Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,პ” ქვეპუნქტების, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის სალომე დუნდუას 2026 წლის პირველი  მაისის N 9558/30 და 2026 წლის 4 მაისის N 9666/30 წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი  სსიპ-ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტის მულტიმედია ცენტრის საშტატო  განრიგით გათვალისწინებული  უფროსი სპეციალისტის შესარჩევად.
2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 1130 (ათასასოცდაათი) ლარის ოდენობით  (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის  ჩათვლით ). სამუშაო საათები  09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა; შერჩეული კანდიდატი დასაქმდება ხელშეკრულებით  სამთვიანი  გამოსაცდელი ვადით (შემდგომი დასაქმების პერსპექტივით).
3. აპლიკანტი უნდა  აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) ჰქონდეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
ბ) ჰქონდეს მედია სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლის გამოცდილება
გ) ქართულ და ერთ-ერთ უცხო ენაზე გამართული წერის, კითხვის და მეტყველების უნარი;
დ) ფლობდეს კომპიუტერულ პროგრამებს : Microsoft Office; Internet Browser; In design; Premiere/Final, Cut/Avid Mediakomposer/Avid Liquid (ან სხვა სამონტაჟო პროგრამის ცოდნა), Adobe Audition; Adobe Illustrator;
4. აპლიკანტი უნდა იცნობდეს პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე თსუ-ში მოქმედ რეგულაციებს.
5. აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები: 
ა) ყურადღებიანობა და დეტალებზე  ორიენტირებულობა;
ბ) ერთდროულად სხვადასხვა  ამოცანაზე დამოუკიდებლად  და ეფექტურად  მუშაობის უნარი;
გ) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
დ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
ე) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
ვ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის უნარი და სიახლეების სწრაფად ათვისების შესაძლებლობა.

6. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მულტიმედია ცენტრის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების (ძირითადი  მოვალეობები) შესრულება:
1) დოკუმენტური ფილმებისა და ფოტო გადაღებების უზრუნველყოფა;
2) საარქივო მასალების რედაქტირება;
3) საჭიროების შემთხვევაში,  საუნივერსიტეტო ღონისძიებების  ფოტო-გადაღება;
4) საარქივო მასალის გაშიფვრა;
5) ფირების დამუშავება  და მონტაჟი;
6) სასწავლო პროცესის ფარგლებში, სტუდენტებისათვის შესაბამისი საარქივო მასალების მოძიებაში დახმარება;
7) ახლად გადაღებული მასალების აღრიცხვა - შენახვა

7. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
ა) განცხადება;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად; 
გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელო დიპლომის ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა - ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ”.

8.   კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის    შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები არ განიხილება.აპლიკანტი, რომლის  მიერ  წარმოდგენილი დოკუმენტებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო  მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე  შესარჩევ კომისიასთან  გაივლის გასაუბრებას  (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების  შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად; 

9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების  მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2026 წლის 8 მაისიდან 2026 წლის 14 მაისის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს - „სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მულტიმედია ცენტრის უფროსი სპეციალისტის პოზიცია“.

10. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მულტიმედია ცენტრის უფროსი სპეციალისტის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);

11. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მულტიმედია უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge -ზე და ინტერნეტ სივრცეში.

12. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

13. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2026 წლის პირველი ივნისისა.

14.  წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შესყიდვების განყოფილება, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი).

15. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე