,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მანონი ჯოჯუას 2025 წლის 7 ნოემბრის N28788/10 წერილის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. შევიდეს ცვლილება „სატენდერო კომისიის, სატენდერო კომისიის აპარატის შექმნისა და „სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 14 ნოემბრის N200/02-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 25 აგვისტოს N114/02-01 ბრძანებაში და ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. სატენდერო კომისიის ტექნიკური და ორგანიზაციული საქმიანობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას სატენდერო კომისიის აპარატი შემდეგი შემადგენლობით:
ა) ირმა აბრამიშვილი - საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსი;
ბ) ინგა მერკვილიშვილი - საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსის მოადგილე;
გ) ლელა კოპალეიშვილი - საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
დ) დინარა ტიკარაძე - საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
ე) ლია ბაყაშვილი - საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
ვ) შოთა გაბადაძე - საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
ზ) ლევან იობაშვილი - საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
თ) ქრისტინა ხუციშვილი - საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი;
ი) შორენა გურაშვილი - საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი;
კ) მიხეილ ჩადუნელი - საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი;
ლ) ნინო დუნდუა - საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების სპეციალისტი.’’
2.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე