geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტის ვანო გომურაშვილის გამოცდის მიმღები და  შემფასებელი კომისიის შექმნის შესახებ

 

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის

დეკანის ბრძანება

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის მალხაზ მაცაბერიძის  განცხადების  1167/30 საფუძველზე

 

ვბრძანებ:

 

1. პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების პროფესორის მალხაზ მაცაბერიძის წერილი # 1167/30; 24.01.2025 საფუძველზე შეიქმნას  პოლიტიკის მეცნიერების სამაგისტრო პროგრამის მე-3 სემესტრის სტუდენტის ვანო გომურაშვილის სასწავლო საგნების და საგამოცდო პროცესებთან დაკავშირებული გამოცდის მიმღები და   შემფასებელი კომისია  საგნებში: „პოსტსაბჭოთა ქვეყნების შედარებითი პოლიტიკა“, „თანამედროვე პოლიტიკის ეთიკური სტანდარტები“,  „პოლიტიკური მარკეტინგი და საარჩევნო კომისია“  - შემდეგი შემადგენლობით:

  • მალხაზ მაცაბერიძე - პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
  • ავტანდილ ტუკვაძე  - ასოცირებული  პროფესორი, კომისიის წევრი;
  • ვალერიან დოლიძე - ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
  • გიორგი მელიქიძე - ასისტენტ - პროფესორი, კომისიის მდივანი.

 

2. კომისიამ უზრუნველყოს გამოცდების ჩატარება ოფიციალურად დადგენილ საგამოცდო პერიოდში;

 

3. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა;

 

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.