის N 10454/26  წერილის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა    და     განათლების     მეცნიერებათა     ფაკულტეტის ფსიქოლოგიური კონსულტაციისა და ტრენინგის  ცენტრის  ფსიქოლოგი კონსულტანტის (0.5 განაკვეთი)  შტატგარეშე პოზიციაზე შესარჩევად.
2. პირველი     პუნქტით    განსაზღვრული     ვაკანსიისათვის     შრომის     ანაზღაურება განისაზღვროს თვეში      1330   (ათასსამასოცდაათი) ლარის  ოდენობით   (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).
შერჩეული კანდიდატი   დასაქმდება   სამი   თვის    გამოსაცდელი   ვადით    (დასაქმების პერსპექტივით).
3. აპლიკანტი უნდა  აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: 
ა) უნდა ჰქონდეს მაგისტრის ხარისხი ფსიქოლოგიაში;
ბ) მუშაობის არანაკლებ ერთ წლიანი გამოცდილება, ან კონკრეტული ფსიქოთერაპიული მიმართულებით სუპერვიზორთან მუშაობის გამოცდილება;
გ) ქართულ და ინგლისურ ენაზე გამართული წერის, კითხვის და მეტყველების უნარი;
დ)ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს ( Microsoft Office; Internet Browser).
4.  პოზიციისათვის დამახასიათებელი სპეციფიური მოთხოვნები:

1) ადამიანის   ქცევის,   უნარების,   პიროვნების,   სწავლის  და  მოტივაციის,  შეფასების მეთოდების, ემოციური ასპექტების შესახებ ცოდნა;
2) ფსიქიკური    დისფუნქციის    დიაგნოზის,    ინტერვენციის    და    რეაბილიტაციის პრინციპების, მეთოდების და პროცედურების  ცოდნა;
3) ჯგუფის ქცევის და დინამიკის ცოდნა;
4) რომელიმე თერაპიული მიმართულების  კონსულტაციის პრინციპების ცოდნა;
5)ფსიქოლოგიური მომსახურების ეთიკის ცოდნა.

5. აპლიკანტი უნდა  იცნობდეს: 
ა) ფაკულტეტის  დებულებას; 
ბ) თსუ წესდებას;
6. აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
ა) ემპათიის უნარი;
ბ)კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
გ) აქტიური მოსმენის უნარი;
დ) კრეატიულობა / შემოქმედებითობა ;
ე)კომუნიკაბელურობა;
ვ) გუნდში ეფექტური მუშაობის უნარი ;
ზ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა ;
თ) სიტუაციის შესაბამისად, გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.


7. სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიური კონსულტაციისა  და  ტრენინგის   ცენტრის   ფსიქოლოგი კონსულტანტის  პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში  პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების (ძირითადი მოვალეობები)  შესრულება:


1) თსუ სტუდენტთა  ინდივიდუალური კონსულტაცია  და საჭიროებიდან  გამომდინარე ჯგუფური სესიების  ჩატარება ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებში;
2)თსუ სტუდენტის დახმარება პრობლემებთან გამკლავების უნარების  განვითარებაში;
3)   მხარდაჭერა  ემოციების    გამოხატვაში   და   მათი   დახმარება  საკუთარი   თავის   და ურთიერთობების უკეთ  გაგებაში;
4)სტუდენტი კლიენტის  შესახებ  ინფორმაციის მოგროვება ინტერვიუს, დაკვირვების  და შეფასების ინსტრუმენტების გამოყენებით. ჩანაწერების და ანგარიშის წარმოება;
5)კლიენტის ფსიქიკური მდგომარეობის შეფასება;
6)კონსულტირების გეგმის შედგენა კლინიკური შეფასების საფუძველზე;
7)პროგრესის შეფასება კონსულტირების  გეგმის შესაბამისად;
8)საჭიროების      შემთხვევაში,       კონსულტირების     გეგმასთან     დაკავშირებით      სხვა სპეციალისტებთან  თანამშრომლობა;
9)საჭიროების შემთხვევაში  სტუდენტის გადამისამართება შესაბამის სპეციალისტთან  და მისთვის სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
10)ფსიქოლოგიური   კონსულტაციის  და   ტრენინგის    ცენტრის   ფეისბუქ    გვერდითვის მასალების მომზადება და შესაბამისი სამსახურისთვის მიწოდება; 
11)სტუდენტებისთვის  საგანმანათლებლო ინფორმაციის  მომზადება   ფსიქიკური ჯანმთელობის    საკითხებზე,  სტუდენტების   მოთხოვნის   და   საჭიროების    მიხედვით მათთვის ტრენინგის ჩატარება.


8. კონკურსში  მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი  დოკუმენტების წარმოდგენა:
ა) განცხადება
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად; 
გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი  დიპლომის ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე)  კონკურსით  გამოცხადებული   ვაკანსიის  დაკავების  შემთხვევაში   აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში  უნდა წარმოადგინოს ცნობა - ,,სქესობრივი თავისუფლებისა  და  ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ  მიმართული  დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ”.


9. კონკურსში  მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე  საკონკურსო კომისიის  მიერ. არასრულად დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში,  საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები  არ განიხილება.  აპლიკანტი,  ვის  მიერ  წარმოდგენილი  დოკუმენტებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი  შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების  შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
10. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2026 წლის 20 მაისიდან 2026 წლის 25 მაისის ჩათვლით, 17:00 საათამდე ელექტრონულ   მისამართზე:vacancy@tsu.ge.სათაურის ველში უნდა მიეთითოს - „ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიური კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ფსიქოლოგი კონსულტანტის პოზიცია“.
11. სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიური კონსულტაციისა და ტრენინგის  ცენტრის ფსიქოლოგი კონსულტანტის  შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);
12. ბრძანება  სსიპ-ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის ფსიქოლოგიური კონსულტაციისა და ტრენინგის  ცენტრის  ფსიქოლოგი კონსულტანტის შესარჩევი კონკურსის  გამოცხადების  შესახებ  განთავსდეს  უნივერსიტეტის  ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge -ზე და ინტერნეტ სივრცეში.
13. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო  ტექნოლოგიების   დეპარტამენტს.საკონკურსო   კომისიის   შემაჯამებელი ოქმი  თსუ  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელს წარედგინოს  არაუგვიანეს   2026  წლის  10 ივნისისა.
14. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს     (საფინანსო    დეპარტამენტი,     პერსონალის    მართვის 
დეპარტამენტი,   საინფორმაციო  ტექნოლოგიების  დეპარტამენტი,   შიდა   აუდიტის სამსახური,    შესყიდვების განყოფილება, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი).
15.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე