Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  58-ე  მუხლის   პირველი  ნაწილის,  საქართველოს განათლებისა  და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული  პირის –ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“,   „ო“  და  „პ“  ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა  და მეცნიერების მინისტრის  2021 წლის 18 ოქტომბრის  N90/ნ  ბრძანებით  დამტკიცებული „უმაღლესი განათლების  მართვის საინფორმაციო  სისტემის  შექმნისა და ადმინისტრირების წესისა  და  პირობების“   მე-7  მუხლის   მე-2  პუნქტის,  სსიპ    - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის  27 დეკემბრის  N245/2018 დადგენილებით  დამტკიცეული  ,,დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის’’  მე-3 მუხლის, თსუ  რექტორის 2025 წლის 31 ივლისის  “სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის   სახელობის  თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტში    2025-2026 სასწავლო წლის  შემოდგომის  სემესტრში  დოქტორანტურის  საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების  განსაზღვრის  შესახებ“  N160/01-01 ბრძანებისა  და ძირითადი  საგანმანათლებლო ერთეულებიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.ჩაირიცხონ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან დოქტორანტურის  საგანმანათლებლო პროგრამებზე,  ძირითადი   საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად დოქტორანტობის შემდეგი კანდიდატები:


1.1.ზუსტ  და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №1);
1.2.ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);
1.3.სოციალურ   და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №3);
1.4.ეკონომიკისა  და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);
1.5.მედიცინის  ფაკულტეტი  (დანართი №5);
1.6. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №6)

2.ჩაითვალონ  ჩარიცხულად სსიპ   -   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან, ორი თვის  ვადაში შესაბამისი  დოკუმენტაციის (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი   დოკუმენტის  აღიარება/დადასტურება)   წარმოდგენის შემთხვევაში  წინამდებარე ბრძანების N7 დანართის შესაბამისად (დანართი N7);
3.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს  პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
4.დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5.ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია