Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების   შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ  ბრძანებით დამტკიცებული  საჯარო   სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით  დამტკიცებული  „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის  მე-2 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1 .შევიდეს  ცვლილება ,, სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის  საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის
2025-2026 სასწავლო წლის  შემოდგომის  სემესტრიდან  ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ” რექტორის
2025 წლის 14 ნოემბრის   N1279/01-04 ბრძანებაში და პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით (დანართი N1)
2.  ბრძანების დაინტერესებული პირისთვის  გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს;
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია