სტუდენტთა (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის
ბრძანება
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის №118/02-01, 24.04.2026 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2016 წლის 27 ოქტომბრის სხდომაზე დამტკიცებული (ოქმი N7 „ფაკულტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი - მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის წესის“ საფუძველზე
ვბრძანებ
1. 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის საუნივერსიტეტო დაფინანსებიდან (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით (№118/02-01, 24.04.2026) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისათვის გამოყოფილი თანხა (34 214 ლარი) გაიცეს ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტთა სწავლის საფასურის დაფინანსებისთვის;
2. საუნივერსიტეტო დაფინანსებისთვის კანდიდატთა შერჩევა განხორციელდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/ მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსებისთვის კანდიდატთა შერჩევის საფაკულტეტო წესის შესაბამისად (იხ. დანართი);
3. დაფინანსებისთვის კანდიდატთა შერჩევა განახორციელოს ფაკულტეტის საკონკურსო კომისიამ შემდეგი შემადგენლობით:
ა) მანანა შამილიშვილი - დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) თამარ ქარაია - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ელენე გელაშვილი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;
დ) გიორგი გოგსაძე - პროფესორი;
ე) იაგო კაჭკაჭიშვილი - პროფესორი;
ვ) მედეა უშარაული - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი;
ზ) თეა ვახანია - ფინანსური კონსულტანტი.
4. დაფინანსება არ შეეხება სახელმწიფო სამაგისტრო გრანტისა და სხვა ტიპის გრანტით სრული დაფინანსების მქონე და დამატებითი სემესტრის სტუდენტს;
5. დაფინანსებისთვის სტუდენტთა საბუთები მიიღება 28.04.2026 – 2.05.2026 ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: social@tsu.ge ;
6. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა (მაგისტრატურის განყოფილება) უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება;
7. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.