Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, და ,,პ’’ ქვეპუნქტებისა, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის  მე-6 მუხლის  მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 4 თებერვლის 2/04 ერთობლივი ბრძანების და ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის ნანა ბოლაშვილის 2026 წლის 10 თებერვლის N2551/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2026 წლის 5 თებერვლის სხდომის შემაჯამებელი  ოქმი ) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგი (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვროს არჩეულად:

გეომორფოლოგია - გეოეკოლოგიის განყოფილება:

1. თამარ თოლორდავა - მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  (1 საშტ. ერთ.);
2. გურამ იმნაძე - მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  (1 საშტ. ერთ.);
3. გიორგი ყავლაშვილი - მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე (1 საშტ. ერთ.);
4. გელა ტალახაძე - მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  (0.5 საშტ. ერთ.).

კარტოგრაფია - გეოინფორმატიკის განყოფილება:

1. რომან კუმლაძე - მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე (0.5 საშტ. ერთ.).

საზოგადოებრივი გეოგრაფიის განყოფილება:

1. მზია თუთბერიძე - მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  (1 საშტ.  ერთ.);
2. ნანა კვირკველია - მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  (1 საშტ. ერთ.);
3. გიორგი ხომერიკი - მეცნიერი  თანამშრომლის თანამდებობაზე  (1 საშტ. ერთ.);
4. გივი თავაძე - მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  (0.5 საშტ. ერთ.).

ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილება:

1. ვალერიანე კეკენაძე - მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  (1 საშტ. ერთ.);
2. თამილა ჩალაძე - მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  (1 საშტ. ერთ.);
3. ნინო ხარებავა - მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  (1 საშტ. ერთ.).

 

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულების გაფორმება ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის არჩეულ პერსონალთან.

3. შემაჯამებელი  ოქმი ძალაში შევიდეს 2026 წლის 15 თებერვლიდან.

4. წინამდებარე   ბრძანების    უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებ–გვერდზე   განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი).

6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია