Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის  პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების  მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის   N135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების
მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის  პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების,   მატერიალური   რესურსების   მართვის  დეპარტამენტის   უფროსის   იოსებ
სოფრომაძის 2026 წლის 26 თებერვლის N3968/10  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს  კონკურსი  სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური     რესურსების     მართვის     დეპარტამენტის     სამეურნეო განყოფილებაში მუშების (10 ვაკანსია) შესარჩევად:
-მუშის    (შტატგარეშე პოზიცია) შრომის ანაზღაურება  განისაზღვრება  თვეში   1000 (ათასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).
2. მუშის ფუნქციები (ძირითადი  მოვალეობები):
ა) უნივერსიტეტის   კუთვნილ    ტერიტორიაზე   ტექნიკური  პერსონალისთვის  ფიზიკური დახმარების გაწევა;
ბ) საოფისე და საყოფაცხოვრებო ავეჯის, ასევე ინვენტარის გადატანა/გადაზიდვა;
გ) უშუალოდ ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესრულება.
3. ძირითადი  მოთხოვნები:
ა) სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
4. პიროვნული თვისებები:
ა) მოწესრიგებულობა და ორგანიზებულობა;
ბ) პუნქტუალურობა;
გ) პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დ) შრომისმოყვარეობა;
ე) ენერგიულობა.
5.  აპლიკანტმა გასაუბრებაზე უნდა  წარმოადგინოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) ავტობიოგრაფია/CV;
6.  გასაუბრების  წარმატებით   გავლის  შემთხვევაში   აპლიკანტმა  7  კალენდარული  დღის განმავლობაში უნდა  წარმოადგინოს:
ა) ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;
7. შერჩეული კანდიდატი ჩართული იქნება კორპორატიულ სადაზღვეო სისტემაში.
8. გასაუბრება ჩატარდება 4 მარტიდან 10 მარტის ჩათვლით 11:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური
რესურსების მართვის დეპარტამენტში.   დაინტერესებული კანდიდატი უნდა  გამოცხადდეს თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ( მისამართი: ქ. თბილისი, ი.
ჭავჭავაძის გამზ. N1. ოთახი 118)
9.     დამატებითი     ინფორმაციის     მისაღებად     დაინტერესებულ     პირებს     შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ნომერზე:  577943905.
10. ბრძანება სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური  რესურსების  მართვის დეპარტამენტის  სამეურნეო  განყოფილებაში მუშების
(შტატგარეშე    პოზიცია)   შესარჩევად    კონკურსის    გამოცხადების    შესახებ    განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  - www.tsu.ge-ზე და ასევე ინტერნეტ სივრცეში.
11. წინამდებარე   ბრძანება   კანონმდებლობით   დადგენილი    წესით    გადაეცეს   შესაბამის სტრუქტურულ     ერთეულებს      (საფინანსო     დეპარტამენტი,       პერსონალის     მართვის
დეპარტამენტი,   შიდა   აუდიტის  სამსახური,   შესყიდვების  განყოფილება, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტემენტი,  მატერიალური რესურსების  მართვის დეპარტამენტი).
12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე