Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის ,,მედიცინა“ (ინგლისურენოვანი) სტუდენტებისათვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დამატებით სემესტრში დარეგისტრირების შესახებ“ რექტორის 2024 წლის 20 მაისის N438/01-04 ბრძანების სათაურსა და პირველ პუნქტში და აღნიშნული ბრძანების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის ,,მედიცინა“ (ინგლისურენოვანი) სტუდენტების 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დამატებით სემესტრში დარეგისტრირებულად ჩათვლის შესახებ“

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

,,1. ჩაითვალონ მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის ,,მედიცინა“ (ინგლისურენოვანი) სტუდენტები 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დამატებით სემესტრში დარეგისტრირებულად 2024 წლი 4 მარტიდან(დანართი №1)“.

2. ბრძანების დაინტერესებული პირისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას;

3.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს;

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი