Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, წარმომადგენლობითი სამჭოს 2015 წლის 30 დეკემბრის N7 სხდომის ოქმის და ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 18 ოქტომბრის 22/04 ერთობლივი ბრძანების და პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის შ. ერისთავის 2024 წლის 2 დეკემბრის N32527/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის შესარჩევად.

2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება შეადგენს თვეში 3600 (სამიათას ექვსასი) ლარს (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით), სამუშაო საათები-09:00 სთ-დან 18:00სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.

3. აპლიკანტს მოეთხოვება:

ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ)საგანამანათლებლო სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება, ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.

გ) თსუ-ში მოქმედი რეგულაციების ცოდნა პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე: საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი“, საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“, საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“, ,,პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის N244 დადგენილება; საქართველოს კანონი განათლების ხარისხის განვითარების შესახებ; თსუ შინაგანაწესი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები, ეთიკის კოდექსი, თსუ წესდება;

4. აპლიკანტს უნდა ჰქონდეს შემდეგი უნარ-ჩვევები:

ა) ლიდერობა;

ბ) კრეატიულობა და შემოქმედებითობა;

გ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

დ) ოპერატიულობა;

ე) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;

ვ) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;

ზ) დასაბუთების უნარი;

თ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;

ი) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;

კ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის უნარი და სიახლეების სწრაფად ათვისების შესაძლებლობა.

5. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება:

ა) პროფესიული განათლების ცენტრის საქმიანობის გაძღოლა, ცენტრის საერთო ხელმძღვანელობა და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფა;

ბ) ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტების განსაზღვრა და მათ განხორციელებაზე პასუხისმგებლობა;

გ) ცენტრში დასაქმებული პერსონალის დანიშვნისა და გათავისუფლების პირობების განსაზღვრა, ცენტრის თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვანი შესრულების ზედამხედველობა, მათ მიერ თსუ-ს შინაგანაწესის შესრულების კონტროლი;

დ) ცენტრში მომზადებულ დოკუმენტების ხელმოწერა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თსუ-ს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირება;

ე) ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველწლიურად ანგარიშის წარდგენა, თსუ-ს რექტორის და თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დავალებით;

ვ) ცენტრის დებულებით დაკისრებული ფუნქციების შესრულების ორგანიზება, ამისთვის თსუ-ს რექტორის და თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელისთვის წინადადებების წარდგენა ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;

ზ) ცენტრის შიდა სტრუქტურის, თანამშრომლების მუშაობის, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ წინადადებების წარდგენა თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელისთვის;

თ) კანონმდებლობისა და თსუ-ს სამართლებრივი აქტების საფუძველზე ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების გამოცემა კომპეტენციის ფარგლებში.

ი) პერიოდულად ცენტრის თანამშრომლების ანგარიშის მოსმენა მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

კ) ცენტრის თანამშრომელთა შუამდგომლობა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

ლ) ცენტრის ფარგლებში პროფესიული პროგრამების ავტორიზაციის/განხორციელების უფლების დადასტურების/განხორციელების უფლების მოპოვების პროცედურების განხორცილების ადმინისტრირება თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან და სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული მუშაობით;

მ) თსუ-ს ადმინისტრაციის ხემძღვანელთან შეთანხმებით პროფესიული განათლების მასწავლებლების შრომის ანაზღაურების განსაზღვრა კანონმდებლობისა და თსუ-ს სამართლებრივი აქტების საფუძველზე;

ნ) პროფესიული სტუდენტების/მსმენელების, პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებაში ჩართული სხვა პერსონალის სისტემატიური შეფასების პროცესის კოორდინირება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ო) პროფესიული სტუდენტების/მსმენელების სასწავლო და საწარმოო პრაქტიკების ორგანიზებისთვის დამსაქმებლებთან ერთად სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების დაგეგმვა;

პ) წარმოადგენს ცენტრს მესამე პირებთან ურთიერთობაში;

ჟ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში და თსუ-ს რექტორთან შეთანხმებით საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნების საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სტრუქტურებთან ურთიერთობა;

რ) ცენტრის დებულებით, თსუ-ს სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

6. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;

ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;

გ) განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნენტის ასლები;

დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;

ე) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ ცნობა სამსახურიდან და სხვ.);

ვ) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;

7. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდბა სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. საბუთების არასრულად გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;

8. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1; დანართი 2);

9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2024 წლის 9 დეკემბრიდან 2024 წლის 12 დეკემბრის 15:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს ,,პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი“.

10. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზე და ინტერნეტ სივრცეში;

11. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2024 წლის 23 დეკემბრისა.

12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ლაშა საღინაძე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი