Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების,  56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების,  57-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“  და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა  და პირობების„ მე-7 მუხლის  მე-2 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელქტრონული სისტემის (uni.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შეუჩერდეთ     სტუდენტის  სტატუსი     2025-2026 სასწავლო  წლის   გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური   რეგისტრაციის    გაუვლელობის გამო თსუ-ს     მაგისტრატურის    საგანმანათლებლო    პროგრამების     შემდეგ სტუდენტებს N1 დანართის შესაბამისად (დანართი N1);
2. წინამდებარე    ბრძანების   დანართებში   მითითებულ  სტუდენტებს,   რომელთაც გავლილი აქვთ ადმინისტრაციული რეგისტრაცია, მათ მიერ გადახდილი სწავლის საფასური ჩათვლილ   იქნეს    მომდევნო    ადმინისტრაციული    რეგისტრაციის გავლისას სწავლის საფასურად;
3. ბრძანების    უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო  ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;

4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე  მაიდენტიფიცირებელი მონაცემების  გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
6. წინამდებარე  ბრძანება დაინტერესებული პირის  მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში  ქ. თბილისის  საქალაქო სასამართლოში (მისამართი:  ქ. თბილისი,  დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

რექტორი ჯაბა სამუშია