Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’  საქართველოს კანონის 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 24-ე  მუხლის   პირველი  პუნქტის  ,,ზ’’   ქვეპუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების   მინისტრის   2013 წლის   11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის  პირველი პუნქტის „ნ“, ,,ო“ ,,პ“ ქვეპუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის მატერიალურად პასუხისმგებელ   პირთა   საქმიანობის    წესის    დამტკიცების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 28 სექტემბრის  N274/02-01 ბრძანების, თსუ- ის იურიდიული ფაკულტეტის 2025 წლის    16 სექტემბრის     N26212/35-05 და  თსუ-ის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის N22946/10, თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის 17 სექტემბრის N23085/32, თსუ-ის ანდრია რაზმაძის მათემატიკის  ინსტიტუტის  18 სექტემბრის   N23295/10, თსუ-ის ეროვნული  სამეცნიერო ბიბლიოთეკის 24 სექტემბრის N23758/10, თსუ-ის გამომცემლობის 22 ოქტომბრის N26806/10, თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  2025 წლის 29 ოქტომბრის N27603/28, თსუ-ის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის 2025 წლის   06 ნოემბრის   N28713/10, თსუ-ის კანცელარიის 2025 წლის   11 ნოემბრის N29219/10 და     თსუს-ის    ცენტრალური საინვენტარიზაციო კომისიის აპარატის თავმჯდომარის  მურმან ცარციძის 2025 წლის 11 ნოემბრის N29169/10 კორესპონდენციების საფუძველზე,

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


 
1. შევიდეს ცვლილებები ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 06 ოქტომბრის N286/02-01 ბრძანებით დამტკიცებულ N1 დანართში და აღნიშნული დანართი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით (დანართი N1).
2.  ბრძანების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის და დაინტერესებული პირებისათვის  გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს, მისი ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან, ერთი თვის ვადაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თბილისის  საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ქ. N64).


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე