Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

 "უმაღლესი განათლების შესახებ"  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის   პირველი პუნქტის,   372 მუხლის   პირველი,   მე-4   და   მე-5   პუნქტების,   საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების   მინისტრის    2013 წლის    11 სექტემბრის   N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ   - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   წესდების    მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,  322 მუხლის  პირველი, მე-4 და მე-6 პუნქტების,     ივანე    ჯავახიშვილის     სახელობის    თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი   ერთეულის   სამეცნიერო  პერსონალის სამსახურში  მიღების  ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების  დაკავების დამატებითი პირობების      დამტკიცების     შესახებ”     (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს      მიერ,   ოქმი     N03; 23.06.2017წ),   "სსიპ     - ივანე ჯავახიშვილის სახელობის            თბილისის       სახელმწიფო     უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების  (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის  4 თებერვლის    N2/04 ერთობლივი ბრძანების  და   ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის  ინსტიტუტის დირექტორის  ნინო ფარცვანიას 2026 წლის
24 მარტის N6142/10  წერილის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი    სსიპ-ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ანდრია რაზმაძის   სახელობის    მათემატიკის     ინსტიტუტში უფროსი  მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში  მისაღებად;
2.უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  7 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს  დოქტორის  ან  მასთან  გათანაბრებული   აკადემიური  ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს  არამხოლოდ სამეცნიერო-კვლევით,  უმაღლეს  საგანმანათლებლო ან  სხვა  პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე  მუშაობას,  არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და უნდა  ჰქონდეს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით.
3.  უფროსი  მეცნიერი  თანამშრომლის თანამდებობის  დასაკავებლად კონკურსანტებს  ასევე მოეთხოვებათ, რომ გამოქვეყნებული  ჰქონდეთ 15 რეიტინგული სამეცნიერო სტატია მაინც შესაბამისი პროფილით, მათ შორის 3 მაინც იმპაქტ ფაქტორის მქონე ჟურნალებში.
4.კონკურსი  გამოცხადდეს  2026  წლის  3  აპრილს, საკონკურსო  დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს  2026 წლის 4 მაისიდან  7   მაისის  ჩათვლით . საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი  ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2026 წლის 28 მაისისა .
5.კონკურსი  გამოცხადდეს  ანდრია  რაზმაძის       სახელობის  მათემატიკის ინსტიტუტში       უფროსი მეცნიერი  თანამშრომლის  სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:


ალგებრის განყოფილება:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი- 1 საშტატო ერთული (7 წლის ვადით)

6. სამეცნიერო თანამდებობაზე (უფროსი მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში  მონაწილეობის მსურველი  ვალდებულია განსაზღვრული  პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება  საკონკურსო  კომისიის   სახელზე  დადგენილი  ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2);
ბ) პირადობის დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ)შესაბამისი      აკადემიური      ხარისხის       დამადასტურებელი       დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო  ქვეყანაში მიღებული  განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის     (ასეთის     არსებობის    შემთხვევაში)     აღიარების    კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის  გამოცდილების  ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი  პროდუქციის  ჩამონათვალი, თარიღების  მითითებით  და არსებობის    შემთხვევაში     სამეცნიერო-კვლევით    პროექტებში     მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი  წესით  გაცემული  დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა    -   სქესობრივი   თავისუფლებისა    და   ხელშეუხებლობის    წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ.

7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2026 წლის 4 მაისიდან  7 მაისის ჩათვლით,   10:00-დან    17:00   საათამდე,   თსუ     ანდრია   რაზმაძის    სახელობის 
მათემატიკის  ინსტიტუტში. მისამართი: ქ. თბილისი, მერაბ ალექსიძის II შესახვევი, № 2, თსუ  ანდრია რაზმაძის  სახელობის მათემატიკის  ინსტიტუტი, II სართული, ოთახი № 7.
8. ბრძანება გამოქვეყნდეს  გაზეთ   ,,თბილისის  უნივერსიტეტი’’ - ს ელექტრონულ გვერდზე.
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის  სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი.);
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია