Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    წესდების     დამტკიცების    თაობაზე“     საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით
დამტკიცებული ივანე       ჯავახიშვილის      სახელობის      თბილისის       სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა“ და  ,,პ“  ქვეპუნქტებისა,  მე-9  და  მე-11  პუნქტების, ,,სსიპ     - ივანე   ჯავახიშვილის სახელობის თბილისის    სახელმწიფო  უნივერსიტეტის   დამოუკიდებელი  სამეცნიერო- კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების  დაკავების  დამატებითი პირობების  დამტკიცების  შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს  2017 წლის   31 მაისის    N63/2017 დადგენილების   დანართი  N1-ის  მე-4  მუხლის პირველი, მე-2  და  მე-3  პუნქტების,  პეტრე  მელიქიშვილის  სახელობის  ფიზიკური   და ორგანული ქიმიის   ინსტიტუტის   დებულების მე-10  მუხლის   პირველი  პუნქტისა  და ინსტიტუტის   დირექტორის   ქეთევან   ებრალიძის     2026 წლის     6 მაისის      N9884/10 მოხსენებითი ბარათის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2026 წლის 5 მაისის სხდომის ოქმი N2) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ–ივანე ჯავახიშვილის    სახელობის   თბილისის     სახელმწიფო   უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში   - პეტრე მელიქიშვილის  სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის   ინსტიტუტის უფროსი  მეცნიერი  თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ნათელა  ანანიაშვილი    - ივანე  ჯავახიშვილის   სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, სწავლული მდივანი.
ბ) მარინე    ზაუტაშვილი   - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის პეტრე  მელიქიშვილის  სახელობის  ფიზიკური  და  ორგანული  ქიმიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.
გ) ია ჩიტრეკაშვილი -    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის  თავმჯდომარედ     ნათელა    ანანიაშვილი, საკონკურსო კომისიის  თავმჯდომარის  მოადგილედ   ია ჩიტრეკაშვილი, საკონკურსო კომისიის  მდივნად  მარინე ზაუტაშვილი.
3.დაევალოს საკონკურსო  კომისიას  უზრუნველყოს  კონკურსის  ჩატარება სსიპ  –  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს
2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით  დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4.დაევალოს საკონკურსო კომისიას  დასამტკიცებლად  წარუდგინოს  თსუ  რექტორს შემაჯამებელი  ოქმი არაუგვიანეს 2026  წლის 15 ივნისისა.
5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა  და  შესაბამის  სტრუქტურულ  ერთეულებს  (საფინანსო  დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,  პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის  ინსტიტუტი).
6.წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი  ნინო გვენეტაძე