,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, და ,,პ’’ ქვეპუნქტებისა, მე-9 და მე-11 პუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-11 მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტების, (წარმომადგენლობითი საბჭოს 2024 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილების (ოქმი N6), სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 13 მარტის 3/04 ერთობლივი ბრძანების და რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორის გრიგორ ტატიშვილის 2025 წლის 11 აპრილის N8706/10 (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2025 წლის 11 აპრილის სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვრონ არჩეულად:
ა) ფუნდამენტური კვლევებისა და კომპოზიციური მასალების სინთეზის განყოფილება
ნინო გიორგაძე - მეცნიერი თანამშრომელი - (4 წლის ვადით) 1 საშტატო ერთეული
ბ) ფიზიკურ-ქიმიური კვლევისა და ანალიზის განყოფილება;
ლანა შამანაური - მეცნიერი თანამშრომელი - (4 წლის ვადით) 0,5 საშტატო ერთეული
2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის არჩეულ პერსონალთან.
3. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი).
5.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე