,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 - 21-ე პუნქტების, ასევე 2025 წლის 3 აპრილის ბრძანების N 61/01-01 და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის წერილების (N 8526/10; 08.04.2025 და N 8561/10; 10.04.2025) საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. ჩატარდეს კონკურსი 2025/2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამივე საფეხურის სტუდენტებისათვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად.
2. კონკურსი ჩატარდეს 2025 წლის 10 და 11 აპრილს.
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) 10 აპრილი
1. ირაკლი კახიძე, იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ინგლისურენოვანი პროფესორები:
2. მარიამ გაიდამაშვილი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
3. გიული შაბაშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
4. თამარ კბილაძე, თსუ-ს ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, კომისიის წევრი;
5. ხათუნა მარწყვიშვილი ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
გერმანულენოვანი პროფესორები:
1. ნინო ქიმერიძე, ჰუმანიტარული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
2. ბესიკ კალანდაძე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
3. მორის შალიკაშვილი, იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ) 11 აპრილი
1. მედეა ბადაშვილი, სოციალურ პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
ინგლისურენოვანი პროფესორები:
2. ეკა ლეკაშვილი, თსუ-ს ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
3. ასოც.პროფ. მაგდა ალანია, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
4. გიული შაბაშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
5. ნანა მჭედლიძე, იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტი, კომისიის წევრი;
6. მედეა ბადაშვილი, სოციალურ პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
ფრანგულენოვანი პროფესორები:
1. ილია გასვიანი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
2. თეა თათეშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, კომისიის წევრი;
3. გვანცა გუგეშაშვილი, იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტპროფესორი, კომისიის წევრი; ესპანურენოვანი პროფესორები:
1. მარინე კობეშავიძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
2. მარტინ არტოლა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული პედაგოგი, კომისიის წევრი; 3. ლელა ჯანაშვილი, იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ირინა გამყრელიძე
5. კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის 15/04, 22 დეკემბრის 33/04, 2023 წლის 9 იანვრის N 1/04, 10 მარტისა N 9/04 და 2024 წლის 14 ნოემბრის N 24/04 ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ნინო გვენეტაძე რექტორის მოვალეობის შემსრულებელი