Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

N                                                                       372-02-01-4-202511171708 
17.11.2025
 


"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და    24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’,  ,,პ” ქვეპუნქტების, სსიპ   – ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის           2011   წლის     16 მაისის    N80/02-01 ბრძანებით დამტკიცებული სტაჟირების გავლის წესის და ფაკულტეტის დეკანის ს. დუნდუას  2025 წლის 5 ნოემბრის N28582/30 განცხადების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    გამოცხადდეს კონკურსი სტაჟიორის შერჩევის მიზნით სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის   სოციალურ   და   პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 1 ვაკანსია ანაზღაურებად სტაჟირებაზე.

2.  კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს უმაღლესი განათლების მქონე პირს ბაკალავრი/მაგისტრი ან სტუდენტს.

3.   კონკურსში მონაწილე პირი უნდა იცნობდეს: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულება

4. კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს  შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ქართული ენის ცოდნა;
გ) ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამები - Microsoft Office: WORD, EXCEL, INTERNET, POWERPOINT.

5.     სტაჟიორის     შერჩევისას     ყურადღება     მიექცევა     შემდეგ     პიროვნულ მახასიათებლებს (უნარებს):

ა) პუნქტუალობა/დისციპლინა/ორგანიზებულობა 
ბ) დავალების შესრულების ხარისხი
გ) დავალების დადგენილ ვადაში შესრულება 
დ) დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
ე) გუნდური მუშაობის კულტურა
ვ) პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულობა 
ზ) ტექნიკური უნარ-ჩვევები
თ) ინიციატივის გამოვლენა
ი) კრიტიკული აზროვნება/ანალიზის უნარი 
კ) კომუნიკაბელურობა
ლ) ცვლილებების სწრაფად აღქმის უნარი.

6. სტაჟიორის ფუნქცი- ვალდებულებებია:

1. გაეცნოს თუ-ს შინაგნაწესს, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულებას და მუშაობის სპეციფიკას. კომპეტენციის ფარგლებში, მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა საკითხის დამუშავებაში;
2. მიიღოს მონაწილეობა ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში. სამსახურის დოკუმენტაციას, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელოექტრონული საშუალებებითა და სხვა.
3. შეისწვლოს    საბაკალავრო,    სამაგისტრო    და    სადოქტორო    თემების ელექტრონული არქივის შექმნა/განახლება; ფაკულტეტზე დაგეგმილი კონფერენციებისა და შეხვედრების ორგანიზებაში ტექნიკური დახმარება; სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის მომზადება/მოწესრიგება;
4.   გაუწიოს ტექნიკური დახმარება ფაკულტეტზე დაგეგმილი კონფერენციებისა და შეხვედრების ორგანიზებას,
5.  განახორციელოს ფაკულტეტის სოციალური მედიის მართვა; ფაკულტეტზე სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გამოკითხვების ორგანიზებაში ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
6.        შეასრულოს ყველა ის დავალება, რომლებიც მას დაეკისრება ხელმძღვანელის მიერ, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე.


7.  კონკურსში      მონაწილეობის      მისაღებად      სტაჟიორობის      კანდიდატმა      უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები: 
ა)    განაცხადება   კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (დანართი N2 და დანართი N2,1 ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ );
ბ) CV;
გ)  საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ)   განათლების   დამადასტურებელი,   საქართველოს   კანონმდებლობით   დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი/ან ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
ე) უცხოენის ცოდნის   დამადასტურებელი დოკუმენტი  (საჭიროების შემთხვევაში);
ვ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“ (სტაჟიორის პოზიციის დაკავების შემთხვევაში).

8.   დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2025 წლის   19 ნოემბრიდან   21 ნოემბრამდე ჩათვლით.

9. კონკურსში მონაწლეობის მსურველი აპლიკანტების შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტი განხილვის   საფუძველზე ინდენტიფიცირებული კანდიდატები გაივლიან შესარჩევ ზეპირ გასაუბრებას.

10.      სტაჟირების პერიოდი განისაზღვრება   6 (ექვსი) თვე. ანაზღაურებადი სტაჟირება განისაზღვრება თვეში 650 (ექვსასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

11. კონკურსში მონაწლეობის მსურველი აპლიკანტების შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე და იდენტიფიცირებულ კანდიდატებს ეცნობებათ ელ-ფოსტაზე. შემდეგ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით.

12. მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის მიერ გადმოგზავნილ უნდა იქნეს 2025 წლის
19 ნოემბრიდან 21 ნოემბრამდე ჩათვლით 17 საათამდე, ელექტრონულ ფოსტაზე : stajireba@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს - ანაზღაურებადი სტაჟირება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.

13.   ინფორმაცია      „   სსიპ-ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო
უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სტაჟიორის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ განცხადება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ინტერნეტ სივრცეში.

14. საკონკურსო        კომისიის        შემაჯამებელი        ოქმი        თსუ     ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2025 წლის 15 დეკემბრისა.15. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  ლაშა საღინაძე