Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 372  მუხლის პირველი და მე-3 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის  პირველი, მე-4 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის    2025 წლის 26 ნოემბრის N11/04 ერთობლივი ბრძანებისა და პაატა გუგუშვილი სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორის  რამაზ აბესაძის  2025 წლის 2 დეკემბრის N31485/10  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში  - პაატა გუგუშვილი სახელობის ეკონომიკის  ინსტიტუტში  უფროსი   მეცნიერი   თანამშრომლის სამსახურში მისაღებად;
2.უფროსი   მეცნიერი   თანამშრომლის  თანამდებობაზე 7   წლის  ვადით  შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს  დოქტორის  ან  მასთან  გათანაბრებული   აკადემიური  ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის   გამოცდილება   (რაც  გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) დაგამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3.უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის   დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების  ერთიანი  წესითა  და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ  გამოცხადებული  ვაკანსიის  პროფილის მიხედვით; კონკურსანტს  ასევე მოეთხოვება (ვაკანსიის  პროფილის მიხედვით) დანართი N1-ის  მე-2 მუხლის    მე-3   პუნქტით   გათვალისწინებული 2   რეიტინგული   პუბლიკაციის   გარდა დამატებით  1 რეიტინგული პუბლიკაცია.
4.კონკურსი გამოცხადდეს 2025 წლის 12 დეკემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 12 იანვრიდან 14 იანვრის    ჩათვლით საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი  ოქმი დასამტკიცებლად   წარედგინოს თსუ  რექტორს არაუგვიანეს 2026 წლის პირველი თებერვლისა.
5.  კონკურსი  გამოცხადდეს  -  პაატა  გუგუშვილი სახელობის  ეკონომიკის  ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის  სამეცნიერო   თანამდებობის დასაკავებლად:


სექტორული და რეგიონული ეკონომიკის განყოფილება:
უფროსი   მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო  ერთეული  (7  წლის ვადით)


6.სამეცნიერო თანამდებობაზე  გამოცხადებულ  კონკურსში  მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით  წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ)შესაბამისი აკადემიური  ხარისხის  დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული  განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გაცემული   დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია   (მათ   შორის სამეცნიერო- კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა - სქესობრივი თავისუფლებისა  და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის  ნასამართლობის შესახებ.

7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2026 წლის 12 იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით 1000-დან 1700 საათამდე (გარდა შაბათ-კვირისა)  თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის   სკოლის  კორპუსში   მისამართი:   თბილისი,   ვაჟა  ფშაველას გამზირი  N44, ოთახი N208.
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. ბრძანება განთავსდეს გაზეთ ,,თბილისის  უნივერსიტეტი“-ს  ელექტრონულ გვერდზე. 
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის  სამსახური,   საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პაატა გუგუშვილი სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი).
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია