Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის,  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის  ,,ა“,  და  ,,პ’’  ქვეპუნქტებისა, მე-9  პუნქტის,  ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების  დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო  უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2017 წლის  31 მაისის   N63/2017 დადგენილების  დანართი N1-ის  მე-6 მუხლის  მე-17,  მე-18  და  მე-20  პუნქტების,  რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის  მე-7 პუნქტის, მე-11 მუხლის  მე-2,  მე-4  და  მე-5  პუნქტების,  (წარმომადგენლობითი  საბჭოს    2024 წლის    27 დეკემბრის გადაწყვეტილების  (ოქმი N6), სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  საშტატო  განრიგის დამტკიცების  შესახებ  რექტორის  და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 4 თებერვლის 2/04 ერთობლივი ბრძანების  და რაფიელ აგლაძის სახელობის  არაორგანული ქიმიისა   და  ელექტროქიმიის  ინსტიტუტის დირექტორის გრიგორ ტატიშვილის 2026 წლის  5 თებერვლის   N2181/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო  კომისიის 2026 წლის 5 თებერვლის სხდომის შემაჯამებელი  ოქმი)  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული  კონკურსის  შედეგები  (შემაჯამებელი ოქმი)  და განისაზღვრონ არჩეულად:


გამოყენებითი ქიმიის  განყოფილება:

ა) ზინაიდა ვაწაძე - მეცნიერი თანამშრომელი 4 წლის ვადით (1 საშტატო ერთეული).
ბ) ქეთევან უგრელიძე - მეცნიერი თანამშრომელი 4 წლის ვადით (1 საშტატო ერთეული).
გ) ნანა ბარნოვი - მეცნიერი თანამშრომელი 4 წლის ვადით (1 საშტატო ერთეული).
დ) რუსუდან  კურტანიძე - მეცნიერი თანამშრომელი 4 წლის ვადით (1 საშტატო ერთეული).
ე) დავით თედიაშვილი  - მეცნიერი თანამშრომელი 4 წლის ვადით (1 საშტატო ერთეული).

ფუნდამენტური კვლევებისა და კომპოზიციური მასალების სინთეზის განყოფილება:

ა) ლია აბაზაძე - მეცნიერი თანამშრომელი 4 წლის ვადით (1 საშტატო ერთეული).
ბ) ზურაბ სამხარაძე – მეცნიერი თანამშრომელი 4 წლის ვადით (1 საშტატო ერთეული).

კოორდინაციული ნაერთებისა და სორბციულ -კატალიზური პროცესების განყოფილება:

ა) ნანა გეგეშიძე - მეცნიერი თანამშრომელი 4 წლის ვადით (1 საშტატო ერთეული).
ბ) ნინო კილასონია - მეცნიერი თანამშრომელი 4 წლის ვადით (1 საშტატო ერთეული).
გ) მარინე ფაჯიშვილი - მეცნიერი თანამშრომელი 4 წლის ვადით (1 საშტატო ერთეული).

მაღალი ენერგიების ქიმიის  განყოფილება:

ა) ციური ბასილაძე - მეცნიერი თანამშრომელი 4 წლის ვადით (1 საშტატო ერთეული).
ბ) გენრიეტა შანიძე - მეცნიერი თანამშრომელი 4 წლის ვადით (1 საშტატო ერთეული).
გ) მანანა მამარდაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი 4 წლის ვადით (1 საშტატო ერთეული).
დ) ნინო  კვირკველია - მეცნიერი თანამშრომელი 4 წლის ვადით (1 საშტატო ერთეული).

ფიზიკურ-ქიმიური კვლევისა და ანალიზის  განყოფილება:
ა) თეონა ლოლაძე - მეცნიერი თანამშრომელი 4 წლის ვადით (1 საშტატო ერთეული).

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება რაფიელ აგლაძის სახელობის  არაორგანული ქიმიისა   და  ელექტროქიმიის  ინსტიტუტის არჩეულ პერსონალთან.
3.შემაჯამებელი  ოქმი ძალაში შევიდეს  2026 წლის 15 თებერვლიდან.
4.წინამდებარე  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის
სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,  რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი).
6.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია